Archive for the ‘phoenix’ Tag

2009 წლის 10 საუკეთესო ალბომი

2009 წელი მიიწურა თითქმის. უკვე თამამად შემიძლია წლის საუკეთესო ალბომები დავასახელო. კარგი წელი იყო, ბევრი იმედისმომცემი შემსრულებელი გამოჩნდა სცენაზე, ბევრმა ჩემა ფავორიტმა ბენდმა ახალი ალბომი გამოუშვა, მიუხედავად იმისა რომ უმეტესობამ იმედები გამიცრუა მაინც დადებითი მოვლენა იყო.
წარმოგიდგენთ წლის 10 საუკეთესო ალბომს, ბოლოს კი სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს.
ძალიან გამიჭირდა 10 საუკეთესოს ამორჩევა 17–20 ძალიან მაგარ ალბომთან მომიწია შეტაკება.

10)Telepathe – Dance Mother
Telepathe – Chrome’s on It

ამ ჯგუფს 2–3 წელია ვიცნობ. კარგი EP-ები ჰქონდათ და სადებიუტო ალბომიც არ გააფუჭეს. ეს დუეტი აქცენტს electronics–ზე აკეთებს, საერთოდ წელს თითქმის ყველა კარგ ალბომში არა გიტარა არამედ electronic დომინირებს. დრამის ხმა “სანატრი გახადა” 2009 წელმა. ალბომი ძალიან კარგად იწყება, პირველივე ტრეკიდან(So fine) მელისა ლივოდაისი(იმედია ამ ვოკალისტის გვარს სწორად ვწერ) გაინტერესებს თავისი ხმით და 40 წუთის შემდეგ ხვდები რომ მთელ ალბომს ერთი ამოსუნთქვით მოუსმინე. Dance mother ნამდვილად ღირს მოსმენად They can feel the real bang bang ბოლოს და ბოლოს.

9)The Horrors – Primary Colours
The Horrors – Who Can Say

ეს არის 45 წუთი უკან მომავალში. Bauhaus, Ramones, Stranglers დამატებული XXI საუკუნის სუნელები და შედეგად მიღებული გემრიელი ალბომი. 2–3 დაბალი დონის ტრეკია Horrors–ის ახალ ალბომში, თუმცა მთლიანობაში ეს არაფერს ვნებს ნამუშევარს.

8)Florence & the Machine – Lungs
Florence And The Machine – Drumming song

ლილი ალენმა მუსიკიდან მივდივარო, ხოდა კარგადაც მოიქცა ბრიტანეთს ამიერიდან ახალი დედოფალი ჰყავს, ფლორენს უელჩის სახით. ეს გოგონა თავისი ბენდითა და სადებიუტო ალბომით, წლის ერთ–ერთი ყველაზე დიდი მოულოდნელობა და სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. ფლორენსის ძლიერი ხმა და არაჩვეულებრივი მუსიკა ალბომს წლის ერთ–ერთ საუკეთესო ნამუშევრად აქცევს. “This is a gift it comes with a price” მღერის ფლორენსი და მართალიცაა. ვნახოთ როგორ გამოიყენებს ამ “საჩუქარს” ინგლისელი გოგონა.

7)The Big Pink – A Brief History of Love


The Big Pink – Velvet

Dominos! სწორედ ეს ტრეკი მოვისმინე პირველი ამ ჯგუფის შემოქმედებიდან და WOW.Dominos შემდეგ მთელი ალბომი გადმოვიწერე და უცებ Velvet–ს შევეჯახე. საოცარი ტრეკია, ერთდროულად კოსმიური ჰარმონიის მატარებელი და ერექციის გამომწვევია. კიდევ ერთი დებიუტანტების ნახელავი ჩემს ათეულში.

6)Wild Beasts – Two Dancers


Wild Beasts – Hooting & Howling

მულტივოკალური ჯგუფი გასცდა indie rock–ისა და electronic–ის ჩარჩოებს. ეს აღარც Dream pop–ია და არც indie pop. საკმარისია ერთი ტრეკის Hooting & Howling-ის მოსმენა რომ შეგიყვარდეთ ბენდი. ეხლაც ყურში ჩამესმის

“A crude art, a bovver boot ballet equally elegant and ugly
I was as thrilled as I was appalled, courting him in fisticuffing waltz”

5)Phoenix – Wolfgang Amadeus Phoenix

Phoenix – Lisztomania

ეს ბენდი ალბათ ყველამ იცით. If I Ever Feel Better მაინც გექნებათ მოსმენილი. ძალიან მაგარი ფრანგული ბენდია ფენიქსი. რიგით მეოთხე სტუდიურ ალბომში ტომას მარსსა(ვოკალი) და კომპანიას მუზის “შემოტევა” ჰქონდათ. ალბომში 2 ისეთი ტრეკია დეკადის საუკეთესოებში შესაყვანად არ დაგენანება ადამიანს. Lisztomania და 1901 არის ნათელი მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა დაამტკიცო ადამიანმა საკუთარი გენიალურობა.

4)Air – Love 2

Air – Love

ნიკოლას გოდინისა და ჯან ბენუა დუ(ა)ნკელი დუეტი, რომელმაც თავი ჯერ კიდევ 90–იანები ბოლოს დაიმკვიდრა. ფრანგი ელექტრონავტების ახალ ალბომს ძლიერ ველოდი და… ღირდა ამად. მე 46 წუთი ალისა ვიყავი, საოცრებათა სამყაროში დავძრწოდი და სიყვარულს ვეძებდი. მე ის თითოეულ ტრეკში ვიპოვე და დღემდე მიყვარს.

3)The xx – xx

The xx – Night time

დებიუტანტების ცვენაა წელს ჩემს ათეულში. ჯგუფი არც ძლიერი ვოკალისტებით გამოირჩევა და არც მუსიკაა რევოლუციური ან ინსტრუმენტალურად რთულად შესასრულებელი. გოგო და ბიჭი ჩურჩულებენ 45 წუთის განმავლობაში, უბრალოდ ეს ჩურჩული მიმზიდველია და გინდა ჭორიკანა გახდე, უსმინო მათ მუდამ. Crystalized, Shelter, Night Time ჩემი ფავორიტი ტრეკებია ალბომიდან. დიდი იმედი მაქვს როგორც The XX–ის ასევე სხვა დებიუტანტი ბენდებისა, რომ არ გაიუფეჭებენ თავს და ამავე დონეზე განაგრძობენ მოღვაწეობას.

2)White lies – To Lose My Life…


White lies – Death

პირველივე ტრეკზე Joy Division გამახსენდა, შემდეგ იყო Franz Ferdinand, Interpol და The Cure. წარმოიდგინეთ ნამუშევარი სადაც ეს მუსიკოსები არიან გაერთიანებული და გიყვენიან სიცოცხლის დაკარგვის ისტორიას, შენ იღიმი დასაწყისსი, შემდეგ იცინი, ტირი, ყვირი, გიჟდები და ბოლოს სთხოვ შენი სიცოცხლე წაიღონ. ოღონდ კიდევ ერთხელ მოგასმენინო Death-ს, The price of love–სა ან To lose my life–ს. ესენიც დებიუტანტები არიან და იმედია post-punk revival–ისა და post rock–ის პირმშო თავს არ შეირცხვენს მომავალში.

1)Yeah yeah yeahs – It’s Blitz!



9 ძალიან კარგი ალბომის შესახებ დავწერე მაღლა, ერთი მაგდენი საერთოდ ვერ მოხვდა სიაში, თუმცა Yeah yeah yeahs–ის “დაბომბვასთან” შედარებით ყველა ეს ალბომი ერთად აღებულიც კი არაფერია. Muse, Kasabian, Arctic Monkeys ამ ჯგუფებმა წელს ძალიან გამიცრუეს იმედები, არადა მათგან უფრო მეტად ველოდი საოცრეაბს ვიდრე კარენ ოუსა, ნიკ ზინერისა და ბრაიან ჩეისისაგან. ამ ჯგუფს ორი გენიალური ალბომი ჰქონდა It’s Blitz–ამდე და რატომღაც მცირე ჩავარდნას ველოდი, ვერ წარმომედგინა რომ ბენდი შეძლებდა Fever to Tell–სა და Show Your Bones–ის სიმაღლეების კიდევ ერთხელ დალაშქვრას. სამკაციანი ბენდი აქამდე ერთი გიტარითა და დრამით გადიოდა ფონს, ზინერი მიხვდა რომ საჭირო იყო სიახლე წარსულიდან. YYY–სთვის კლასიკურ Indie pop–ს, art punk–ს დაემატა dance punk, 70–80–იანების დისკოს “რექვიემები”. შედეგი უნიკალურია.
წლის საუკეთესო ალბომი.

“Flow sweetly, hang heavy
You suddenly complete me
You suddenly complete me”

წლის საუკეთესო ალბომი :Yeah yeah yeahs – It’s Blitz!

წლის დებიუტანტი :White lies – To Lose My Life…

წლის საუკეთესო hip hop ალბომი : Jay-Z – The Blueprint 3
წლის საუკეთესო პოპ ალბომი :Florence & the Machine – Lungs
წლის საუკეთესო electronic ალბომი :MSTRKRFT – Fist of God
MSTRKRFT – Heartbreaker (feat. John Legend)


წლის ზედმეტად დაფასებული ალბომი :Animal Collective – Merriweather Post Pavilion. Lady Gaga(The Fame/The Fame Monster). Dirty Projectors – Bitte Orca. La Roux – La Roux.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Advertisements