Archive for the ‘იმედი’ Tag

ni2 news დავტოვე

დღეს გადავწყვიტე რომ ნი2–იდან წამოვიდე. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა მივხვდი, რომ ეს საიტი აღარ მაძლევს მე იმას რაც მსურდა.

თავიდან იყო დოდკას შესანიშნავი იდეა გაკეთებული საიტი სადაც ცრუ ნიუსები დაიდებოდა. ძალიან მომეწონა ეს წამოწყება და სიამოვნებით შევუეთდი დოდკას, ყვავასა და საბას. თუმცა დროის სვლასთან ერთად ყველაფერი შეიცვალა და ყველაფერი ბოლო სტატიით დაგვირგვინდა რომელსაც ჩემი აზრით საერთო არაფერი არ აქვს ნი2–ის იდეასთან ან ცრუ მედიასთან. საბუნიას სტატია “მამაო კაენზე” პარის ჰილტონობა იყო და სხვა არაფერი.  ანუ უფრო კარგად რომ ავხსნა ეს იყო პროვოკაციული ნაწერი რომელიც რათქმაუნდა გამოიწვევდა აჟიოტაჟსა და მითქმა–მოთქმას. ხარისხი სტატიისა ნულია, გამოხმაურება ძალიან დიდი.

ხალხის კომენტარი გამაღიზიანებელი იყო, თუმცა მთლიანობაში დავიკიდებდი რომ არა შემთხვევა როდესაც დღეს ჩემი მშობლებისა ყურებამდე მივიდა ლანძღვა–გინება. ეს პროექტი ნამდვილად არ მიღირს შეურაცყოფად.   მიმაჩნია რომ ნი2–იდან ჩემი წასვლით საიტს არაფერი არ დააკლდება დიდი. გეზი იმ მიმართულებით იყო აღებული რომელიც ჩემთვის მიუღებელია და შესაბამისად ვტოვებ გემს. წარმატებები ნი2–ს იმედი მაქვს ყველაფერი სწორ განვითარებას ჰპოვებს. : )

სამაგიეროდ ახალ პროექტებზე ვიწყებ მუშაობას ჩემს მეგობრებთან ერთად, რომელიც აუცილებლად იუმორისტული იქნება თუმცა რა სახით და როგორ ეს ზუსტად არ მომიფიქრებია.

Spirited Away

ერთ კვირაზე მეტია ბლოგზე არაფერი დამიწერია. სწავლა დავიწყე და “ღამის შოუს” სტუდიაში ბოლო კვირა გახურებული მუშაობა მიდიოდა, ამიტომაც არ მეცალა აქ რამის დასაწერად, სახლში ისეთი დაღლილი მოვდიოდი South Park-ის ერთ ეპიზოდს ძლივს ვუყურებდი.

1 ოქტომბერს “ღამის შოუს” პილოტის ჩვენება გაიმართა, რამდენიმე ახალი რუბრიკა შესთავაზა გიორგი ჯანელიძემ დამსწრე საზოგადოებას.   თითქმის ყველა რუბრიკამ დიდი მოწონება დაიმსახურა, განსაკურებით ნი2 ნიუსის გამოძიება მოეწონა ხალხს.

მოკლედ დიდი იმედი მქონდა რომ 2-ში როდესაც საბოლოო პასუხი უნდა მიმეღო მეც და ნი ნიუსსაც, მინიმუმ ერთი განხრით მაინც დავიწყებდი მუსაობას, ან სცენარისტად ან როგორც ნი2 ნიუსის წევრად.

საბოლოოდ გამოვიდა ისე რომ კი მოეწონათ ყველაფერი, მაგრამ “ღამის შოუში” მსგავსი სიახლეების ჩამატებას ამ ეტაპზე მოერიდნენ, საერთოდ არაფრის შეცვლას არ აპირებენ და ყველაფერი ისევ ძველი ოფრმატით გავა, აქედან გამომდინარე არც ნიორი და არც მე არ აგვიყვანეს.

ძალიან დამწყდა გული, ჯერ იმიტომ რომ მეგონა აგვიყვანდნე, მერე შევეჩვიე ეს ერთი თვე იქაურობას და ხალხს, მაგრად მომწონდა იმ გარემოში მუშაობა და მიმაჩნია საკმაოდ კარგად ვართმევდი ბოლო ორი კვირა დაკისრებულ მოვალეობას თავს, ხუმრობების ძალიან დიდ ნაწილ სინიშნავდა ხოლმე თავის მითურ ბლოკნოტში ჯანელა :დ

სიმართლე ითქვას ნაწყენი არ ვარ არავისზე(ნუ თითქმის არავისზე, ყოველ შემთხვევაში ჯანელაზე და იმ ხალხზე ვისთანაც ვმუშაობდი პირადად), მესმის “ღამის შოუს” სტუდიის წარმომადგენლებისაც, ეშინიათ ხალხის რეაქციის, აგერ ჯეოსტარის “პრიკოლებს” რა გამოხმაურება მოჰყვა ხალხში და უფრო გამძაფრებულ ცინიზმს საერთოდ რა მოჰყვებოდა, თუმცა მიმაჩნია რომ რისკის გარეშე არ ღირს არაფრის კეთება და მიმაჩნია ეს რისკი ამ შემთხვევაში გამართლებული და მომგებიანი იქნებოდა სტუდიისთვის.

თუ ოდესმე გამიჩნდება შანსი სიამოვნებით ვიმუშავებ იმ staff-თან რომელიც იქააა, თანამშრომლების აბსოლიტური უმრავლესობასთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა.

მოკლედ უმუშევარი ვარ და კვლავაც სამუშაოს ვეძებ. :დ

სასურველია გაიღიმო

მაგარი მშიერი შესვენებაზე გამოვარდი “იმედიდან”, იქვე “ნიკორას” fast food ჯიხურია, მაგარს აქებდნენ მსახიობები და სცენარისტები და ვიფიქრეთ(მე და ირაკლიმ A.k.A ანტონა პაპა) ვეწვიოთ და დავაგემოვნოთ რამეთქო.

15 წუთი ველოდეთ ორ ჰამბურგერს და გამყიდველი ისეთი სახით მიყურებდა ეს დრო მეგონა თავის სისხლსა და ხორცს მიხვევდა პურში.

მომსახურების დონე ჩვენს ქვეყანაში რომ ძალიან დაბალია ეს არავისთვის არ იქნება სიახლე. საუბარი არ მაქვს იმაზე ვინ რამდენად იცის თავისი საქმე(კონსულტანტები გვყავს ხშირ შემთხვევაში ინტელექტით შეშის დონის), მე მინდა ყურადღება გავამახვილო კლიენტისადმი დამოკიდებულებაზე.

თბილისში მომღიმარი და თბილად მოსაუბრე გამყიდველი, რომ ნახო ან აფთიაქში უნდა შეხვიდე(PSP ან Aversi) ანდა McDonald’s-ში. დანარჩენი რა ადგილსაც არ უნდა ეწვიო ყველაფრის სურვილს დაგიკარგავენ. კაფეებში მენიუ ზლაზვნით მოაქვთ, კითხვებზე პასუხის გაცემა ოფიციანტებს მაგრად ეზარებათ, არადა ფულს სწორედ მაგაში უხდიან და ვგონებ “ვაჟნობა” საჭირო არ არის.

ტანსაცმლის მაღაზიებში საერთოდ ქვის ხანაა. პეკინზე განსაკუთრებით. ვერაფერს ვერ შეეკითხები კონსულტანტ/გამყიდველს. “ზედ აწერია ფასი”, “ვერ ხედავ რომ არ გვაქვს” და ასეთი ფრაზები გიშორებენ თავიდან, არადა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სამუშაოდ იმიტომ აიყვანეს რაღაცა გაყიდოს და არა იმიტომ კლიენტს თავი და მაღაზია შეაზიზღოს.

რატომ უნდა ყველას უზრდელი ითამაშოს, მაშჲნ როცა ეს საჭირო საერთოდ არ არის. რა საჭიროა სერიოზული და “90-იანი წლების ძველი ბიჭი” ვარ ხმით საუბარი მაშჲნ როცა ეს ანტირეკლამას გიკეთებს.  საქართველოში როგორ ემსახურებიან ისე, რომ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში გამყიდველმა გააკეთოს სასამართლოში უჩივლებენ ალბათ და მინიმუმ სამსახურს დააკარგვინებენ. ან უფროსები არ ჰყავთ რომ შეამოწმონ როგორ მუშაობენ მათი ქვეშევრდომები ან ვინმე ნაცნობი, არა ჰომო ერექტუსი ან ნეანდერტალერი რომ თანამედროვე ადამიანი ასე არ უნდა იქცეოდეს, რომ ჯერ კლიენტს უნდა მომესახურო და მესიჯის წერა მერე უნდა დაამთავრო, უნდა შეეცადო საქონელი მისთვის მიმზიდველი გახადო და არა “ხო ხედავ არ გვაქვს” უპასუხო.

ხო ნუ მარტო მაკდონალდსი და აფთიაქებში არ არის ნორმალური მომსახურება, პოსტის ბოლოსკენ რამოდენიმე მაღაზია და კაფეც გამახსენდა, თუმცა მთლიან სურათს ეს ვერაფერს შველის.

დაბეჩავებული ანუ ფრიად დაღლილი

ვძევარ სახლში.  დავიღალე უზომოდ, მეძინება მაგრად, მშიოდა მთელი დღე, თავი მტკიოდა დილიდან, ტვინი დამეღალა ძლიერ.

19 წელი არსად მიმუშავია, ოქტომბრიდან შეიძლება 3 სხვადასხვა საქმე ვაკეთო, ერთი თვეა ყველაფრისგან სასაცილო მასალის მიღებას ვცდილობ, 34 თვეა წვერი არ გამიპარსავს.

ამწუთას ვუსმენ Cardigans -Carnival, გუშინ ვნახე Bienvenue chez les Ch’tis, ხვალ მაგრად გამოვიძინებ.

ასათიანს “პროფილისთვის” ვაგინე(უკვე მერამდენედ), კომედი სენთრალი ვადიდედე(ესეც არ მომხდარა პირველად) South Park-ისთვის , რადიო “არ დაიდარდო” დავწყევლე,   სტივენ სპილბერგი კი დავლოცე არსებობისთვის.

მაგრად მკიდია საქართველოს ფეხბურთის მომავალი, გული შემტკივა ამ სიცხეში შაურმის გამყიდვლებზე, ძალიან მაინტერესებს ოქტომბერში “იმედიდან” რა პასუხები მივიღებ.

ეხლა წავედი სპილბერგზე რამდენიმე კოხტა(:დ) ფილმი ამომიტივტივდა გონებაში და ვუყურებ ბარემ.

Untitled

ძალიან დაღლილი ვარ. ორი დღეა დილიდან საღამომდე სადღაც დავბოდიალობ ან რაღაცას ვაკეთებ. მართალია სულ გონებრივი სამუშაოთი ვარ დაკავებული, მაგრამ დამიჯერეთ ფიზიკურზე არანაკლებ დამღლელია ტვინით მუშაობა.

იმედში კიდევ ერთი თჳე მომიწევს საბოლოო პასუხისათვის ცდა. ოქტომბრის დასაწყისისთვის ან კარისკენ მიმითითებენ ან კონტრაქტზე მომაწერინებენ ხელს. არადა მაგრად მინდოდა უკვე დამეწყო მუშაობა, სწავლა მეწყება და ცხრილს ზუსტად შევუთავსებდი, თუ საჭირო იქნებოდა შედარებით “არაპოპულარულ”  ლექტორებს ავირჩევდი, სმააგიეროდ ლექციებს არ გავაცდენდი. ეხლა კი არ ვიცი რა ვქნა. საგნები დავარეგისტრირე ისე :

1)ბეჭდური მედია

2)მედიის კვლევის მეთოდები

3)იაპონური ენა

4)ინტეგრირებული მარკეტინგ კომუნიკაციები

5)მას.კომუნიკაციის შესავალი

6)ძნელად აღსაზრდელი ბავშვის ფსიქოლოგია

თითქმის კმაყოფილი ვარ საგნებით. ყოველ შემთხვევაში საინტერესო სახელები მაინც აქვთ.

ეს დღეები რაღაც ძალიან უცნაურად მიდის. ჯერ 31-ში ან 1-ში ველოდი იმედიდან ზარს და მაშინ როცა პესიმისტურად განვეწყვე 2-ში დაგვიძახეს ni2-ის ხალხს, მერე საგნებზე დავიტანჯე, ამას რა?სად?როდის? სტუდენტური Top10-ის მოახლოებაც დაემთხვა, კვირას(ზეგ)  პირველი ტურია უკვე და დღეს ვივარჯიშეთ “ინტეგრალმა”.  მინიმუმ რა?სად?როდის?-ის ტურნირის მოგებას ვგეგმავთ, მაქსიმუმ ჰეთ-რიკის გაკეთებას, რა?სად?როდის?თან ერთად ბრეინ რინგისა და ერუდიტ სექსტეტის მოგებას.  ყველაზე მაგარი კი მესიჯი იყო რომელიც რამდენიმე დღის წინ მივიღე ადამიანისაგან ვინც ალბათ ყველაზე უცნაური მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი პიროვნება ვისთანაც კი ოდესმე კონტაქტი მქონია, იმდენად ამოუცნობია მისი ნებისმიერი ნაბიჯი, რომ არანორმალურ სიამოვნებას მგვრის მასთან ურთიერთობა. არადა ხშირად ნაბიჯები ჩემთვის არც ისე სასიამოვნოა :დ

ტრანსპორტში იმდენად დიდ დროს ვატარებ, რომ ჩემს მპ-40ს დავწვავ მალე.

პ.ს  ეს ტრეკი გამახსენდა ეხლა წერისას. 2009 წლის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკალური ქმნილებაა.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

ჩემი სამი დღე

დოდკასა და ყვავასთან წაიკითხავდით(დოდისთან ანხავდით კიდევაც), რომ ტელეკომპანია “იმედი” და “ნი2 ნიუსი” ვცდილობთ ვითანამშრომლოთ და ეს ყველაფერი მეტ-ნაკლები წარმატებით გამოგვდის კიდევაც.

იუმორის გრძნობის ნაკლებობას არასოდეს ვუჩიოდი, მაგრამ საქმე-საქმეზე, რომ მიდგა ხუმრობების დაწერაზე მაგრად გავიჭედე. ძნელი ყოფილა როცა ესე გავალებენ 20 წუთში ამა და ამ თემაზე დაწერე ხუმრობებიო. პირველად რომ წავიკითხე ჩემი “ნამუშევარი” თავი მეზიზღებოდა გაცინება კი არა არც კი გამღიმებია :დ თან ყველაზე ცუდი ის იყო, რომ პირველს მომიწია წაკითხვა სასტავში(ჯანელიძის მერე, ეგ არ ითვლება) ხოდა რაღაც დაძაბული ვიყავი.

მეორე დღე ბევრად უკეთესი იყო. ჩვენი ორივე ვიდეო მოეწონათ, რომელსაც უახლოეს მომავალში იხილავთ ნიორის საიტზე და ხუმრობები ყველას უკეთესი გვქონდა.

დღევანდელ დღესაც არაუშავდა. მე პირადად “შუა ქალაქზე” მუსაობა უფრო გამიოლდა ვიდრე “ღამის შოუსთვის” ხუმრობების წერა.

კვირის ბოლოს საბოლოოდ გაირკვევა რა და როგორ იქნება, იმედია ნიორელებს დაგვიტოვებენ ყველას.

*****

დღეს კალათბურთს ვუყურე(ჩემი ფავორიტი სპორტის სახეობაა) საქართველო – ირლანდიას და ვისიამოვნე ნამდვილად. პროგრესირებს აშკარად გუნდი. ადრე თუ 2-3 მოთამაშეზე იყო ყველაფერი დამოკიდებული ეხლა 5-6 კაცია ვისაც შეუძლია გადამწყვეტ მომენტში თავის თავზე სროლის აღება. სანიკიძე და ცინცაძე მომეწონა მაგრად, დაცვაში კარგად მოძრაობენ ბიჭები და შეტევაშიც ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს იღებენ.

პერიმეტრიდან კარგად ვუტევთ, სამწამიანში ცოტა ნორმალურ ცენტრთან ან მძიმე ფორვარდთან მაგრად გაუჭირდებათ ამ თამაშით ჩვენი ნაკრების “მაღლებს” ფონს გასვლა. ფაჩულია იყო ყველაზე ცუდი ამ თამაშში, ცუდად ისროდა როგორც საშუალო დისტანციიდან ასევე საჯარიმოებს.

დაცვაში უნდა მოვუმატოთ, მეტოქეს ძალიან ბევრი მოხსნის გაკეთების საშუალებას ვაძლევთ საკუთარ ფარზე და ეგეთი რაღაც დაგვღუპავს.

თამაშით კმაყოფილი ვარ, მთავარია მომავალ მეტოქეებსაც იგივე ვუქნათ.

**********

დღეს გავიგე, რომ ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ბენდის Interpol-ის ვოკალისტს,პოლ ბენქსი, სოლო ალბომი გამოუშვია. რათქმაუნდა ეგრევე ვეცი ტორენტებს და სასწრაფო წესით გადმოვიწერე ნამუშევარი. აქაც ავტვირთავდი, მაგრამ ვორდპრესი ისევ დამბანს :დ თუ ვინმეს გსურთ მომწერეთ მეილზე და გამოგიგზავნით ატვირთული ალბომის ლინკს.

პირველივე ტრეკის მოსმენისას მივხვდი თუ როგორ მომნატრებია Interpol-ი. ლოოლ რაღაც რომანტიკულად ჟღერს, მაგრამ ნაღდი Post-punk revival-ს მე სწორედ ამ ჯგუფში ვგრძნობ და მისი სამივე ალბომი ჩემი ჩარტების ლიდერი იყო სხვადასხვა დროს.

პოლ ბენქსის ალბომს Julian Plenti … Is Skyscraper ჰქვია. ჯულიან პლენტი ფსევდონიმად აიღო ბენქსმა და სწორედ ამ სახელითა და გვარით ჩაწერა ეს ალბომი. მთლიანობაში კარგი ალბომია, ნუ Interpol-ის ნამუშევრებთან ახლოსაც ვერ მივა, მაგრამ ზოგიერთმა ტრეკი არანორმალურად მომეწონა. ეს სამი კი ჩემი ფავორიტია: Games for days, Unwind, Girl on the sporting News. ეს უკანასკნელი კი სექსის დროს იქნება საოცრება. არსებობს ტრეკები რომლებიც სწორედ სექსუალური აქტის დასამშვენებლად იქმნება და Girl on the sporting News 10/10-ს იმსახურებს ასეთ ტრეკებში.

ესეც პირველი ვიდეოკლიპი

Julian Plenti – Games For Days

მთლიანად ალბომის შეფასება: 7.5/10

**********

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)