Archive for აგვისტო, 2010|Monthly archive page

Летели облака

საკუთარ თავზე ბლოგზე ძალიან ცოტა პოსტი მაქვს დაწერილი. ეს იმიტომ, რომ მუდამ მეცინება მსგავს პოსტებზე. პირად სიხარულზე, ტკივილზე, განცდებსა თუ პრობლემებზე წერა და მერე მისი წაკითხვა ჩემთვის სასაცილოა. არასოდეს ვყოფილვარ(არც ახლა შეცვლილა რამე) იმპრესიონისტი.  დღეს მიშელ უელბეკის “ელემენტარული ნაწილაკების” კითხვა დავასრულე, დაახლოებით ერთი კვირის წინ ჯოისის “ულისესთან” ბრძოლა დავასრულე. დაახლოებით მაგ დროს ვნახე(ვინ იცის მერამდენედ) ნოლანის “მემენტო”, ხოლო დღეს უელბეკს Sideways–ს დავაყოლე, მართლა ძალიან კარგი ფილმი. ამ ოთხმა ერთმანეთისგან ფუნდამენტალურად განსხვავებულმა ნაწარმოებმა ჩემში პოსტის დაწერის სურვილი გააჩინეს, პოსტის რომელიც მოგონებებზეა.

Memory can change the shape of a room

მე არ ვაღიარებ წამიერ შეგრძნებებს.  ის რაც მხოლოდ აწმყოშია და არ აქვს სხვა დროის შეგრძნება მკვდარია. მოგონებები რომლებიც გონებაში კვალს, თუნდაც უმნიშვნელოს, მაგრამ მაინც ნაფეხურებს ტოვებენ, აი ისინი არიან ცხოვრებაში დახარჯული წამები/წუთები etc.

1996 წელი. სკოლა, “კლეჩატი”  შარვალ–კოსტუმი, პირველი სკოლის მეგობრები, პირველი გოგო რომელიც მომეწონა, ბეჭედი რომელიც ვაჩუქე, სილა რომელიც ორიანისთვის მივიღე.

სკოლასთან ბევრი მოგონება მაკავშირებს. ბევრი კარგი, კიდევ უფრო მეტი სასაცილო, თუმცა ახლა რომ ვუკვირდები სევდიანი. არასოდეს მყოლია ერთ მუშტად შეკრული კლასი, ფრაგმენტების გარდა კლასელებისგან თითქმის აღარაფერი დარჩა.  დრო გადის და მასთან ერთად სულ უფრო იზრდება ნაპრალი, რომელიც დაახლოებით მერვე კლასში გაჩნდა ჩემსა და ჩემს თანაკლასელებს შორის. არა ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ყველასთან, უბრალოდ საზაფხულო რომანს ჰგავდა ყველაფერი. მშვენივრად ვაანალიზებდით ყველა, რომ ეს ძმაკაცობა/დაქალობა მხოლოდ 11 წელს გასტანდა, სკოლის დამთავრებასთან ერთად ჩვენი გზები გაიყოფოდა. ჩემს გზას მხოლოდ ერთი ადამიანი დაადგა ჩემი კლასიდან და ის დღემდე ჩემი მეგობარია.

2005 წელი. კომპიუტერის ყიდვა, ფორუმები, გატაცება კლასიკური როკით, ერთბაშად უამრავი საოცარი ფილმით ტკბობა, ახალი მეგობრები.

სახლში ინტერნეტმა თავდაყირა დააყენა ყველაფერი. ფაქტობრივად შეცვალა ჩემი ცხოვრების წესი. ფორუმზე კინო დისკუსიებმა გამიტაცეს, რომელიც რამდენიმე პიროვნებასთან დიდი მეგობრობის დასაწყისად იქცა, მეგობრობის რომელიც დღემდე გრძელდება. დეკემბერი და “ხერხი”, “ტრანსფორმერები”, ლატვია, მობილურში სიმღერა, ჩხუბი ახალი ბენდების აღმოჩენაზე(ამ დროს ჩემი მუსიკალური გემოვნება რადიკალურად შეცვლილი იყო და დღევანდელის პირველსახეს წარმოადგენდა), კონვერსი, ხარება და თევზი, კეკელიძის ქუჩა…

არც კი ვიცი ამ პოსტით რისი თქმა მინდა, ალბათ იმის რომ ყველაზე მნიშვნელოვანია გახსოვდეს რაღაც კარგი ან ცუდი, მაგრამ გახსოვდეს. ის ფაქტი რომ მოგონებებით ვარ სავსე კარგია, სავარაუდოდ მაინც. მიუხედავად იმისა, რომ კმაყოფილი ჩემი ცხოვრებით თითქმის არასოდეს ვყოფილვარ მაინც სასიამოვნოა, რომ არსებობენ ადამიანები რომლებიც…

believe that when my eyes are closed, they are  still there

სახელებით არ ჩამოვთვლი არავის, არა იმიტომ რომ მეშინია(სასაცილო სიტყვაა ამ კონტექსტში) ვინმე არ გამომჩეს, უბრალოდ ძალიან ემო და სასაცილო გამოვა ისედაც ღიმილისმომგვრელი პოსტი.  უბრალოდ ეს პოსტი გეძღვნება შენ… კიდევ შენ ვისაც ძალიან გიყვარს LCD Soundsystem… შენ ვისაც მთვრალს ყველაზე მეტად ვენდობი, განსაკუთრებით საჭესთან… შენ Angels and Airwaves რომ ვერაფრით შემაყვარე… გეძღვნება იმიტომ 15 წელია მიძლებ… შენ იმიტომ რომ საირმის გორაზე ინციდენტის შემდეგ ძალიან გაიზარდე და ოჯახშიც აღარ გიშლიან ჩემთან ერთად კინოში სიარულს…გეძღვნება შენ რომელსაც ასე გეზიზღება მაკი და გიყვარს ფლოიდი…კიდევ  შენ… გეძღვენება შენ რომელსაც გიყვარს ზღაპრები… შენ მღერი საოცრად… შენ მშვიდად გეძინა ჩემს გვერდით… შენ გული გტკივა აფხაზეთზე… ინგლისურზე სიარულის მაგივრად მაკში დავდიოდით… გეძღვნება იმიტომ, რომ კონვერსის ბიჭის არ იყოს შენც გაიზარდე, ძალიან… გეძღვნებათ იმიტომ რომ პიტულშიკები ხართ…  თქვენ ერთად…

აჰჰ კიდევ რამდენი ადამიანი ტრიალებს ჩემს გონებაში, მაგრამ ეს სხვა დროს და სხვა ისტორია იყოს.

საოცარი ვინმეა მიშელი, ბრუნო, ალექსანდრ პეინი, ბაკ მალიგანიც და ლეოპოლდ ბლუმიც, ყველანი ისე ახლოს დგანან ამ პოსტთან. სხვადასხვა მიზეზის გამო, ზოგი ელემენტარული ნაწილაკი იყო რომელმაც ცხოვრებას გემო მხოლოდ მაშინ გაუგო, როდესაც სიკვდილმა ჩასჩარა ნაჭერი პირში. გადაყლაპვა გაუჭირდათ, მონელება კიდევ უფრო.  ზოგიერთი მოგონებებით ცხოვრობდა,რეჟისორობა იტაცებდა, წერა უყვარდა, ღვინო,  და კარებზე კაკუნის შემდეგ შავი ფარდა, მაგრამ ყველაზე ახლოს მაინც ლეონარდ შელბია და შენ რათქმაუნდა.

ეს ყველას ვინც იგრძნო რომ აქ არის

ყველაზე სასაცილო პოსტია :დ

Top 101 ფილმი თბილისის კინოთეატრებში

5 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით კინოთეატრებში რუსთაველი და ამირანი 100–ზე მეტი ფილმი გავა. საკულტო ნამუშევრები, კინო კლასიკა, სუპერ ბლოკბასტერები და რამდენიმე ნეხვის ხილვა მაყურებელს 5–7 ლარად შეეძლება.

ამ ივენთს “ტაბულას” საზაფხულო ნომრისთვის  სტატია მივუღძვენი, თან ჩემი top 10 რჩევაც დავურთე, მაგრამ გადავწყვიტე ბლოგზეც დავწერო ერთი–ორი სიტყვით ამ მშვენიერ ამბავზე.

მიუხედავად იმისა. რომ სიას ძალიან ბევრი აკლია სრულყოფილებამდე(თუ არსებობს საერთოდ სრულყოფილი სია), მაინც ძალიან კარგია თბილისის კინოთეატრების ეს წამოწყება. წარმოუდგინეთ თქვენი საყვარელი ფილმები, რომელიც ტელევიზორს და კომპიუტერში ძალიან ბევრჯერ გინახავთ, დიდ ეკრანზე ნახავთ. კინოთეატრს მაინც სხვა მუღამი აქვს, იქ მუდამ სხვა ატმოსფეროა და სხვა ემოციები.

top 101 ფილმი პირობითად ქვია ამ სიას, რადგან ფილმების რაოდენობაში სიქველები არაა ჩათვლილი. “ბეჭდების მბრძანებელი”, “მატრიცა” და სხვა ტრილოგიები თუ დილოგიები ერთ ფილმად წერია, თუმცა ყველა ნაწილის ნახვის საშუალება გექნებათ კინოთეატრში. ეს კი ნიშნავს რომ 101 ფილმი კი არა სადღაც 120–130 სხვადასხვა კინონამუშევარი შეგიძლია ნახოთ.

მე პირადად დაახლოებით 40–50 ფილმზე მივდივარ. ამიტომ აბონიმენტი შევიძინე. 50 ლარად ყველა სეანსზე დასწრების უფლება მაქვს და ყველას გირჩევთ აბონიმენტი იყიდოთ, თუ ჩემსავით აგვისტოში კინოში ცხოვრებას აპირებთ.

ეს ფილმების სრული სია. გამუქებულია ფილმები რომლებსაც აუცილებლად დიდ ეკრანზე ვნახავ. ამ ლინკით სეანსების განრიგის ნახავთ.

The Shawshank Redemption (1994) One Flew Over the Cuckoo’s Nest (1975) The Dark Knight (2008)

Fantastic Mr. Fox (2009)

The Curious Case of Benjamin Button (2008)

Goodfellas (1990)

Fight Club (1999) Rouching Tiger, Hidden Dragon (2000)

Psycho (1960) The Usual Suspects (1995) The Silence of the Lambs (1991) Mulholland Dr. (2001) Rain Man (1988) The Professional (1994) Apocalypto (2006) Forrest Gump (1994) American Beauty (1999) Taxi Driver (1976) Oldboy (2003)

Alien (1979) Amélie (2001) Saving Private Ryan (1998) Carlito’s Way (1993) The Shining (1980)

A Clockwork Orange (1971) Coming to America (1988) U Turn (1997) Titanic (1997) Jurassic Park (1993) Catch Me If You Can (2002) Men in Black (1997) Sin City (2005) No Country for Old Men (2007) Gladiator (2000) The Magnificent Seven (1960) The Beach (2000/I) The Game (1997) Fear and Loathing in Las Vegas (1998) Dogville (2003) The Dreamers (2003) Romeo + Juliet (1996) Pretty Woman (1990) Love Actually (2003) The Notebook (2004) Meet Joe Black (1998) Sahara (1983) The Departed (2006) The Pianist (2002) Mystic River (2003) We’re No Angels (1989) Magnolia (1999)

Eternal Sunshine of the Spotless Mind (2004)

Big Fish (2003)

Requiem for a Dream (2000)

In Bruges (2008) Reservoir Dogs (1992) Casino (1995) Twelve Monkeys (1995) Lock, Stock and Two Smoking Barrels (1998) Lost in Translation (2003) Amores Perros (2000) Raging Bull (1980) Love Story (1970) Inglourious Basterds (2009)

2001: A Space Odyssey (1968)

Life Is Beautiful (1997) Scarface (1983) Some Like It Hot (1959) Amadeus (1984) Braveheart (1995) Trainspotting (1996) Million Dollar Baby (2004) Once Upon a Time in America (1984) Platoon (1986) The Big Lebowski (1998) Snatch (2000) The Sixth Sense (1999) The Thomas Crown Affair (1999) The Fifth Element (1997) Four Rooms (1995) Roman Holiday (1953) Across the Universe (2007) Titus (1999) Nine 1/2 Weeks (1986) 300 (2006) 99 francs (2007) Kill Bill (2003) The Godfather (1972) Back to the Future (1985) Ocean’s Eleven (2001)

Pirates of the Caribbean (2003)

The Matrix (1999)

Indiana Jones (1981) Star Wars (1980)

The Terminator (1984)

The Watchmen

The Lord of the rings

სიაში ძალიან ბევრი ნაგავია ნოუთბუქისა და გაიცანით ჯო ბლექის თამადობით. ასევე გაუგებარი მიზეზების გამო სიაშ მყოფი “მოსახვევი” და “საჰარა”. თუმცა არის ფილმები რომლის გამოც მაგრად მახატია სიაში მყოფი “მკვდარი სულები” . მოკლედ გირჩევთ აგვისტო კინოში გაატაროთ, გრილა თან :დ

უფრო ვრცლად ამ ივენთის შესახებ ჟურნალ “ტაბულას” საზაფხულო ნომერში.