Archive for the ‘კოცნა’ Tag

დავივიწყოთ სექსი და კოცნა!!!!!

დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი რომ ცუდი ადამიანი ვარ. დიახ მეგობრებო, ჟურნალმა “სარკემ” დამარწმუნა ჩემი პიროვნების ამორალურობასა და სიბილწეში.  მივხვდი რომ ძალიან შორს შევტოპე და დროა დავამუხრუჭო.

“შეყვარებული კოცნის გამო დავკარგე”  ამ წერილის შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ჩემთვის ნათელია, რომ ქართველი გოგო არაა მზად ქორწილამდე კოცნისთვის, სექსისთვის ან თუნდაც ნარდში შაში ჩარის გაგორებისთვის. ქართველი გოგო კდემამოსილი და უმწიკვლო უნდა იყოს, არ უნდა სცხვენოდეს თავისი საქციელის და არაფერი არ უნდა დააძალო. არც ქორწინებამდე ურთიერთობისას და არც შემდეგ. შეყვარებული გოგო მზადაა სატრფოსთვის მრავალი სიგიჟე ჩაიდინოს : აკოცოს, გაზის ბალონი დატენოს, ნისიად “ზეიკიძის” ძეხვი აიღოს ან საერთოდ ოთხი ნომერი კენტი უყიდოს ტურფას. ეს მამაკაცების ბრალია, გვიყვარს როდესაც გოგო ჩვენი გულისთვის დათმობებზე მიდის, ექსტრემალურ სიტუაციებში უწევს ყოფნა ან რაიმე არაადამიანურს აკეთებს. ბოჰემურ ცხოვრებას მიჩვეული ყმაწვილები ვგიჟდებით გოგოსთან ერთად მეტრო “თავისუფლებიდან” “რუსთაველის” მეტრომდე გზის ტკეპვნას, მთელი ღამე მესიჯობასა და ადნაკლასნიკებზე საჩუქრების ჩუქებაზე.

სამწუხაროდ ეჭვები მკლავს და მიწას მითხრის იმაზე ფიქრში, რომ გოგომ რომელმაც მე მაკოცა შეიძლება სხვასაც აკოცოს. შეიძლება სხვასაც დაუწეროს 5–იანი ან ათხოვოს თავისი ქსეროქსები უნივერსიტეტში. მაგიჟებს იმაზე ფიქრი რომ არ მაქვს იმის გარანტია, ჩემი მომავალი მეუღლე, ჩემამდე ტუჩშეუბილწველი იქნება, არ მაქვს იმის გარანტია რომ მას ჩემსავით ეყვარება კენგურუ ჯეკი ან შარლ აზნაურის პროფილი, თუნდაც ტერენტის ლექსები ან ჰიჩკოკის ფილმები.

მე ვიწყებ ახალ მოძრაობას და გთხოვთ ყველას შემომიერთდეთ– ქართველი გოგო კოცნის გარეშე. მოდით მეგობრებო ქორწინებამდე სიწმინდეები შევინახოთ. მთავარი ხომ უბრალოდ ურთიერთობაა, სულიერთი თან. ნუ ვეამბორებით ერთმანეთს, უკეთესია ჯოკერი ვითამაშოთ, სეფისკვერები ვჭამოთ და კიმ კარდაშიანის პორნოებს ვუყუროთ.

ბავშვობის “მახინჯი” ფიქრები – Imeme

დოდკამ ახალი იდეა გვტყორცნა ბლოგსამყაროს და მეც დიდი სიამოვნებით ვერთვები მემეს სამყაროში. თუ რატომ და რისთვის ამაზე მე არ ვისაუბრებ, ყველა დადებითი მხარე დოდკამ თავის პოსტში ჩამოაყალიბა რომელშიაც მე დამთაგა.

ბავშვობაში მეგონა რომ:

1)კოცნაობა(რომელსაც ლუბლუწაობას ვეძახდი) საკმარისი იყო ბავშვის გაჩენისათვის.

2)სამოთხე მეგონა ადგილი სადაც ხალხი ლომებთან და ველური სამყაროს ბინადრებთან ერთად ისვენებს საღამოობით, დილით კი ანგელოზებთან ერთად ბარავენ გარეთ.

3)ტელევიზორში თუ რამე კარგი გადიოდა და ან მე ან ჩემი ძმა სახლში არ ვიყავით(ანუ დუეტი თუ არ იყო შემდგარი). ან მე ან ის სხვა, არხზე გადავრთავდით ხოლმე Tvს. ვუნახავდით ხოლმე კარგ ფილმსა თუ პროგრამას ერთმანეთს, დაბრუნების შემდეგ ერთად რომ გვეყურებინა. სამწუხაროდ “არ ინახავდა” ჩვენი ტელევიზორი არაფერს(ოჰ ეს სლავიტუჩები)

4) თოვლის ბაბუა იყო ნაბოზარი. ერთხელ მოვიდა და მეუბნება საჩუქრები გინდაო. იასნად კი მეთქი. ხოდა თუ საჩუქრები გინდა სოსკაში გამიცვალეო(3 წლის ვიყავი ან 4-ის მოკლედ სოსკაზე შემჯდარი ვიყავი), მეც საჩქურებზე და ტკბილეულზე უარი ვერ ვთქვი და მივეცი სოსკა. იმ დღესვე მომბეზრდა საჩუქარიც და ტკბილეულიც დავამთავრე. იმავე ღამეს მოკვდა ჩემში თოვლის ბაბუა როგორც პიროვნება. მას შემდეგ აღარასოდეს მოსულა ჩემთან ეგ სპეკულანტი.

5) მარშუტკის მძღოლს ხურდა ყოველთვის უნდა დაებრუნებინა. ერთხელ 55-ით ვმგზავრობდი(5-6 წლის ვიქნებოდი), რომელიც მაშინ 25 თეთრი ღირდა. ხოდა დედამ ფული მომცა(50 თეთრი) და მეც სიხარულით მივაწოდე მძღოლს. მან ხურდა დამიბრუნა(ერთის გადავიხადეთ). სახლში რომ ვბუნდებოდით, მძოლის მიერ მოცემული ხურდა სხვა მძღოლს მივეცი(25 თეთრი) ხოდა ველოდები როდის დამიბრუნებს ხუდას. დედაჩემი ჩავიდა დაბლა და მელოდება, მე ვიდექი ასე რამოდენიმე წამი და შემდეგ მძღოლმა მკითხა რა გინდაო, მე შემრცხვა და ჩავედი, ვერაფერი ვუთხარი.

ველი ბავშვობის მოგონებებზე პოსტებს(ვთაგავ) შემდეგი სამეულისაგან:

თათუშკას

ჰიუსტონს(კოსმიურ ჯვაროსანს)

ტომუშკას(Katten Försvann)

ქართული ომები ეპიზოდი IV:კაცია რა-ს ფენომენი

თემა რომელსაც ეხლა მე მინდა შევეხო ძალიან გაცვეთილია, იმაზე მეტად გაცვეთილი ვიდრე თავად ის უნდა იყოს რაზეც საუბარია. ქალიშვილობის ინსტიტუტზე ბევრი დაწერილა და კიდევ უფრო მეტი თქმულა, მაგრამ მე მინდა ერთი ჩემის აზრით საინტერესო კუთხით დაგანახოთ სიტუაცია რომელშიაც საქართველო იმყოფება თავის საყვარელ ინსტიტუტთან ერთად.      მერვე კლასიდან სკოლაში ვკამათობი, რომ გოგო ბოზი არ იყო თუ სექსი ექნებოდა სასურველ პიორვნებასთან, მეათედან ფორუმებზე ვიღლიდი თავს, მეთერთმეტე კლასიდან კი ძალიან იშვიათად ვერთვებოდი დისკუსიებში. სტუდენტობის ხანის დადგომასთან ერთად კი თითქმის დავდუმდი. დავიღალე და მივხვდი რომ არაფერი არ იცვლება საუბრით. მაგრამ…

რამდენიმე დღის წინ მეგობართან(მდედრია) საუბრისას, თემას მოჰყვა შეყვარებულთან სექსი და ა.შ და გავიგე რომ თურმე მეგობარი არ არის წინააღმდეგი თუ მისი შეყვარებული ე.წ ბოზთან დაამყარებს სექსუალურ კავშირს. “ბიჭია და აბა ხომ არ მოითმენს” ასეთი იყო ახსნა ამ ჩემთვის ამოუცნობ ფენომენზე. ვიფიქრე მხოლოდ ეს მეგობარი ფიქრობს ასეთქო და დავიწყე გამოკითხვის ჩატარება, რომელმაც რაღაც არანორმალური შედეგები მომცა. 25 გამოკითხული გოგოდან 23 არ ეწინააღმდეგება იმ ფაქტს რომ მის შეყვარებულს შეიძლება(მეტიც აუცილებელია) სექსუალური კონტაქტი აქვს სხვა გოგოსთან. “მთავარია მე ვუყვარვარ და იმასთან რაც უნდა ის აკეთოს, ცოლი რომ ვიქნები მერე აღარ ვაპატიებ”. არ ვიცი შეიძლება მე ვარ ბეცი და ამ ცხოვრების ფერხულს ვერ ვყვები კარგად, მაგრამ ვერაფრით ვერ ვხვდები როგორ შეიძლება ეს დაუშვა ადამიანმა. სიყვარული დავიკიდოთ საერთოდ, უბრალოდ რომ მოგწონდეს ბიჭი და მასთან ერთად იყო და იცოდე რომ შენი კოცნის მერე წავა და ვიღაცასთან ორგაზმს განიცდის ვერაა კარგი ამბავი. მერე ვიფიქრე ალბათ მე როგორც მამრი სხვანაირად ვფიქრობ მეთქი და ბიჭებს შევეკითხე აზრი და აქაც შედეგი დამთრგუნველი იყო. “შეყვარებულს სანამ ცოლად მოვიყვან მანამდე ნძრევით ხომ არ მოვკვდები”. რა ცუდია ყველაფერი, რომ აქამდე დადის.

ყველაფრის თავი და პრობლემა კი არის ის რომ შეყვარებულებს არ აქვთ სექსუალური კავშირი. არ არსებობს ნდობა და შესაბამისად იქ სადაც ნდობა არ არის სიყვარულიც ვერ იქნება. ბიჭებისაც მიკვირს ძალიან, არ მესმის გიყვარდეს გოგო ძალიან და ამ დროს ბოზებში დადიოდე, ამაში ფულს იხდიდე ან თუნდაც არ იხდიდე ისე “კერავდე” გოგოს. ესაა ქართული სიყვარულის ისტორია ის კაცია და უნდა იგიულაოს, ის კი ქალია და თავის დროს უნდა დაელოდოს, ფატას როდის მოხსნის მეუღლე და აზიარებს ცოლ-ქმრული უღლის ნეტარებას. რატომ არ დადის ქართველამდე, რომ საყვარელ ქალთან სექსი ჯობია ვიღაცა სრულიად უცნობ და ნაკლებ მიმზიდველ მდედრთან ღლაბუცს, ან რატომ არ აწუხებთ გოგოებს ის რომ “მომავალი მეუღლე” აგერ უკვე ურთიერთობის დასაწყისში ღალატობს და შემდეგ ეჭვი მეპარება შეიცვალოს რამე. ბევრჯერ გამიგია გოგოებისაგან “კაცია რა, ქალებშიც ივლის და იგულავებს კიდევაც”, “ბოზებში იაროს მთავარია მისი საყვარელი ქალი მე ვარ”.

ვწუხვარ რომ ასე “ვგულაობთ და ვსაყვარელქალობთ” საქართველოში.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)