Archive for the ‘მულტფილმი’ Tag

ოთხი მოკლემეტრიაჟიანი მულტფილმი:Reach a star

მინდა წარმოგიდგინოთ ოთხი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. თითოეული გამორჩეული და ჩემის აზრით შთამბეჭდავია თავის ჟანრში.

1)KJFG

ნამდვილად არ ვიცი რას ნიშნავს ეს სათაური რომლითაც მთელი სერიაა დასათაურებული დათვის, მგლისა და კურდღლის ისტორიებისა.  ბრემენელი მუსიკოსებისა და ქართველი სოფლის “მშენებლების” საუცხოო სიმბიოზს ჰგავს ეს რუსული ანიმაცია. სულ რაღაც ორი წუთი გრძელდება ფილმი, თუმცა ეს დრო სრულიად საკმარისია გულიანად სიცილისა და პერსონაჟების შესაყვარებლად. მათი მოძრაობის მანერა და გამოხედვები ყველაზე ცუდ შემთხვევაში გაგაღიმებთ.

2)Kiwi

არსებობს ასეთი ფრინველის სახეობა – კივი. ამ ჯიშის ფრთოსნებს ფრენა არ შეუძლიათ. მულტფილმის მთავარი პერსონაჟის ოცნებაა თუნდაც ერთხელ გაფრინდეს და ის ამას ყველაზე ორიგინალური მეთოდით აკეთებს. ძალიან მაგარი სცენარია და მთლიანად ფარავს იმ ფაქტს, რომ ანიმაცია ძალიან ცუდია.

მომხიბვლელი ისტორიაა სევდიანი ფინალით.

3)Partly Cloudy

სტუდია Pixar–ზე არერთხელ დამიწერია და მიტქვამს, რომ ვაღმერთებ ამ კომპანიას თავისი ქმნილებების გამო. სრულმეტრაჟიან მულტფილმებს რომ თავი დავანებო, მოკლემეტრაჟიანი ანიმაციები არანაკლებ მაღალხარისხოვანი და დახვეწილი გაკეთებულია.

ეს მულტფილმი ძალიან ემოციური გამოდგა ჩემთვის. პატარა ბავშვივით ვხტუნავდი სავარძელში ფილმის ყურებისას, ფინალზე ტაში შემოვცხე სიხარულისაგან და კიდევ ერთხელ დავლოცე პიქსარის თანამშრომელთა ტვინები.

4) REACH

Wow. mind blowing creation.  ძალიან ლამაზი და ჭკვიანურად გაკეთებული მულტფილმი. თითოეული დეტალი აღტაცებას იწვევს მულტფილმში, დაწყებული გარემოდან დამტავრებული მთავარი პერსონაჟით. ისტორია ოცნებაზე რომელიც ასე ახლოსაა ხოლმე და ასე ძნელია მისწვდე. ალბათ უკეთესია ვარსკვლავის მოწყვეტისას დაიწვა ვიდრე მიწიდან მის ცქერაში სიბერემ შეგჭამოს და შენი ცხოვრების ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი მეორე კურსზე დალეული ორი ლიტრი ლუდი იყოს ან სამსახურში თანამშრომელთან წაგებული “ვირი ვარ და ვყვირივარ”. ბრავო შემქმნელს.

Death Note

ანიმე ისეთი რაღაცაა ან გეზიზღება ანდა გიყვარს. უმეტესად სწორედ რადიკალები მხვდებიან. ორივე “ბანაკის” ძალიან კარგად მესმის.

ანიმე სერიალები, რომელთა რიცხვი ძალიან დიდია ძალიან ჰგავს სიუჟეტით ერთმანეთს ხოლმე და გულისამრევია ასეთი ერთფეროვნება. ოდესღაც ვუყურებდი ანიმე სერიალებს, ეს ბოლო 2 წელია დრო არ მაქვს და არც რაიმე კარგი შემიმჩნევია, რომ მეყურებინა.

მე მინდა ჩემი ფავორიტი ანიმეს Death Note-ს შესახებ დავწერო. ეს ანიმე სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე მინინოვაზე. 4 სერია იყო სულ გამოსული და ვიფიქრე რაღაც ახალია, თუ კარგია ბარემ გავყვებითქო. პირველივე სერია უმაგრესი იყო. Death Note სიკვდილის დღიურია რომელშიც ადამიანის სახელსა და გავრს თუ ჩაწერ და ამავდროულად ამ ადამიანს სახეზე იცნობ, ეს პიროვნება მოკვდება.  სიკვდილის ღმერთები შინიგამები ზეციდან წყვიტავენ ვინ როდის მოკვდება, თუმცა არის ერთი სიკვდილის ღმერთი რიუკი(ჩემი საყავრელი პერსონაჟი) რომელსაც მობეზრდება ერთფეროვნება და დედამიწაზე გადმოაგდებს დღიურს, თან თვითონაც ჩამოვა რათა სეირი ნახოს. ამ დღიურს სკოლის მოსწავლე ლაიტო იაგამი პოულობს. აი აქ იწყება საოცარი და განუმერებელი ისტორია, რომელმაც 37 სერიას გასტანა.

ლაიტოს(კირა) და  L-ის დაპირისპირება, ორი გენიოსის თანასწორი ჭიდილი. ყველაფერი ძალიან მაგრადაა მოფიქრებული სერიალში, თითოეული ნაბიჯი და მოქმედება ზუსტადაა გათვლილი, ჰოლივუდური კიმინალური დრამის საუკეთესო ტრადიციებშია ყველაფერი გაკეთებული.

მაგრამ რიუკი… რა ვიცი ასეთი ანიმეებში საერთოდ არ მინახავს. სიკვდლის ღმერთს არაფერი არ ანაღვლებს საერთოდ, გარდა საკუთარი გართობისა. ეს იუმორისტული tv show არ არის, არც ერიკ კარტმენია რიუკი და არც ბენდერი. სიკვდილის ღმერთი, მართლა სიკვდილივით საშჲნელია, მხოლოდ ეს არსად არ ჩანს გარდა ბოლო სერიიისა, იქაც.. მოკლედ ვაშლისმოყვარული რიუკი თქვენი თვალით უნდა იხილოთ.

მხატვრული ფილმი გადაიღეს იაპონელებმა, თანაც ორი ამ ანიმეზე, პირველი ვნახე და ისეტი ფარჩაკი იყო მეორე აღარც გადმომიწერია.

ეხლა ეს ანიმე  გამახსენა იუტუბიზე ერთმა ვიდეო, უფრო სწორედ Death Note-ს ოფენინგმა.

პირველი

მეორე

უკანასკნელი ორი კვირა, ფილმები და მე

ბოლო 2 კვირაა მინდა ვნახო ფილმი რომელიც მომეწონება. ჯერ ისეთი ფილმები ვცადე საერთოდ რომ არ მქონდა ნანახი, მერე მივადექი ნამუშევრებს რომლებიც არ მახსოვდა კარგად. 10-მდე ფილმი ვნახე რომელთაგან 2-3 ნახვა თუ მომინდება კიდევ

Land of the Lost
ძალიან უკმაყოფილო დავრჩი ფილმით. უილ ფერელი ჩემი საყვარელი კომიკოსია, მისი მონაწილეობით თითქმის ყველა ფილმი მომწონს და ეს რა უბედურება ეტაკა. ასეთი იდიოტობა არ მინახავს კარგი ხანია. სცენარი 10 წლის ბავშვის დაწერილს გავდა. 100 მილიონი დოლარი ამ უაზრობის გადაღებაში რომელმა რეჟისორმაც დახარჯა ფეხებით უნდა დაკიდო და …
მოკლედ არ ნახოთ ფილმი
1.5/10

Flashdance

არ მქონდა ეს ფილმი ნანახი. ვიცოდი რომ რამდენიმე საკულტო მომენტი(ცეკვის) და სიმღერა სწორედ ამ ფილმიდან მოდიოდა და ვიფიქრე ვნახავ მეთქი. ჯერ დამეძინა, მეორე დილით უკვე ძალით ვცდილობდი ძილისთვის მიმეცა თავი. 80 წლების თინეიჯერული სირაკუზობაა
2/10

Footloose
ეს 80-იანი წლების კიდევ ერთი ფილმია ცეკვასა და ტაშ-ფანდურზე. Flashdance-ს ჯობდა, მაგრამ ესეც იდიოტობა იყო და მეორეჯერ სურვილის ყურება არ გამიჩნდება ნამდვილად.
3.5/10

Ice Age 3: Dawn of the Dinosaurs
ცუდი მულტფილმი არაა. თუმცა Pixar-ისა და Dreamworks-ის ანიმაციებს ნამდვილად ვერ შეედრება. პერსონაჟებმა თავიანთი თავი ამოწურეს. არც მანი, არც დიეგო, სკრატი და სიდიც კი აღარ არიან სასაცილოები. სიუჟეტით აღარ აქვს ისეთი მიმზიდველი როგორც ეს პირველ ნაწილში იყო. მოკლედ დროა Fox-მა თავი დანებოს დიდი გამყინვარების ფრენჩაიზს და რაიმე ახალი მულტფილმით დაკავდეს
5/10

Harry Potter and the Half-Blood Prince
ფილმის დასრულების შემდეგ პირველი შეკითხვა რომელიც თავში მომივიდა იყო :”რამდენი არის ფილმის ბიუჯეტი?”. ფილმში საერთოდ არაფერი არ ხდება. ექშენი და მოქმედება არის ნული. ერთი საცოდავი ქვიდიჩის სცენაა და დამბლდორი ცეცხლს ატრიალებს კიდევ, ეგეთი რაღაცეები “ჰოლმარკის” ფილმებშიც კი არის ხოლმე. არადა ფილმი 250 მილიონი დაჯდა. რაში დახარჯეს ეს ფული არ მესმის. ისეთი შეგრძნება დამრჩა, რომ დევიდ იეტისი მთელ თავის ნიჭსა და ენერგიას ბოლო წიგნის ეკრანიზაციისათვის იზოგავს და მეექვსე ნაწილი უბრალოდ მოთელვა იყო, მაგისი რა მიდის. პოტერს უამრავი ფანი ჰყავს და კინოგაქირავებაში პრობლემები არასოდეს არ შეექმნება სულ ჟანრი ლოლაშჳილმა რომ ითამაშოს სევერუს სნეიპი, ან გიორგი ყიფშიძემ ჰარი პოტერი. მოკლედ ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ფილმია პოტერიანას სერიებში.
5.5/10

The Brothers Grimm

საერთოდ არ მახსოვდა ეს ფილმი. თავის დროზე გულდაწყვეტილმა ვუყურე. წესით ფილმში ვილჰელმის როლი ჯონი დეპს უნდა ეთამაშა, ბოლო წამს პროდიუსერებმა დეპს მეტ დეიმონი ამჯობინეს(მომგებიანი იქნებაო ფილმისთვის) და ფილმი მთლიანად გააფუჭეს. დარწმუნებული ვარ დეპი-ლეჯერის დუეტი გაცილებით კარგ ეკრანულ წყვილს შექმნიდა ვიდრე ეს დეიმონმა და “ჯოკერმა” გააკეთეს. ფილმს თითქმის ყველაფერი აქვს. ჯადოსნური ატმოსფერო, ულამაზესი კადრები, სიუჟეტი რომელიც არ გაღიზიანებს, მაგრამ აკლია რაღაც. ტერი გილიამმა რაღაც დააკლო ფილმის, რაღაც რაც მუდამ ახასიათებს მის ფილმებს მისტიურობა და სიბნელე. გულდასაწყვეტი პროექტია. გაცილებით კარგი ფილმის გაკეთება შეიძლება ძმებ გრიმებსა და მათ ზღაპრებზე
6/10

Memories (Memorizu)
მიყვარს ფილმები რომლებიც სეგმენტებისაგან შედგება, ყველა სეგმენტს სხვადასხვა რეჟისორი ჰყავს და სხვადასხვა კუთხითაა ნაჩვენები ესა თუ ის საკითხი/თემა.
ანიმეს სამყაროში სამ რეჟისორს “ვაღიარებ” : კაცუჰირო ოტომას Akira-ს გამო, მამორუ ოშის Ghost in the Shell-ის ტრილოგიისა და Wolf Brigade-ს შექმნისათვის, ჰაიაო მიაძაკის კი მთელი თავისი შემოქმედებისათვის.
ეს ანიმე სამი სეგმენტისაგან შედგება, რომლებიც მომავალზე სხვადასხვანაირ ისტორიებს გვიყვება. ჩემი ფავორიტი რეჟისორებიდან მხოლოდ ოტომა ერია Memories-ს რეჟისორებში. სუსტი ნამუშევარია თავად ანიმე, განსაკუთრებით კაცუჰირო ოტომას სეგმენტი. გაცვეთილი და გადაღეჭილი ეპიზოდებითაა სავსე ნამუშევარი. მხოლოდ მეორე სეგმენტი მომეწონა. ეპიზოდი ვირუსზე რომელიც იაპონიას განადგურებას უქადდის.
5/10

Along Came Polly

ჰენკ აზარია და ფილიპ სეიმურ ჰოფმანის პერსონაჟები, ბენ სტილერის ცეკვა, ალეკ ბოლდუინის უაზრო მიმიკები და ძალიან სასაცილო სიუჟეტი. ეს ყევლაფერი ერთად იმდენად კარგია, რომ მზად ვარ კიდევ ერთხელ ვნახო ფილმი მიუხედავად იმისა, რომ ჯენიფერ ანისტონი ერთ-ერთ მთავარ როლშია.
7.5/10

Hangover
ავოიეეეე. წლის ყველაზე სასაცილო ფილმი(ბრუნო ჯერ არ მინახავს). ყველაფერი ძალიან კარგადაა გაკეთებული. შესანიშნავი ფლოთი და პერსონაჟები. ფილმი არცერთ მომენტში არ გბეზრდება, არც ზედმეტი დიალოგები და სენტიმენტალური მომენტებია. ყველაფერი ზუსტად ისეა როგორც ნამდვილ კარგ კომედიაშია საჭიროა. ფილი,ალანი,სტიუ და დაგი ჩემი Fantastic Four არის. ძალიან ძალიან ბევრი ვიცინი. მაიკლ ტაისონი, ვეფხვი, ქორწინება, ჩამოღებული კბილი, კორეელი მაფიოზის გატაცება, ლიფტში მინეტი და დიდი კუში რომელიც ლას-ვეგასში მოხსნეს ბიჭებმა. ყველაზე მაგარი კი ისაა, რომ ამ ამბებიდან მეორე დღეს არაფერი არ ახსოვთ.
8.5/10

Okuribito(Departures)

2008 წლის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისათვის ამ ნამუშევარმა ოსკარი მიიღო. აქამდე ნანახი არ მქონდა ეს ფილმი, Six feet under-ის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ვნახე და გაოცებული დავრჩი. ქების ღირსია რეჟისორია. ასეთი დახვეწილი ფილმი კარგი ხანია არ მინახავს. იაპონური დაკრძალვის ტრადიციის თითოეული დეტალი ისე ლამაზად და საინტერესოდაა გადმოცემული როგორც კავაბატა “ათასფრთიან წეროში” აღწერს ჩაის ცერემონიას ამომავალი მზის მხარეში. ფილმი მკვდრების გამპატიოსნებელზე, იმ პროფესიის ადამიანზე რომელიც მეტ-ნაკლებად სასირცხვილოდ ითვლება იაპონიაში. დაიგო კობაიაში მუსიკოსია, რომელიც ბედმა მკვდრებს დაუკავშირა. მას ამქვეყნად არავინ ჰყავს მეუღლის გარდა, რომელსაც ნელ-ნელა ჰკარგავს პროფესიის გამო. მისი სული კი სულ სხვა რამის გამოა აფორიაქებული. ბავშვობაში კობაიაში მამამ მიატოვა, მას შემდეგ ის არასოდეს უნახავს, მაგრამ… Powerfull movie.
8.5/10

პ.ს გუშინ Tanin no kao გადმოვწერე რაღაც უბედური ტორენტიდან, ინგლისური სუბები მოყვებაო ეწერა. ჩავრთე და იაპონური ფილმი ესპანურად იყო ნათარგმნი და ფრანგული სუბები ჰქონდა : (

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

South Park

ბევრი ამერიკული კომედიური შოუ მინახავს. მხატვრული, ანიმაციური, იდიოტური, პახაბნი, შავი იუმორით, ცინიზმით გაჯერებული თუ ძუძუებზე ხუმრობებით გაპოპულარულებული. უმეტესობას 2-3 სერიაში დავანებე თავი, თუმცა იყო(არის) გამონაკლისები Futurama-სა და Simpsons-ის სახით. მაგრამ არსებობს ერთი, 1997 წელს შექმნილი ანიმაციური სერიალი რომელიც ყველასაგან გამოირჩევა.

South Park ჩემთვის №1 კომედიური შოუა! 13! სეზონია შოუ არსებობს და დღესაც ისეთივე სასაცილოა, როგორიც 98-99 წლებში იყო. მულტფილმში არის ყველაფერი ის რაც მიყვარს. საინტერესო და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პერსონაჟები, ორიგინალური სიუჟეტები და დიდი დოზით იუმორი. ხუმრობები ყველასა და ყველაფერზე, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. არ არსებობს არანაირი შეზღუდვა არც ენობრივი ბარიერი, შოუში ნებისმიერ თემატიკაზე ხუმრობასა და ყველაზე წარმოუდგენელ უწმაწურ სიტყვებს გაიგონებთ. პახაბნი და ამაზრზენია რიგ შემთხვევებში პერსონაჟების საქციელი, თუმცა ეს იმდენად სასაცილოა, რომ სურვილი გიჩნდება კიდევ უფრო მეტი და მეტი იყოს მსგავსი სცენები. ხუმრობები ინვალიდებზე, მორწმუნეებზე, ათეისტებზე, სექსუალურ უმცირესობებსა და ფერადკანიანებზე, ებრაელებზე, იაპონელებსა და ჩინელებზე, პოპულარულ ადამიანებსა თუ ცხოველებზე. მოკლედ ყველანაირ გემოვნებას აკმაყოფილებს. ყველა ის პრობლემა თუ საკითხი, რომელიც “აწუხებს” ამერიკელ ხალხს “წამოჭრილი”, “განხილული” და “დამუშავებულია” ამ შოუში.

მულტფილმს 4 მთავარი პერსონაჟი ჰყავს. ოთხი მეგობარი, რომლებიც ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა თავად ერთმანეთი დიდად არ უყვართ(კაილსა და სტივს არ ვგულისხმობ)

კენი მაკორმიკი – ყველაზე “იდუმალი” პერსონაჟი. მუდამ თავის ტანისამოსში გახვეული. ყველაზე ღარიბი სამეგობროში და ყველაზე დაჩაგრული ღვთის მიერ. პირველი 5 სეზონის განმავლობაში თითქმის ყველა სერიაში კვდება ეს პერსონაჟი, ყოველთვის სხვადასხვანაირად, თუმცა მის სიკვდილს მუდამ ახლავს კაილისა და სტენის შეძახილები. “Oh my God, they killed Kenny!  You bastards!”.   კენის ლაპარაკის გაგება ჭირს ხოლმე, პირზე აფარებული ტანისამოსის გამო გინებასა და შეძახილებს ვარჩევ მხოლოდ :დ. ყველაზე უპრეტენზიო პერსონაჟია მაკორმიკების გვარის წარმომადგენელი, ქალები ყველაზე მეტად უყვარს და მხოლოდ ის უნდა ცოცხალი გადარჩეს ხოლმე. იმის ფონზე რომ დედ-მამა ლოთი ჰყავს და “რუმინელებზე უფრო ღარიბია”  სრულიად ნორმალური ბავშჳია

სტენ მარში –  ყველაზე ხშირად სწორედ იგი ითავსებს ხოლმე ლიდერის ფუნქციებს. ერტადერთია რომელსაც აქვს სრუვილი გოგოსთან ჰქონდეს ურთიერთობა, ყველაზე მეტი კითხვა სწორედ მას უჩნდება და ყველაზე “დიდიც” სწორედ ისაა. ყველაზე არაორდინალური ნათესავებიც სწორედ სტენლის ჰყავს, ბაბუა მარვინს სუიციდისაკენ აქვს მიდრეკილება, ბიძია ჯიმბო კი უბრალოდ იდიოტია.

კაილ ბროფლოვსკი –  კაილი სტენის საუკეთესო მეგობარია. მისი დედა ძალიან მაგონებს მართმადიდებელ მშობელთა კავშირის აქტივისტს, მამა კი ტიპური ქართული ანეგდოტის ებრაელია, კაცი რომლისთვისაც ფული ყველაზე მნიშჳნელოვანია. კაილს ძმა ჰყავს, ბედის ირონიით კანადელი(კანადა ამ სერიალში ცალკე თემაა). კანადელი იმიტომ რომ ნაშვილებია.

ერიკ კარტმენი –  იოოო. ჩემი საყვარელი პერსონაჟი. ყველაზე ცუდი და საზიზღარი ბავშჳი. გათამამებული, გაბოროტებული, გასიებული და უბრალოდ პროჭი რომელსაც თავისი თავის მეტი არაფერი აინტერესებს. 8 წლის ასაკში სადამ ჰუსეინზე უფრო ვერაგი და ოსამა ბენ ლადენზე უფრო საზიზღარია. მაგრამ God damn it ძალიან სასაცილოა. კაილსა და ერიკს ერთმანეთში მუდამ ჩხუბი აქვთ. ერიკს ყველა სიკეთესთან ერთად ებრაელები არ უყვარს და მუდამ იმის მცდელობაშია კაილი დაამციროს. უი ჰო ჰიპები არ უყვარს კიდევ :დ  მამა არ ჰყავს ჰერმაფროდიტმა დედამ შეძლო და თავისი თავი თვითონ გაინაყოფიერა. ამ 4 პერსონაჟის გარდა სერიალში უამრავი სხვა გმირია.  მისტერ გერისონი თავისი სექსუალური და მენტალური პრობლემებით, მისტერ მაკი თავისი Ok-ითი, შეფი საოცარი რჩევებითა და უამრავი ცნობილი ადამიანი, რომლებიც ეპიზოდურ როლებში ჩნდებიან, თან ყველაზე წარმოუდგენელ რაღაცეებს აკეთებენ.

3 სეზონი თავიდან ბოლომდე ვნახე უკვე, წინ 10 სეზონი მელის და მიხარია, რომ რამდენიმე წლის წინ ნანახი ეპიზოდები არ მახსოვს კარგად და ამ ეპიზოდებზე ისევ ისე ვიცინი როგორც ადრე მეცინებოდა.

ყველაზე კარგი ისაა, რომ ოფიციალურ საიტზე პირდაპირ შეიძლება ყველა ეპიზოდის ნახვა და არ მიწევს არაფრის გადმოწერა, ტორენტების წვალება და ა.შ

აქ რამდენიმე ეპიზოდის ლინკს დავაგდებ რომლებიც პირველ სამ სეზონში ძალიან მომეწონა.

Cartman’s mom is a dirty slut

Merry Christmas Charlie Manson

Are you there God?It’s me, Jesus

The brown noise

Cartman’s silly hate crime

და ბოლოს… ეს ნახატი მომწონს ძალიან. არ ვიცი ვინ დახატა და რატომ, მაგრამ ფაქტია ძალიან კარგად გამოუვიდა.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

ანუ როდის ჯობია კინოში ზასაობას ფილმის ცქერაIII-July

როგორც კინომანს ივლისი მიყვარს ძალიან. სანამ შემოდგომაზე “დავიტვირთები” დრამებითა და “მე ოსკარი მინდა” ფილმებით, მანამდე ზაფხულში დადებითან ვიმუხტები ხოლმე. ივლისი კი ყველაზე მეტად მახარებს ხოლმე სუპერ ბლოკბასტერებით.

Public Enemies(JULY 3rd) – მაიკ მანს ყველაზე კარგად კრიმინალური დრამების გადაღება ეხერხება და გამიხარდა რომ სწორედ ამ ჟანრში აპირებდა ფილმის გადაღებას. სიხარულის გრძნობამ კიდევ უფრო მოიმატა როდესაც გავიგე, რომ ფილმში მთავარ როლებს ჯონი დეპი და კრისტიან ბეილი შეასრულებდნენ. ეს იქნება ფილმი 30-იანი წლების ყველაზე ცნობილ ამერიკელ მძარცველზე ჯონ დილინჯერზე, რომელის საოცარ ისტორიას იმედია არანაკლებ საოცრად გადმოგვცემენ ამ პროექტის საშუალებით.

Ice Age: Dawn of the Dinosaurs(JULY 3rd) – იოოო. დიდი გამყინვარების “სასტავი” ბრუნდება. მანი, დიეგო, ელი და რათქმაუნდა სკრატი ყველაზე მაგარი მღრღნელი მსოფლიოში. საძმო იურულ პერიოდში ხვდება, სადაც დინოზავრებთან მოუწევთ “ჭიდილი”. მთავარია მულტფილმი სასაცილო იყოს და ვისაც უნდა იმას ებრძოლონ. რათქმაუნდა ჩვენს კინოთეატრებში ეს ანიმაციური ფილმი გამოვა ამაზრზენად ნათარგმნი, რათა ნებისმიერ კინომანს დაეკარგოს მისი კინოში ნახვის სურვილი.

Brüno(JULY 10th) – ალბათ ყველამ იცით ბორატი. თუ არ იცით მაშინ დაასრულეთ თქვენი სიცოცხლე თვითმკვლელობით. საშა ბარონ კოენმა იცის როგორ უნდა დასცინოს ხალხს, ჩვეულებებსა თუ ტრადიციებს და თავისი პერსონაჟით ბრუნო ის ამჯერად შეეცდება მოდის სამყაროს “მანკიერი” მხარეები დაგვანახოს. ბრუნო გეია რომელიც უახლესი მოდის ტენდეციების ძიებაში არაერთ სასაცილო ისტორიაშჳ ხვდება. ფილმი “ბორატის” სტილშია გადაღებული, ანუ ნახევრად დოკუმენტური კადრებითა და სცენებით. ეს კი ფილმს უფრო სასაცილოდ აქცევს.

Harry Potter and the Half-Blood Prince(JULY 17th) – მამაძაღლი პოტერი ბრუნდება. ტრეილერი შთამბეჭდავი აქვს. იეტისმა მემგონი მიაგნო ფორმულას რომლის მიხედვითაც წარმატებით შეიძლება პოტერის ეკრანიზება. ამ ფილმს არ ჭირდება ბევრი რეკლამირება და ა.შ fantasy-ს  მოყვარულებმა კინოში უნდა უყუროთ ასეთ სანახაობას.

(500) Days of Summer(JULY 17th) – ფილმი რომელიც “განწირულია” გოგოების გულის დასაპყრობად. ერთი შეხედვით ბანალური სიუჟეტი, რომელიც ასე ძლიერ იზიდავს სუსტი სქესის თინეიჯირებს. მიზეზი რატომაც ამ ფილმს ვნახავ არის ის, რომ მთავარი პერსონაჟი ძალიან ჰგავს ჰიტ ლეჯერს.

The Ugly Truth(JULY 24th) – წლის წინ ჯერალდ ბატლერს მამამისიც ვერ ცნობდა სახლში, დღეს კი ერთ-ერთი ყველაზე პოპულალური მსახიობია. ფილმში ქალების მუსუსის როლს ასრულებს რომელიც თავის თანამშრომელს მამაკაცის შებმაში ეხმარება. მერე როგორც მოსალოდნელია ერთმანეთი შეუყვარდებათ ალბათ. ტრეილერი სახალისო აღმოჩდა და მემგონი ღირს ყურება.

Funny People(JULY 31st) – არც ტრეილერის ნახვა არ მჭირდება, არც სიუჟეტის გაგება და არც იმის თუ ვინ თამაშობს ფილმში. მას შემდეგ რაც გავიგე რომ ფილმის რეჟისორი ჯუდ აპატოუა, ეს ფილმი ავტომატურად most anticipation ფილმთან რიცხვში ჩავწერე. ჯუდ აპატოუს დამსახურებაა რომ არსებობს ისეთი კომედიები როგორებიცაა: Step Brothers, Forgetting Sarah Marshall, Walk Hard: The Dewey Cox Story, Knocked Up, The 40 Year Old Virgin და ა.შ რა ვიცი რომელიმე თუ არ გაქვთ აქედან ნანახი აუცილებლად ნახეთ, რაღაც არანორმალურად სასაცილო ფილმებია. “ტონკი” ხუმრობებითა და წარმოუდგენელი სიტუაციებით.

გაგრძელება იქნება… აგვისტო და ტარანტინო გველოდება წინ.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)