Archive for the ‘hurt’ Tag

სამი ტკივილი ანუ მუსიკალური Hurt


უამრავი ქავერი მომისმენია. კარგი, ცუდი, ბოროტი, გულისამრევი, ორიგინალზე ბევრად უკეთესი და ა.შ   ვინც არ იცის ქავერ სიმღერა რა არის, ეს არის როდესაც რიგითი შემსრულებელი ან შემსრულებელთა ჯგუფი იღებს სიმღერას(ხშირ შემთხვევაში ცნობილსა და პოპულარულს) და მას ახალ ჟღერადობას(ყოველთვის არა) აძლევს.

ჩემი ეს პოსტი ეძღვნება სიმღერა Hurt–ს. ეს სიმღერა “ძალით”  შემაყვარა მეგობარმა, ხშირად მთხოვდა რომ მომესმინა და ნელ–ნელა ისე შევეჩვიე რომ ბოლოს მივხვდი მიყვარდა : დ ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ თურმე შეყავრების პროცესში ქავერს ვუსმენდი და ის შემყვარებია. მერე აღმოჩნდა ორიგინალურ ვერსიას მოვუსმინე, შთაბეჭდილება და განცდები ანალოგიური იყო. იმავე დონის ნამუშევარი იყო.

1)Nine Inch Nails – Hurt

1995 წელს Nine Inch Nails–მა გამოუშვა ალბომი Downward Spiral, რომელიც დღემდე ჯგუფის ყველაზე წარმატებული ნამუშევარია. ალბომმა კრიტიკოსებისაგან ძალიან მაღალი შეფასებები დაიმსახურა და ერთ–ერთ ყველაზე გავლენიან ნაწარმად ითვლება თავის ჟანრში. ალბომის ბოლო ტრეკი არის Hurt – მაგიური 6 წუთი, იდუმალი და გრძნობებით სავსე ტრეკი. რომლის დასაწყისი და დასასრული ისეთივე მიმზიდველია როგორიც ჯესიკა რებითის ტუჩები, მონიკა ბელუჩის მკერდი ან შარლიზ ტერონის ფეხები.

2)Peter Murphy – Hurt

ორიგინალისაგან ძლიერ განსხვადება. თუ Nine inch nails–ის ვერსიაში ძნელია გამოარჩიო ერთი რომელიმე გრძნობა, პიტერ მერფის სიმღერა მთლიანად  მელანქოლიის მორევშია ჩაძირული. ერთ–ერთი საუკეთესო სიმღერა ტკივილსა და სევდაზე. მერფის ვოკალი და პიანინოს ეული ხმა, იმდენად ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს, რომ მაზოხისტი ხდები. გინდა გტკიოდეს და გიხაროდეს ეს.

3)Johnny Cash – Hurt

ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო ქავერად აღიარებული სიმღერა. ჯონი ქეშმა თავის თავს სიკვდილის წინ რექვიემი დაუწერა, ოღონდ ამაში Nine inch nails დაიხმარა. ტექსტში მცირე ცვლილებები შეიტანა, ხელში გიტარა აიღო და….. წარმოუდგენლად ლამაზი ტრეკი. აი იცით რას ჰგავს, მოხუცი ქალები რომ არიან ნაკვთებსა და მანერებზე რომ ეტყობათ ახალგაზრდობაში რა სილამაზის მატარებლებიც იყვნენ.

Advertisements