Archive for the ‘White Lies’ Tag

12 მე / 12 ჩემი.

ეს პოსტი ჩემი 2009 წლის მოკლე მიმოხილვა იქნება. 12 ამბავი, რომელიც გასული წლის 12 თვესა და მუსიკალურ ტრეკს აერთიანებს. პ.ს ნუმერაციას არანაირი მნიშვნელობა და დატვირთვა არ აქვს.

1)Phoenix – Lisztomania

რამდენიმე ახალი მეგობარი გავიჩინე, ერთი მაგდენი ძველი დავკარგე. დაკარგვა ცუდი სიტყვაა, უბრალოდ ამოვწურეთ ერთმანეთი ალბათ, სხვადასხვა მიმართულებებით ვპოვეთ გზა ნათელი მომავლისაკენ.

2)Julian Plenti – Games For Days

პირველი სრულფასოვანი “რა?სად?როდის?” წელი მქონდა. თბილისის ჩემპიონატზე, სუპერლიგაში ჯერ მეათე ხოლო შემდეგ მეექვსე ადგილზე გავედით “ინტეგრალი”, თ.ს.ყ მოვიგეთ და ამიერკავკასიის ჩემპიონატზეც ვიასპარეზეთ. ჩემპიონატიდან ჩემპიონატამდე ვიზრდებით და ვნახოთ რა იქნება მომავალში.I meditate to grow wise, I declassify I take it all the way, I take it all the way როგორც პოლ ბენქსი(ჯულიან პლენტი) მღერის.

3)Wild Beasts – Hooting & Howling

ლაშქრობაში ვიყავი. ულამაზესი ადგილები ვნახე და რთულ პირობებში საკუთარი თავის მზაობაც გამოვცადე. 3700 მეტრზე ასულს Wild Beast–ის სიმღერის არ იყოს ყვირილი და ყმუილი ერთდროულად აღმომხდა.  3 დღიანი “პახოდის” შემდეგ არაადამუანურად დაღლილი, თუმცა კმაყოფილი დავბრუნდი მშობლიურ თბილისში. ჭაუხის უღელტეხილი დალაშქრულია, შემდეგი გაჩერება…

4)Air – Love

ვლავაც ცივი ომია ჩემსა და მდედრთან სერიოზული ურთიერთობის დაწყებას შორის. მიზეზი მრავალი შეიძლება იყოს – წარსული გამოცდილება, კანდიდატის არ არსებობა, სიზარმაცე, ფრიგიდულობა(პრინციპში ეს არაფერ შუაშია :დ) და ა.შ. ფაქტია რომ, მარტო თავს მშვენივრად ვგრძნობ მსუბუქი ურთიერთობებით იოლად გავდივარ ფონს. თუმცა… მუდამ არსებობს ეს საზარელი სიტყვა. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო იმაზე რომ არ მსურს სერიზოული ურთიერთობა, სიყვარული და ა.შ გონებაში მუდამ მიტივტივდება ერთი კადრი, ზუსტად ერთი ფოტო, რომელიც საპირისპიროს სურვილს მიჩენს, დაახლოებით ისე როგორც Air თავისი ტრეკით Love

5)Fever Ray – Triangle Walks

გავხდი ბლოგერი. 9 თვის განმავლობაში, ასე თუ ისე დავიკვიდრე თავი ქართულ ბლოგოსფეროში. ვიყავი ni2 news–ში,თუმცა შემდეგ დავტოვე ის, გავიცანი უამრავი მშვენიერ ბლოგი, დავაგემოვნე ახალი მედიის ფორუმი.   მიხარია რომ ჩემს ბლოგს მკითხველები ჰყავს, ეს ერთგვარ სტიმულს მაძლევს. ადრე თუ მწყინდა, როდესაც ამა თუ იმ რევიუს არ ჰქონდა ჰიტები, დღეს ეს უკვე ნაკლებად მანაღვლებს. ის რომ ჩემი რომელიმე პოსტი არაა “პოპულარული”, არა მკითხველის არამედ ჩემი(ავტორის) ბრალია.

6)MSTRKRFT – Heartbreaker

პირველი სამუშაო გამოცდილება სწორედ 2009 წელს მივიღე. ჯერ გაზეთ “24 საათში” ჟურნალისტად, ხოლო შემდეგ “ღამის შოუს” სტუდიაში სცენარისტად. გამოცდილება რომელიც მივიღე ერთგანაც და მეორეგანაც აუცილებლად გამომადგება ჩემს ახალ სამსახურში.

7)White Lies – Death

როგორც იქნა მუშაობა დავიწყე. პირველი სრულფასოვანი, კონტრაქტიანი სამუშაო. ჟურნალ TABULA–ში ჟურნალისტად დავიწყე მუშაობა, ამ ჟურნალის შესახებ ალბათ ბევრმა არც არაფერი იცით, სამაგიეროდ მარტიდან “ახალ ხილს” დააგემოვნებთ, რომელსაც ვეჭვობ შეიყვარებ კიდეც. ორმაგად სასიხარულო იყო ჩემთვის TABULA–დან შემოთავაზების მიღება,  პირველი ნაცნობობით, ჩაწყობითა და “ეს ჩემი ბიჭია დამისაქმე რათი”  არ მივსულვარ, მეორეც კულტურის განხრით უნდა ვიმუშაო, მე კი სწორედ ეს მინდა. White Lies–ეს ეს ტრეკი კი ერთგვარი გამოხმაურებაა ჩემს ეხლანდელ მდგომარეობაზე. უმუშევრობის დაკრძალვა და ენერგიული რითმები ახალი წლისთვის.

8)Kasabian – Vlad The Impaler

2008 წელთან შედარებით უფრო მეტ საინტერესო ლექტორთან მომიწია ურთიერთობა. გვარებს არ ჩამოვწერ, რადგან ზოგიერთი ისევ მასწავლის,  გამოცდები წინ არის და “ჟოპალეზობად” რომ არ ჩამეთვალოს :დ 2009 წელსვე გავიგე თუ რას ნიშნავს როდესაც ლექტორი აზრზე არაა რომ უნივერსიტეტში ასწავლის და არა სკოლაში. კიდევ უფრო მყარად გადავწყვიტე მომავლის პიარისთვის ან მედია მენეჯმენტისთვის დაკავშირება.

9)Delphic – This Momentary

თმა შევიჭერი. მეცხრე კლასის მერე მოკლე თმა არ მქონია. მომეწონა დაბალზე თმა ჩემს თავზე და არამგონია უახლოეს მომავალში გავიზარდო. მეცხრეკლასელი ნიკს რელიქტებიღაა დარჩენილი, მოკლე თმა ერთადერთი საერთოა რაც მაერთიანებს ჩემს წარსულთან. 

Can we make the time to leave it behind and reshape, remake our Fate in what we see

10)Yeah Yeah Yeahs – Heads Will Roll

Open Air – ეს იყო პირველი და ჯერ–ჯერობით უკანასკნელი მასშტაბური, კარგად ორგანიზებული მუსიკალური ფესტივალი რომელიც მინახავს თბილისში. 3 სასიამოვნო დღე გავატარე იპოდრომზე, მუსიკა მეორეხარისხოვანი იყო(პირდაპირი და ირიბი გაგებით). გარშემო მხოლოდ იმ ნაცნობებს ვხედავდი, რომელთა ნახვაც გამიხარდებოდა ან ძალიან გამიხარდებოდა. დიდი იმედი მაქვს რომ 2010 წელს ფესტივალი უფრო მასშტაბური გახდება, უკეთესი headliner ბენდებითა და კარგი აპარტურით. Hope Heads will roll this year.

11)Florence & The Machine – Rabbit Heart

19 წლის გავხდი. ალბათ უკანასკნელად ჩემს ცხოვრებაში. კმაყოფილი ვარ 2009 წლით, საუკეთესო იყო ჩემს მწირ “კარიერაში” და უფლებას ვიტოვებ მჯეროდეს 2010 უკეთესი იქნება.

12)Karen O & The Kids – All Is Love

2009  წელს მე გავიცანი : მერი და მაქსი. სემ ბელი და გერტი,  გავიგე რას ნიშნავს იყო უსახელო ნაბიჭვარი, ცხოვრობდე მეცხრე რაიონში ან ალტერნატიულ სამყაროში სადაც როშაჰი გებრძვის, დედოფალ ვიქტორიას უყვარხარ, სპოკი კი შენი მეგობარია. 2009 წელს მე მაქსთან ერთად გავიქეცი სახლიდან, კეროლს დავუმეგობრდი და კარლ ფრედრიკსენთან ერთად გავფრინდი სახლით,  ფილთან ალანთან და სტიუსთან ერთად ვცემე მაიკლ ტაისონი, მივაჩერდი ცხვრებს, ვიყავი სასაცილო, ვიყავი შერლოკ ჰოლმსი, დროში მოგზაური და სერიოზული კაცი. ვუსმენდი ფლორენსს, ჯულიანს, ველურ ცხოველებს, იქსებს, თქვენ წარმოიდგინეთ თეთრი ტყუილი და უზარმაზარი ვარდისფერიც გამოვცადე საკუთარ თავზე. რაც მთავარია ისევ ისე მიყვარს კერენი, ჩემი მეგობრები და ….

One, two, ready, go

Advertisements