Archive for the ‘Sport’ Category

ალენ აივერსონი : პასუხის პასუხი

დღეს, 2009 წლის 8 დეკემბერს, დილის 4 საათზე ჩემზე ბედნიერი მხოლოდ 20,664 ადამიანი იყო მთელ მსოფლიოში. სწორედ 20,664 მაყურებელი დაესწრო ვაჩოვია ცენტრში “ფილადელფია 76–ისა” და “დენვერ ნაგეთსის” თამაშს, მატჩში რომელშიაც ალენ აივერსონი სახლში დაბრუნდა.

2001 წელს როდესაც კალათბურთის ყურება დავიწყე, უმთავრესი მიზეზი რატომაც ეს სპორტი შემიყვარდა(თავდაპირველად) ალენ აივერსონი და “ფილადელფია”  იყო.  არასოდეს ვოყფილვარ მოგებებით განებივრებული, არც ალენი იყო სამაგალითო პიროვნება ან უნაკლო მოთამაშე, თუმცა დროის სვლასთან ერთად კალათბურთი ჩემი საყვარელი სპორტი გახდა A.I და პენსილვანიური გუნდი კი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.

2006–2007 წლებში აივერსონი წავიდა ფილადან “დენვერში”, შემდეგ “დეტროიტსა” და “მემფისში” ითამაშა და დღეს კვლავ სახლში დაბრუნდა, გუნდსა და ქალაქში სადაც მას აღმერთებენ. სადაც ის მერზე უფრო პოპულარულია, როკიზე უფრო მეტად უყვართ, მის სანახავად სპორტის სასახელე თავიდან ბოლომდე შეავსეს(წელს პირველად).

აივერსონი ცრემლებით დაბრუნდა. თვითონაც იცის რომ ცხოვრებაში უამრავი სისულელე გააკეთა, არასწორი ნაბიჯების მთელი ნაკრები გადადგა. იყო ჯიუტი, უზრდელი, ეგოისტი. თუმცა არავის არ ჭირდება დაბეცავებული მოთამაშე შავი წარსულით, აივერსონი დაბრუნდა იმიტომ, რომ პირველ რიგში უნდა დაამტკიცოს სანაგვეზე მისი მოსროლა ნაადრევია, ისევ ისეთი მებრძოლია, მოქნილი, სწრაფი და ნებისმიერი მეტოქისთვის მოუხელთებელი როგორიც ის NBA–ს ახსოვს და როგორადაც იქცა ის მეგავარსკვლავად.

1996 წელს როდესაც დრაფტზე პირველ ნომრად აირჩიეს ალენი, მას ზედმეტსახელი “პასუხი” უწოდეს. 2009 წელს ის კიდევ ერთხელ უნდა გახდეს “პასუხი” იმ უამრავ შეკითხვაზე რომელიც მის გარშემო არსებობს.

ერთი კი უეჭველია ხალხს უყვარს აივერსონი. “ფილადელფიელი არწივებს”(NFL)  არ ჰყავთ პიროვნება რომელიც იმხელა პატივისცემას იმსახურებს ხალხში რამხელასაც ალენი, კი დონოვან მაქნეიბი კარგი ბიჭია, მაგრამ.. არც “ფილადელფიელ ფრთებს”(NHL) ჰყავთ ხალხის კუმირი–რიჩარდსი, კარტერი,ბრიარი,განიე –  ვარსკვლავები არიან, მაგრამ… აივერსონი კი 1996 წლიდან ფილადელფიას განუყოფელი ნაწილია. ხალხისთვის ის მუდამ იმედისა და პასუხის სიმბოლო იყო. სპორტსმენი რომელიც ყველაფერს აკეთებდა გამარჯვებისთვის. ამ გუნდთან ერთად გავიდა სუპერფინალში, სწორედ აქ მოიპოვა MVP–ის ტიტული, სწორედ აქ დაიწყო და უნდა დაასრულოს კიდევაც კარიერა.

პ.ს ამ ვიდეოში კარგად ჩანს თუ რას ნიშნავს აივერსონისთვის ფილა

His Airness

მაიკლ ჯორდანი NBA-ს დიდების დარბაზში შეიყვანეს. გაგიკვირდებათ კალათბურთი მეფე აქამდე მანდ რატომ არ იყოო, მაგრამ NBA-ს თავისი წესები და კანონები აქვს, ერთობ უცნაური და შესაბამისად “მისი უჰაერესობა” მხოლოდ 2009 წელს გახდა დიდების დარბაზის წევრი.  ეს მხოლოდ ფურცელზე და ფორმალურად, თორემ ემჯეი დიადია 1984 წლიდან, როგორც კი NBA-ში პირველი თამაში ითამაშა, უკვდავი კი 2003 წელს გახდა როდესაც საბოლოოდ წავიდა კალათბურთიდან.

მაიკლი არც ფიზიკური მონაცემებით გამოირჩეოდა და არც ძალიან რეკლამირებადი კალათბურთელი იყო. დრაფტზე მესამე ნომრად აირჩია ჩიკაგო ბულსმა და ალბათ მისი ყველაზე ტავგადაკლული ფანიც ვერ წარმოიდგენდა, რომ ეს ბიჭი თავის ეპოქას შექმნიდა ილინოისის შტატში.

ჯორდანმა 6-ჯერ მოიგო NBA-ს ჩემპიონის ბეჭედი, ექვსივეჯერ სუპერფინალების უძვირფასესი მოამაშე გახდა. ამას გარდა არაერთხელ იყო NBA-ს ბომბარდირი და სხვადასხვა ჯილდოს მფლობელი მათ შორის რეგულარული ჩემპიონატის MVP(5-ჯერ). ემჯეის არ ჰქონდა ისეთი სტატისტიკა როგორიც ოსკარ რობერტსონს ან უილტ ჩემბერლენს, ამის მიზეზი არის ეპოქაში სხვაობა. უილტი და ოსკარი დაცვაზე აცრილ კალათბურთით ერთობოდნენ 60-70-იანებში, მაშინ როდესაც ჯორდანს ნიუ-იორკის, იუტას, სიეტლისა და პორტლენდის დაცვის ბარიერის დაძლევა უწევდა.

დღეს მაიკლი სცენაზე ასვლისას ატირდა. ეს მსახიობის ცრემლები არ იყო, ეს იმ ადამიანის სიხარული და სევდა იყო რომელმაც შეძლო და მეფის ტიტული დაიმსახურა. ძნელად მოიძებნება ადამიანი რომელსაც შეუძლია ემჯეიზე ცუდი თქვას. ჰოკეის ჰყავს თავისი მეფე უეინ გრეცკი რომელსაც ნახევარი NHL ვერ იტანდა, ფეხბურთში პელეა რომელის მეფობაც მუდამ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რაგბს ჰქონდა შანსი ჰყოლოდა თავისი ჯორდანი, მაგრამ ჯონა ლომუს თირკმლებმა უმტყუნეს.

ვუყურებდი მაიკლს და ვგრძნობდი რომ კალათბურთში რაღაც ძალიან კარგი სრულდებოდა,მიდიოდა და ეს კარგი თავად ემჯეი იყო. ვისაც ჩემსავით უყვარს კალათბურთი ალბათ დაახლოებით იგივე იგრძნო, მნიშჳნელობა არ აქვს ვისი გულშემატკივარი იყო ჩიკაგოსი თუ ვაშინგტონის, თუნდაც იუტასი ან ფინიქსის გუნდების რომლებიც “ჯორდანის გამო ვერ გახდნენ ჩემპიონები”, სწორედ მაიკლმა დატოვა ჩარლზ ბარკლი, ჯონ სტოქსტონი, კარლ მელოუნი, შონ კემპი და კიდევ ბევრი დიდი მოთამაშე ჩემპიონის ბეჭდის გარეშე. ყველასთვის ერთობ სენტიმენტალური მომენტი იყო მისი უჰაერესობის დღევანდელი გამოსვლა. ბევრი კობის ადარებს ჯორდანს, აგერ ლებრონი მოდისო რომელიც ემჯეიძე დიდი იქნებაო, მაგრამ მხოლოდ კალათში ბურთის სროლა და ჩემპიონის ბეჭდების მოგროვება არ არის კალათბურთი, კობისაც და ლებრონსაც ჯორდანამდე ბევრი უკლიათ ძალიან ბევრი.

წელს ჯორდანის გარდა დიდების დარბაზში სან-ანტონი სპურსის ლეგენდა დევიდ “ადმირალ” რობინსონი, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი ჯონ სტოქსტონი და იუტას ლეგენდარული მწვრთნელი ჯერი სლუნი შეიყვანეს.

ალბათ არაფერს ისე არ უხდება თავისი სლოგანი(ერთ-ერთი) როგორც NBA-ს. place Where amazing happens ბლინ ხორცშესხმული amazing არის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია.

სპორტული უიქენდი

შაბათ-კვირა სპორტის სხვადასხვა სახეობას მივუძღვენი. NHL-ის 2009/10 წლების სეზონზე აღმოსავლეთი და დასავლეთ კონფედერაციების მიმოხილვა დავწერე, კალათბურთში საქართველოს ნაკრების მოგებით გავიხარე და კალაძის ორ ავტოგოლზე მაგრად ვიცინე.

ბელარუსიასთან თამაშამდე 2 ქულით მოგებაც გამახარებდა. უფრო კარგი გუნდი მეგონა ჰყავდათ სლავებს. წელს ყველაზე კარგად სწორედ ამ თამაშში ითამაშეს ბიჭებმა, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო რომ მეტოქის პროვოკაციას არ წამოეგო არც ზაზა და არც ბოისა არადა მაგრად ურტყეს ამ ორს. თან ზაზას ამბავი რომ ვიცი, სულ ვიღაცას ეჩხუბება და გამიკვირდა ასე დინჯად რომ ითამაშა 40 წუთი. ელისაც შეეძლო თავი მოეთოკა, მაგრამ ეგ არაფერი. გუნდი დაცვაში კარგად გამოიყურებოდა და შეტევაშიც გააზრებული კომბინაციები საკმაოდ დიდი რაოდენობით ვიხილე. ასეთი თამაშით A დივიზიონში გადასვლა და  ადგილის შენარჩუნება შეგვიძლია. გადასვლით აგერ 9-ში ოფიციალურად გადავალთ შენარჩუნება კი ვნახოთ მერე.

ფეხბურთის ყურებას საერთოდ არ ვაპირებდი. პირველი ტაიმი არ ვნახე, მეორეში გულმა არ გამიძლო, ჩემმა ძმამ მითხრა 0-0ია და ნორმალურად ვთამაშობთო. გავედი და კალაძემ თავი გაიგიჟა. დაიბრდღვა ყველაფერი. დღეს გაზეთებში ვკითხულობდი, გვერდში დავუდგეთ გუნდის კაპიტანს ვის არ მოსვლია ასეო ისაო და ესაო. ლოოლ 2 გოლი სულ ერთ კაცს აქვს მემგონი გატანილი თავის კარში, პიერ ისას დაჟე ერთი არ ჩაუთვალეს თუ არ ვცდები. მოდი ეხლა და დაუდექი გვერდში და არ დასცინო.

აი რამდენი წელია საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წვალებას ვუყურებ მოედანზე. ფეხბურთის თამაში ბოლოს არარც მახსოვს როდის ვიხილე. მაგრად მეშლება ნერვები, რომ ყველაზე დიდი ფული ამ სპორტის სახეობაში იხარჯება, მაშინ როცა სხვა გუნდურ სპორტის სახეობებში გაცილებით პერსპექტიული გუნდები გვყავს. რაგბისტებმა ორი მსოფლიო ითამაშეს, კალათბურთელები A დივიზიონშჲ გადავიდნენ, წყალბურთელები კაცობენ ხოლმე. არ მესმის რომელი ბრაზილია საქართველოა, რომ ფეხბურთი ნომერ პირველ სპორტად ითვლება, რამე წარმატება მაინც გვქონდეს ან ტრადიციები. ერთხელ თასების მფლობელთა თასი ვის არ მოუგია, მაგრამ კი არ გადარეულა ხალხი.  ლივერპულსაც უგებდნენ გუნდები და ინტერსაც, ყიფიანის დონის მოთამაშეებიც ჰყავდათ, მაგრამ 25-30 წლის წინანდელი შედეგებით და იმ დროის დაბრუნების იმედით არ ცხოვრობენ.

ნერვები მეშლება რომ ხალხი ფეხბურთზე სტადიონზე დადის კალათბურთზე კი სულ ერთხელ შევავსეთ სპორტის სასახლე, ნუ რაგბზე არ ვლაპარაკობ რუსეთი თუ არ ჩამოვიდა 10 000 კაცი არ იკრიბება ხოლმე. კი მესმის ფეხბურთი უფრო უყვარს ხალხს, მაგრამ დავიჯერო ის რასაც 11(მინიმუმ) ქართველი მოედანზე აკეთებს ფეხბურთი ჰქვია?

ისეთი დაღლილი ვარ ძალიან მეზარება წერის გაგრძელება. აქ გავჩერდები დღეს. ხვალისთვის საკმაოდ საინტერესო ტემა მაქვს და იმაზე მინდა დალაგებული პოსტის დაწერა. მთავარია დღევანდელივით დაღლილი არ დავბრუნდე სახლში.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

NHL 2009/10 Part 2

წინა პოსტში NHL-ის მომავალი სეზონის, დასავლეთ კონფედერაციის ჩემეული ანალიზი გაგაცანით, დღეს აღმოსავლეთის გუნდების მიმოხილვას შევეცდები.

აღმოსავლეთი წელს გაცილებით ძლიერია, ვიდრე შარშან. ძალიან გამიჭირდება იმ 8 გუნდის დასახელება რომელიც ფლეი-ოფში უნდა გავიდეს. რადგან მინიმუმ 10 გუნდს შეუძლია ბრძოლა ფლეი-ოფისთვის.

აღმოსავლეთ კონფედერაცია:

15)New York Islanders

ეს გუნდი ლიგის მასშტაბით ყველაზე სუსტია და ამას ვერც დრაფტის პირველი ფიქი ჯონ ტავარესი შეცვლის და ვერც ჯამრთელი რიკ დი პიეტრო. იმის მაგივრად, რომ გუნდი გაეძლიერებინათ კლუბის ხელმძღვანელობამ მეკარეების თავშესაფრად აქვია გუნდია. დი პიეტროს დონის მეკარე გუნდში გყავდეს და კიდევ მარტინ ბირონი და დუენ როლოსონი დაიმატო არ მესმის ლოგიკა სადაა. თან ისეთ ხელფასებს უხდის მაგ ფულით 3-4 საშუალო დონის მოთამაშეს დაიმატებდნენ და 2 ბრძოლისუნარია ხაზი მაინც ეყოლებოდათ. ეხლა კი გუნდი მარკ სტრეიტის იმედზეა დაცვაში, შეტევაში კი რუქი ტავარესის რომელიც არავინ იცის როგორ შეეწყობა NHL-ს. ბოლო ადგილი გარანტირებული აქვს აილენდერს.

14)Toronto Maple Leafs

გუნდს დაცვაში მშვენიერი ბიჭები ჰყავს. აი შეტევაში კი ერთი კაცის დასახელებაც კი გამიჭირდება ვისაც პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს შაიბების გატანაზე. სასწაული უნდა მოხდეს ეს გუნდი 10-ში რომ გავიდეს.

13)Atlanta Thrashers

გუნდს ილია კოვალჩუკი ჰყავს, სლავა კოზლოვი, ნიკ ანტროპოვი, პაველ კუბინა, კარებში კარი ლეტონენი უყენია, მეკარე რომელიც წესით ერთ-ერთი საუკეთესო უნდა იყოს ლიგაში, ყველაფერ ამის მიუხედავად გუნდი ამაზრზენ ჰოკეის თამაშობს. დაცვაში თამაში არავინ არ იცის. მეორე ხაზი რომ შემოდის სათამაშოდ მეცოდება ხოლმე ლეტონენი, აღარაფერს ვამბობ ბლუ ლაინსა და სხვა ხაზებზე. ფლეი-ოფი გამორიცხულია ამ გუნდით. ან კოვალჩუკმა უნდა მოიკლას ყინულზე თავი ან ლეტონენი უნდა გახდეს ბროდო.

12)Florida Panthers

სკოტ კლემენსენის დამატებით გუნდი არ გაძიერებულა ნამდვილად. ვოკუანი ისედაც და ასედაც მაინც ძირითად გოულიდ დარჩება. შარშან გუნდი ძალიან ახლოს იყო ფლეი-ოფთან წელს იგივე არამგონია განმეორდეს.

11) Tampa Bay Lightning

გული მწყდება გუნდი რომელსაც ვინსენტ ლეკავალიე და მარტინ სენტ ლუისი ჰყავს ფლეი-ოფს მიღმაა ამდენი წელია. მაშ შემდეგ რაც დიდი სამუელი დაიშალა(ჩემს მიერ ზემოთ ნახსენები დუეტი და ბრედ რიჩარდსი) გუნდი ვერაფრით ახერხებს ფეხზე დადგომას. წელს ნაბიჯები გადაიდგა წინსვისათვი გუნდმა კარგი მეკარე ანტერო ნიტიმაკი, მშვენიერი მცველი მატიას ოლუნდი და არანაკლებ კარგი შემტევი,მარცხენა ფრთა ალექს ტანგეი დაიმატა. გუნდი ყველა პოზიციაზე გაძლიერდა, თუ ამომავალი ვარსკვლავი სტამკოსი თავისი დრაფტის ნომრის შესაფერის თამაშს(პირველი პიკია) აჩვენებს ვინ იცის იქნებ წელსვე გავიდეს ტამპა ფლეი-ოფში.

10)New York Rangers

წელს ჩემი აზრით რეინჯერები ფლეი-ოფს მიღმა დარჩებიან. მარიან გაბორიკი ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ მისი ტრამვიანობის ამბავი რომ ვიცი ნიუ-იორკს დაერხევა მაგრად. კრის დურის 7 მილიონს კი არა 20 დოლარს არ უნდა უხდიდნენ. კაცს ამხელა ფულს აძლევენ და 65 ქულას ვერ აკეთებს სეზონში. შონ ევერი ლიგის მასშტაბით ყველაზე დიდი ნაბიჭვარია, ხოდა მეორე ხაზზე მაგ ბიჭის თამაში მაგრად დაწევს რეინჯერს. ერთი ეგაა ლუნდქვისტი ისევ იკაცებს და საკმაო რაოდენობით თამაშებს მოიგებს.

9)Buffalo Sabres

ტომაშ ვანეკი ისევ გაიტანს მინიმუმ 35 გოლს. რაიან მილერი კვლავაც კარგი ფანტაზიის მეკარე იქნება, მაგრამ გუნდი ფლეი-ოფს კვალვაც ვერ შესწვდება. სპაშეკი გუნდიდან არ უნდა გაეშვათ. მონტადორი კარგი მოჩხუბარია, მაგრამ ქულების დაგროვება არ გამოსდის დიდად. მოკლედ არამგონია ბუფალო ფლეი-ოფში გავიდეს

8)New Jersey Devils

ბრაიან ჯიონტასა და მადენის წასვლით ეშმაკები ძალიან დასუსტდნენ. გუნდი ბებერია და გადაიღლება სეზონის ბოლოსაკენ. მარტო პარიზე ვერ უშველის საქმეს. ბროდო ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, მაგრამ ისიც ბერდება და ტრამვიანობა სულ უფრო და უფრო ხშირად აწუხებს. კი დანისის დამატებით გუნდმა მეორე მეკარის პრობლემა მოხსნა, მაგრამ ფლეი-ოფში რაიმე ღირებულისთვის ეს საკმარისი არ არის.

7)Ottawa Senators

თუ დანი ჰიტლი დარჩა გუნდში თავს ვდებ რომ ოტავა ფლეი-ოფში გავა. სპეცა-ალფრედსონი-ჰიტლი თავის საქმეს ხუთაინზე შეასრულებენ. ასეთი ძლიერი ხაზი მე არასოდეს მინახავს NHL-ში და ძალიან არ მინდა რომ დაიშალოს. რაც მთავარია გუნდი გაძლიერდა  ალექი კოვალავით გუნდს ბრძოლისუნარიანი მეორე ხაზი ჰყავს, პასკალ ლეკლერი კი იმ დონის მეკარეა, რომელსაც თავისუფლად შეუძლია 6-10 შათაუთი გააკეთოს სეზონში+ ძალიან კარგი პროცენტით დაამტავროს თამაში. მოკლედ ფლეი-ოფშ დაუბრუნდება ოტავა.

6)Carolina Hurricanes

ეს გუნდი შარშან ძალიან მომეწონა. კარგია რომ შემადგენლობა უცვლელი დარჩა. კიმ უარდი ისევ შესანიშნავი იქნება კარებში, სტაალი, უიტნი, კოული,სამსონოვი და ბრინდამური კი თავიანთ საქმეს გააკეთებენ შეტევაში. ფლეი-ოფში რამდენიმე წრის გავლა არ გამიკვირდება ქარიშხლებისგან.

5)Montreal Canadiens

მონრეალი წელს სრულიად სხვა გუნდი იქნება. შარშანდელი ჩასვრილი სეზონის შემდეგ, გუნდის შემადგენლობა რადიკალურად შეიცვალა. კანადიერსი დატოვა საკუ კოივუმ, ალექსი კოვალევმა, ალექს ტანგეიმ. მათ ნაცვლად კი მოვიდნენ სკოტ გომესი(ზედმეტ ფულს უხდიან, ეს ბიჭი 8 მილიონი არ ღირს), ბრაიან ჯიონტა, პოლ მარა, იაროსლავ სპაშეკი. პრაისი და ჰალაკი ნომერ პირველი მეკარეობისთვის სერიოზულად იომებენ. გუნდს წესით, პირველი წრის გავლა არ უნდა გაუჭირდეს.

4)Pittsburgh Penguins

პიტსბურგს მაგრად გაუჭირდება თავისი ჩემპიონის ტიტულის დაცვა. გუნდმა თავისი როსტერი შეინარჩუნა, ნუ სკუდერის გაშვება დიდი დანაკლისი არ არის. მალკინი და კროსბი 100 ქულას კვლავაც ასცდებიან რეგულარულში. ფლეი-ოფში კი პიტსბურგში კვლავაც ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, რამდენად გამოუვა ეს ძნელი სათქმელია. მალე მალკინისთვის ახალი კონტრაქტის გაფორმების დრო მოდის და მაგრად დაერხევათ პინგვინებს 1 მილიონს უხდიან ეხლა ევგენის არადა ეს ბიჭი 8-9 მილიონი ღირს ყველაზე ცოტა.

3)Washington Capitals

სანამ ოვეჩკინი ამ გუნდშია მანამდე ვაშჲნგტონი მუდამ იბრძლებს ფლეი-ოფში წარმატებისთვის. ვარლამოვმა თუ ისე ითამაშა რეგულარულში, როგორც ეს ფლეი-ოფში ქნა მაშინ გუნდი დივიზიონს უეჭველი მოიგებს. მაიკლ ნიუბლის დამატებით კაპიტალზის ისედაც ძლიერი შეტევა კიდევ უფრო გაძლიერდა.  ისე დღეს-დღეობით ოტავასთან ერთად საუკეთესო პირველი ხაზი ჰყავს ვაშინგტონს ბექსტრომი-ოვეჩკინი-სემინი.

2)Philadelphia Flyers

აჰმ. წელს მჯერა რომ ჩემპიონობა შეუძლია ჩემს ფავორიტ გუნდს NHL-ში. კრის პრონგერის დამატებით ძალიან სარისკო ნაბიჯი გადადგა ფლაიერზის ბოსობამ, თუმცა მიმაჩნია რომ ღჲრდა დრაფტის პიკებიც, ლუპულიც და ნიუბლიც პრონგერად. კრისი დასავლეთში ბევრს ამწარებდა და აღმოსავლეთშიც თავისი ხისტი თამაშით ბევრს მოუშხამავს სიცოცხლეს. ბრიარი იმედია ჯამრთელი იქნება და ბოლომდე ითამაშებს სეზონს. გუნდმა ორივე მეკარე გამოიცვალა ნიტიმაკი-ბირონის მაგივრად, ემერი-ბუშე იქნება კარებში და მგონია, რომ ცუდად ნამდვილად არ შეცვლიან. Go FLYERSSSSSS!!

1)Boston Bruins

ფილ კესელი აუცილებლად უნდა დაიტოვოს ბრუინზმა. ფაქტობრივად სრულყოფილი შემადგენლობა ჰყავს და კესელი მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია. თუ მაინცდამაინც ვინმე უნდა დათმონ გუნდიდან სირი ბერჟერონი გააგდონ. ტიმ ტომასი ფანტაზიაში საოცრება იქნება კვლავ, გუნდს ძალიან მაგარი მცველები ჰყავს, შეტება კი მარკ სავარის ხელმძღვანელობით ლიგაში ტოპ5-ში გავა გატანილი შაიბებით. ჩემპიონობის ერთ-ერთი უმტავრესი ფავორიტია ბოსტონი. მხოლოდ კესელი უნდა დარჩეს!!!

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

NHL 2009/10 Part 1

ერთ თვეზე ნაკლები დარჩა NHL-ის ახალი სეზონის დაწყებამდე. გუშინ იაჰუს ფანტაზიაში დავრეგისტრირდი და რიგით მესამე სეზონს ჩავატარებ. ვერცხლისა და ბრინჯაოს მოგების შემდეგ, წელს ოქრო უნდა მოვიგო :დ ფანტაზია მეორეხარისხოვანია, მთავარია რომ ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სპორტის სახეობა მიბრუნდება. ნუ NHL-ის გარდა ჰოკეის სხვა ლიგებს არ ვუყურებ და ჩემთვის ამოსავალი და ჩასავალი წერტილიც “ნაციონალური ჰოკეის ლიგაა”.

წელს ბევრი გაცვლა-გამოცვლები მოხდა. ბევრი გუნდი გაძლიერდა, ზოგიც შესამჩნევად დასუსტდა. მე შევეცდები ჩემეული ფრედიქშენი დავწერო, თუ რომელი გუნდი როგორ ჩაატარებს რეგულარულ სეზონს.

დღეს დასავლეთ კონფედერაციაზე ვისაუბრებ. შემდეგ პოსტს კი აღმოსავლეთის გუნდებს მივუღძვნი.

დასავლეთ კონფედერაცია

15) Colorado Avalanche

ეს გუნდი შარშანაც ბოლო იყო დასავლეთში და წელსაც ვერავინ შეეცილება. კოლორადოს ლეგენდა ჯო საკიკი ჰოკეიდან წავიდა, ბუდაი ვანკუვერში გადავიდა. არავინ არ დაუმატებია ავალანშს, რომ რაიმეპრეტენზია ჰქონდეს ფლეი-ოფზე. მოკლედ ეს გუნდი განწირულია ცხრილის უფსკრულში სამყოფად.

14)Los Angeles Kings

ბოლო ორ ადგილს წინა სეზონისას ვტოვებ. ისევე როგორც ზვავებს არც მეფეებს აქვთ რაიმეს შანსი ამ შემადგენლობით. გუნდმა უბრალოდ დაცვაში თამაში არ იცის, არც შეტევაში ბრწყინავს დიდად. ანცე კოპიტარის, დასტინ ბრაუნისა და რაიან სმიტის იმედზე მაგათი მშობლები არ არიან ლოს-ანჯელესი კი არა.

13)Edmonton Oilers

გრეცკისა და მესიეს დროს ეს გუნდი ქვას-ქვაზე არ ტოვებდა, ეხლა კი დასავლეთის მაჩანჩალაა. მიზეზი კი უაზრო მენეჯმენტია. გუნდმა წელს ხაბიბულინი დაიმატა, სუპერ გამოცდილ რუს გულკოპერს თუ დავუმატებთ საკმაოდ კარგ დაცვის ხაზს მივიღებთ გუნდს, რომელმაც წესით ბევრი შაიბები არ უნდა გაუშვას, სამაგიეროდ შეტევაში თამაში არ იცის არავინ. გუნდს ორი ნორმალური ხაზიც კი არ ჰყავს. ალეს კოტალიკიც გაუშვეს გუნდიდან და დარჩნენ ჰორცოფისა და პენერის იმედზე. სასწაული უნდა მოხდეს ედმონტონი რომ ფლეი-ოფში გავიდეს. ისე კი მე-13 ადგილი და ლოცვა დრაფტზე კარგი ნომრისა, ეს დარჩენიათ მენავთობეებს.

12)Nashville Predators

შარშან რომ ნეშვილი ბოლოზე არ გავიდა პეკა რიინეს დამსახურება და წელსაც სწორედ ეს მეკარე იქნება უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ნეშჳილი თამაშებს მოიგებს. გუნდი არ ჰყავს მოთამაშეები რომლებიც დასავლეთის ძლიერ გუნდებს შაიბებს გაუტანენ. დამონტი და არნოტი ფინიქსისათვის და ედმონტონისთვის თუ გამოდგება. გუნდს მინიმუმ ერთი კარგი მექულება ჭირდება.

11)Phoenix Coyotes

ამ გუნდში მაგარი არეულობაა. მფლობელი ვინ იქნება კოიოტების ისიც კი გასარკვევია ჯერ. შარშან იოკინენის დაკარგვით გუნდი სერიოზულად დასუსტდა. მხოლოდ დოუნის ხარჯზე ფლეი-ოფში ვერ გავა გუნდი. ილია ბრიზგალოვი ისევ იწვალებს კარებში და ფინიქსი კვლავაც ფლეი-ოფს მიღმა დარჩება

10)Columbus Blue Jackets

შარშან კოლამბუსი არსებობის ისტორიაში პირველად იყო ფლეი-ოფში და მგონია წელს იგივეს ვერ გაიმეორებს. კი სტივ მესონს ისევ სუპერ სეზონი ექნება ალბათ, ნეშიც იკაცებს და პარლსონის დამატებაც კარგი საქმე იყო, უბრალოდ სხვა გუნდები უფრო ძლიერები არიან.

9)Dallas Stars

გუნდს მშვენიერი შემადგენლობა ჰყავს. ძალიან კარგი ფრთის მოთამაშეები და ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრების სამეული დასავლეთში. ნუ სახელებით ასეა, მაგრამ საქმე-საქმეზე როცა მიდის ხან ვიღაცაა დამტვრეული, ხან იმპოტენტებივით დასრიალებენ ყინულზე “ვარსკვლავები”. სანამ დალას კარებში ტურკო ჰყავს მანამდე ეს გუნდი ფლეი-ოფს ვეღარ იხილას, ზუბივიც წავიდა რუსეთში სათამაშოდ, შარშან მთელი სეზონი გაუცდა ტრამვის გამო და ეგ ჰქონდათ მიზეზად დაცვაში უსუსური ტამაშის ასახსნელად, წელს რა მიზეზს მოიფიქრებენ დალასის მფლობელები საინტერესოა.

8)St. Louis Blues

შარშან ეს გუნდი ყველაზე მეტად გააწვალა ტრამვებმა. წელს იმედია კარია და მაკდონალდი ნორმალურად ჩაამთავრებენ სეზონს. თუ ასე მოხდა სენტ-ლუისი აუცილებლად გავა ფლეი-ოფში. შესაძლოა უფრო მაღალი საფეხურითაც კი. გუნდს ორი ძლიერი მეკარე ჰყავს, კარგი შეტევა და დაცვის ხაზი. ფლეი-ოფი გარანტირებული აქვთ.

7)Calgary Flames

კალგარის ძალიან ბევრი სუპერვარსკვლავი ჰყავს გუნდში, მაგრამ ეს ბიჭები ბერდებიან გუნდი კი წინ ვერა და ვერ მიდის. ჩემპიონობა მხოლოდ ერთხელ იყო ახლოს. ისიც ტამპა ბეიმ წაიღო. წელს კალგარი გაძიერების ნაცვლად დასუსტდა კამალერეს წასვლა ძალიან დიდი დანაკლისია, ისევე როგორც ოჩონის. გუნდი შეტევაშიც დასუსტდა და დაცვაშიც. იგინლას და კომპანიას ფლეიო-ოფის თუნდაც ერთი წრის გასავლელად სასწაული სჭირდებათ. ამ სასწაულს კი გუნდის გაძლიერება ჰქვია.

6)Minnesota Wild

ალბათ ბევრი არ დამეთანხმება როდესაც მინესოტას მეექვსე ადგილზე ნახავს ამ სიაში. მე მგონია, რომ ამ გუნდს შეუძლია ასე მაღალ საფეხურზე დაასრულოს სეზონი, მიუხედავად იმისა რომ შარშან ფლეი-ოფში საერთოდ ვერ გავიდა. გუნდიდან წავიდა სუპერვარსკვლავი მარიან გაბორიკი რაც ძალიან გამიხარდა, ეს ბიჭი მუდამ დამტვრეულია და ფულს ტყუილად უხდიან აი მის მაგივრად მოსული მარტინ ჰავლატი კი შეტევას 1-2ად გააძიერებს. მთავარი იმედი კი მეკარე, ნიკლას ბექსტრომია, ამ გოულის შარშან ძალიან მაგარი სეზონი, ჰქონდა და დარწმუნებული ვარ წელსაც იგივეს გაიმეორებს.

5)Anaheim Ducks

ჩემი საყავრელი გუნდი დასავლეთ კონფედერაციაშია. წელს დაცვაში საგრძNობლად დასუსტდა, გუნდი დატოვა კრის პრონგერმა, დეკადის ერთ-ერთმა საუკეთესო მცველმა, ასევე ბუშმემანმა რომელიც თავისი ზეხისტი ჰოკეით ბევრს უქმნიდა სერიოზულ პრობლემებს. სამაგიეროდ გუნდი გაძიერდა საკუ კოივუთი, ჯეფრი ლუპულითა და ნიკ ბოინტონით ამ ბიჭს ხელების ქნევა კარგად შეუძლია და კარგ ჩხუბებს გვანახებს :დ ნიიდერმაიერი და სელანი ამ სეზონშიც შეეცდებიან კიდევ ერთხელ გაჩემპიონებას. ჰილერი და ჟჲგერი ნომერ პირველი მეკარეობისთვის იბრძოლებენ. იხვებს კი შეუძლიათ ჩემპიონობასაც კი გამოჰკრან ხელი.

4)Detroit Red Wings

NHL-ის ოფიციალურ საიტზე წერენ და მეც იგივე აზრისა ვარ, ოლიმპიურმა თამაშებმა შეიძლება ძალიან დიდი დაღი დაასვას ფრთების თამაშს. თუმცა მარტო დეტროიტი არ “ზარალდება” ოლიმპიადით და ეს კიდევ კარგია. გუნდი წელს ძალიან დასუსტდა მარიან ჰოსას გარდა გუნდი მიქაელ სამუელსონმა დატოვა, რაც დეტროიტის ზემძლავრ შეტევას სერიოზულად დაასუსტებს. ზეტებერგსა და დაცუკს გაცილებით მეტის გაკთება მოუწევთ ფრთების მოგებისათვის. თუმცა დეტროიტს რამდენიმე იმედისმომცემი პროსპეკტი ჰყავს და ნამდვილად არ გაუჭირდება გუნდს მინიმუმ ერთი წრის გავლა ფლეი-ოფში.

3)Vancouver Canucks

წელს ვანკუვერს ყველაზე ძლიერი გუნდი ჰყავს რომელიც კი ოდესმე მინახავს ამ გუნდის ისტორიაში(ანუ ბოლო 8 წელიწადში). ლუონგოს ახალი კონტრაქტი გაუფორმდა და ეს სუპერ მეკარე კარიერას ალბათ ვანკუვერში დაასრულებს. თუ ლუონგო ჯამრთელი იქნება, სამუელსონისა და შნეიდერის(ამ ბიჭს 5 მილიონს ნაღდად არ უნდა უხდიდნენ) დამატებით გუნდს თავისუფლად შეუძლია ჩემპიონი გახდეს. ძმები სედინები თავისუფალი აგენტები იყვნენ ორივე დარჩა გუნდში და ამით ვანკუვერი ჩემი აზრით დასავლეთის ფინალში თამაშის ერთ-ერთი უმთავრეს პრეტენდენტად აქცია.

2)San Jose Sharks

ამ გუნდზე რა უნდა დავწერო არ ვიცი. სან ხოსეს შემადგენლობით ლიგაში ერთი-ორი გუნდი თუ შეედრება, რეგულარულ ჩემპიონატს გუნდი ყოველთვის უმაღლეს დონეზე ატარებს, მაგრამ დგება ფლეი-ოფი და ტორნტონი, ნაბოკოვი, მარლო, სეტოგუჩი და ძმანნი მათთნი ისვრიან შარვალში. შარსან გუნდმა ლიგის მასშტაბით ყველაზე მეტი ქულა დააგროვა, სამაგიეროდ პირველივე წრეში გამოვარდა ფლეი-ოფებში. გუნდი წელსაც მაღალ ადგილს დაიკავებს რეგულარულში, აი მერე რას იზამს არ ვიცი. ერთი კია ბუშეს გაშვების შემდეგ სან-ხოსეს მაგრად დაერხევა თუ ევგენი ნაბოკოვი დაიმტვრევა და თამაშებს გააცდენს. ნორმალური შემცვლელი არ არსემობს მისი.

1)Chicago Blackhawks

გუნდმა მარიან ჰოსა დაიმატა, ჯონ მადენი სერიოზული ძალაა, მარტინ ჰავლატის დაკარგვა დიდად არ დაეტყობა გუნდს.  გუნდი ძალიან ახალგაზრდაა და რამდენიმე მთავარ მოთამაშეს კონტრაქტის ვადა გასდის და ამ სეზონზე თავს გაიგიჟებენ რომ მაგარ კონტრაქტებს გამოკრან ხელი. ხაბიბულინის დაკარგვა დანაკლისია, თუმცა იუეც მაგარი მეკარეა. ჩიკაგოს წელს ყველაზე კარგი შანსი ბოლო წლების განმავლობაში ჩემპიონი გახდეს. რეგულარულს ალბათ მოიგებს კიდევაც.

ესეც ასე. ძალიან მნიშჳნელოვანი იქნება ზამთრის სატრასფერო ბაზარი და ოლიმპიადიდან ვინ რა ფორმაში დაბრუნდება. წელს აღმოსავლეთი და დასავლეთი ძალიან გათანაბრდნენ და ძალიან მაგარ ომს ველი.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

როგორც იქნა!

2001 წლიდან კალათბურთს ვუყურებ. 2001 წლის NBA-ს ფლეი-ოფებიდან მოყოლებული (ფილადელფია-ტორონტოს მეორე თამაში) ეს სპორტის სახეობა ჩემთვის საუკეთესოა, წლების სვლასთან ერთად სულ უფრო და უფრო ღრმად ვრწმუნდები ამაში.

საქართველოს ნაკრები რამდენი წელია B დივიზიონში წვალობს ხან ფინეთთან წააგეს, ხან მაკედონიასთან შარშან შვედებთან გასვლაზე დამარცხების სემდეგ გაირთულეს ამ შესარჩევისთვისც საქმე. არადა შემადგენლობით ყოველთვის ვჯობდით მეტოქეს ნბა-ს მოთამაშე(ები), დაბალანსებული შემადგენლობა, მაგრამ მთავარი გვაკლდა. ეს მთავარი კი დაცვაში თამაშია. ისევე როგროც ნებისმიერ სპორტის სახეობაში დაცვა იგებს ტიტულებს, შეტევა კი მაყურებელთა გულებს მხოლოდ. აი წელს მოუმატეს ბიჭებმა დაცვაში და შედეგი სახეზეა. ფლეი-ოფში ითამაშებს საქართველოს ეროვნული ნაკრები. თან იმდენი მოახერხა გუნდმა, რომ პირველზე გავიდა და შედარებით იოლ მეტოქეს, ბელარუსს შეხვდება, თანაც მოედნის უპირატესობა ექნება.

მიხარია რომ რაგბის გარდა სხვა გუნდურ სპორტის სახეობებშიც რაღაცას მივაღწიეთ, ნუ ფლეი-ოფი ჯერ არაფერი არაა, მაგრამ გული მიგრძნობს ბელარუსს მოვუგებთ.  კარგი გუნდი გვყავს მარტო ზაზა ფაჩულიაზე არაა ყველაფერი დამოკიდებული. 4-5 კაცი რეგულარულად აგროვებს 10 და მეტ ქულას.  სკამზე ნორმალური მოთამაშეები გვყავს, რომლებსაც მანუჩარ მარკოიშვილი მიემატება. აბ ბიჭს ტრამვა აქვს, თორემ სერიოზული ძალაა. სანიკიძე და ცინცაძე როგორც მოთამაშეები ძალიან გაიზარდნენ, შეტევაში ნაყოფიერ თამაშთან ერთად დაცვაში კარგი თამაშიც ისწავლეს. ელისი გუნდს ავსებს ზუსტად იმას აძლევს რაც ჭირდება, მომაკვდინებელ სამიანებსა და ჩაჭრებს, რომლებიც fast break point-ებს გვაღებინებს.

დღევანდელი თამაშით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ უდიდესი სიამოვნება მივიღე გამარჯვებით. ასე ბოლოს რა სპორტული თამაში გამიხარდა აღარც მახსოვს, მემგონი საქართველო – ნამიბია რაგბის მსოფლიოზე იყო უკანასკნელი სასიხარულო ფაქტი ქართულ გუნდურ სპორტის სახეობებში.

იმედია ა ლიგაში ვიქნებით მომავალ წელს და კიდევ უფრო დიდი იმედი მაქვს, რომ ჯამლეტ ხუხაშვილი დაანებებს კომენტაორობას თავს, მეც დამასვენებს და კიდევ უამრავ მაყურებლესაც თავისი უაზრო, გაუთავებელი ლაპარაკითა და რეპლიკებით. ჩინებული ჩინებულის გარდა სხვა რაღაცაც არის კალათბურთი, ისეთი რომ ფეხბურთზე გაცილებით ლამაზი საყურებელია. (ფეხბურთს იმიტომ ვადარებ რომ სპორტის მეფედ ითვლება)

ჩემი სამი დღე

დოდკასა და ყვავასთან წაიკითხავდით(დოდისთან ანხავდით კიდევაც), რომ ტელეკომპანია “იმედი” და “ნი2 ნიუსი” ვცდილობთ ვითანამშრომლოთ და ეს ყველაფერი მეტ-ნაკლები წარმატებით გამოგვდის კიდევაც.

იუმორის გრძნობის ნაკლებობას არასოდეს ვუჩიოდი, მაგრამ საქმე-საქმეზე, რომ მიდგა ხუმრობების დაწერაზე მაგრად გავიჭედე. ძნელი ყოფილა როცა ესე გავალებენ 20 წუთში ამა და ამ თემაზე დაწერე ხუმრობებიო. პირველად რომ წავიკითხე ჩემი “ნამუშევარი” თავი მეზიზღებოდა გაცინება კი არა არც კი გამღიმებია :დ თან ყველაზე ცუდი ის იყო, რომ პირველს მომიწია წაკითხვა სასტავში(ჯანელიძის მერე, ეგ არ ითვლება) ხოდა რაღაც დაძაბული ვიყავი.

მეორე დღე ბევრად უკეთესი იყო. ჩვენი ორივე ვიდეო მოეწონათ, რომელსაც უახლოეს მომავალში იხილავთ ნიორის საიტზე და ხუმრობები ყველას უკეთესი გვქონდა.

დღევანდელ დღესაც არაუშავდა. მე პირადად “შუა ქალაქზე” მუსაობა უფრო გამიოლდა ვიდრე “ღამის შოუსთვის” ხუმრობების წერა.

კვირის ბოლოს საბოლოოდ გაირკვევა რა და როგორ იქნება, იმედია ნიორელებს დაგვიტოვებენ ყველას.

*****

დღეს კალათბურთს ვუყურე(ჩემი ფავორიტი სპორტის სახეობაა) საქართველო – ირლანდიას და ვისიამოვნე ნამდვილად. პროგრესირებს აშკარად გუნდი. ადრე თუ 2-3 მოთამაშეზე იყო ყველაფერი დამოკიდებული ეხლა 5-6 კაცია ვისაც შეუძლია გადამწყვეტ მომენტში თავის თავზე სროლის აღება. სანიკიძე და ცინცაძე მომეწონა მაგრად, დაცვაში კარგად მოძრაობენ ბიჭები და შეტევაშიც ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს იღებენ.

პერიმეტრიდან კარგად ვუტევთ, სამწამიანში ცოტა ნორმალურ ცენტრთან ან მძიმე ფორვარდთან მაგრად გაუჭირდებათ ამ თამაშით ჩვენი ნაკრების “მაღლებს” ფონს გასვლა. ფაჩულია იყო ყველაზე ცუდი ამ თამაშში, ცუდად ისროდა როგორც საშუალო დისტანციიდან ასევე საჯარიმოებს.

დაცვაში უნდა მოვუმატოთ, მეტოქეს ძალიან ბევრი მოხსნის გაკეთების საშუალებას ვაძლევთ საკუთარ ფარზე და ეგეთი რაღაც დაგვღუპავს.

თამაშით კმაყოფილი ვარ, მთავარია მომავალ მეტოქეებსაც იგივე ვუქნათ.

**********

დღეს გავიგე, რომ ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ბენდის Interpol-ის ვოკალისტს,პოლ ბენქსი, სოლო ალბომი გამოუშვია. რათქმაუნდა ეგრევე ვეცი ტორენტებს და სასწრაფო წესით გადმოვიწერე ნამუშევარი. აქაც ავტვირთავდი, მაგრამ ვორდპრესი ისევ დამბანს :დ თუ ვინმეს გსურთ მომწერეთ მეილზე და გამოგიგზავნით ატვირთული ალბომის ლინკს.

პირველივე ტრეკის მოსმენისას მივხვდი თუ როგორ მომნატრებია Interpol-ი. ლოოლ რაღაც რომანტიკულად ჟღერს, მაგრამ ნაღდი Post-punk revival-ს მე სწორედ ამ ჯგუფში ვგრძნობ და მისი სამივე ალბომი ჩემი ჩარტების ლიდერი იყო სხვადასხვა დროს.

პოლ ბენქსის ალბომს Julian Plenti … Is Skyscraper ჰქვია. ჯულიან პლენტი ფსევდონიმად აიღო ბენქსმა და სწორედ ამ სახელითა და გვარით ჩაწერა ეს ალბომი. მთლიანობაში კარგი ალბომია, ნუ Interpol-ის ნამუშევრებთან ახლოსაც ვერ მივა, მაგრამ ზოგიერთმა ტრეკი არანორმალურად მომეწონა. ეს სამი კი ჩემი ფავორიტია: Games for days, Unwind, Girl on the sporting News. ეს უკანასკნელი კი სექსის დროს იქნება საოცრება. არსებობს ტრეკები რომლებიც სწორედ სექსუალური აქტის დასამშვენებლად იქმნება და Girl on the sporting News 10/10-ს იმსახურებს ასეთ ტრეკებში.

ესეც პირველი ვიდეოკლიპი

Julian Plenti – Games For Days

მთლიანად ალბომის შეფასება: 7.5/10

**********

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

ტერი გილიამის “მანჩესტერი”

დღეს დილით გაღვიძებისას სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა ტანში. მთელი დღე სახლში უნდა ვყოფილიყავი, რაც იმას ნიშნავდა, რომ რამდენი ხანიც მსურდა იმდენს დავიძინებდი. დავიმუხტე თუ არა საყვარელ საქმის კეთება გადავწყვიტე, ანუ ფილმის ყურება და თან ჭამა.  არც ისე ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ტერი გილიამის ფილმი Tideland მენახა. საერთოდ გილიამი მომწონს ძალიან, აქვს ის თვისება რომელსაც რეჟისორში ყველაზე მეტად ვაფასებ. ატმოსფეროს შექმნა შეუძლია ისეთის რომელიც ნებისმიერს მიიზიდავს და ჩაითრევს ფილმში. მისი პირქუში, სურეალისტური, ან სულაც ფუტურისტული ფილმების დიდი თაყვანისმცემელი ვარ. Monty Python-ის ფილმები კი ერთ-ერთი საუკეთესო კომედიების სერიაა ჩემი აზრით. Tideland ნანახი არ მქონდა.

მეზარებოდა რატომღაც, თან მეგობრების 90%-ს უარყოფითი შეფასება ჰქონდა მიცემული ფილმისთვის. ყველაფრის მიუხედავად ფილმი მაინც ვნახე და ვინანე კიდევაც. ძალიან სუსტი ნამუშევარია, არა ამას სუსტი არ ჰქვია, ეს უბრალოდ სირობაა. საერთოდ არაფერი არ ხდება ფილმში, ძალიან მძიმე საყურბელია და ტერი გილიამისთვის გაცვეთილი მომენტებია ნამუშევარიში. ისეთი კადრები რომლებიც ამ რეჟისორის სხვა ფილმებში უკვე მინახავს. არცერთი გმირი არ მომეწონა, მაგარი მეკიდა ვის რა მოუვიდოდა და საერთოდ ბოლომდე რატომ ვუყურე ვერ ვხვდები. რომ არა Fisher King გილიამს შევაგინებდი კიდევაც, მაგრამ ამ ფილმის რეჟისორობა მას უხილავ დაცვას სძენს, რომლის გამოც ენა არ მიბრუნდება შევაგინო გილიამს.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ ტერი გილიამის მიერ ჩემი ხასიათის მიფურთხებას მანჩესტერმა ზედ დაუმატა ამაზრზენი თამაში. ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი არ ვარ(უფრო ამერიკულ სპორტის სახეობებს ვწყალობ), მაგრამ დღეს მაინც ძალიან მინდოდა “ეშმაკების” მოგება. ეჰჰ არ გამიმართლა აქაც. იხმარეს ფერგიოსონის ბიჭები და საბოლოოდ დამიკარგეს ყველაფრის ხალისი .გილიამის გადაღებული ფილმს ჰგავდა მანჩესტერის თამაში, არანაირი ემოცია არ იყო ფეხბურთელების თამაშში და არანაირი სურვილი მიეღწიათ რამისთვის.

წავალ ეხლა ჩავრთავ Fisher King-ს. გილიამს ისევ თავიდან შევიყვარებ და ჩემს თავსაც ცხოვრების ხალისს დავუბრუნებ.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)