Archive for the ‘regina spektor’ Tag

Sweet home

დღეს დავბრუნდი მშობლიურ თბილისში. ძალიან მეზარება დალაგებულად წერა, ამიტომაც ისე დავწერ როგორაც არ მეზარება.

1)კოღოებმა შემჭამეს სამეგრელოში. სისხლს  მწოვენ და მწოვენ პლიუს ფსიქიკურ შეშლილობას მკიდებენ ხოლმე, მუდამ ყურთან წუილებენ და მთელი ღამე არ მაძინებენ

2)მიხარია რომ დალევა აღარ მომიწევს. მარტო ჩემი ძმის ჩაბარების სადღეგრძელო სამი განსხვავებულით მაქვს ნათქვამი სხვადასხვა სუფრებზე. მაგისტრატურაზე ჩაბარება გადავიფიქრე, ციროზით სიკვდილს მირჩევნია ნაკლებ განათლებული სამაგიეროდ მოხუცი მოვკვდე

3) გზაში ერთ-ერთ დაწესებულებაზე ასეთი წარწერა ვნახე “იყიდება მზა, შემწვარი ხაჭაპური”.  მაინტერესებდა შემჭვარი ხაჭაპური როგორი იყო, მაგრამ გასინჯვა ვერ გავბედე.

4)უნივერსიტეტში საგნები ამირჩიეს მეგობრებმა. ეხლა არჩეული საგნიდან საბოლოოდ 4 მაინც თუ შემრჩება კარგია, დაიწყება ეხლა ეს იმას ემთხვევა ეს ამასო და მომიწევს სხვა რაღაცეების აღება.

5)როდესაც ქალაქიდან გავდივარ უსაფრთხოების ღვედს ვიკეთებ ხოლმე მანქანაში, ხალხი ისე მიყურებდა სხვა მანქანებიდან გზაზე რომ შემრცხვა ჩემი თავის. მეგონა რაღაც ცუდს ჩავდიოდი.

დღეს კოღოები არ მიკბენენ, ღვინოს არ დავლევ, გზაში არ დავიწვები და საერთოდ მიხარია რომ დავბრუნდი. არადა სულ სამი დღით ვიყავი წასული :დ

რაღაც ეს სიმღერა გამახსენდა ამ პოსტის წერისას,  მისი ტექსტი მიტრიალებდა თავში. No one laughs at God in bed when mosquitos are sucking blood from them ესეთი რამეც უნდა მიმატებინა ტექსტში :დ

Regina Spektor -Laughing with

5 most anticipated albums of 2009

მუსიკაზე საკმაოდ ხშირად ვწერ ჩემს ბლოგზე, მიზეზი მარტივია ხელოვნების ეს სფერო კინოს შემდეგ უმთავრესია ჩემს ცხოვრებაში. 2009 წლის დასაწყიში რომ გადავხედე მომავალ რელიზებს დორბილი მომადგა პირზე, თითქმის ყველა ჩემი ფავორიტი ბენდი უშვებდა ალბომს ამ წელს, უმეტესად ისინი “ისვენებდნენ” რომლებმაც 2008 წელს გამახარეს. 2009 წელი კარგად დაიწყო yeah yeah yeah-ის ალბომი გამოვიდა რომლის რევიუც ჩემი ბლოგერად ქცევის პირველ ნაბიჯად იქცა, YYY-ს It’s Blitz-ს მოჰყვა Iamx-ის Kingdom of Welcome Addiction და PJ Harvey-ის A Woman A Man Walked By(უახლოეს მომავალში ამ ალბომების გადმოსაწერ ბმულებსა და რევიუებსაც დავაგდებ). შემდეგ იყო kasabian თავისი ახალი ალბომით, რომელიც ვერ აღმოჩნდა ისეთი როგორსაც ველოდი. რამდენიმე დღის წინ რეჯინა და ფლორენსზეც დავწერე. ეს ალბომები 2009 წლის პირველი ნახევრის გავაყოლე, მეორე ნახევარში “მძჲმე არტილერია” ერთვება საქმეში და მეც 5 ყველაზე საინტერესო(imho) პროექტს გაგაცნობთ.

5)múm – Sing Along to Songs You Don’t Know (გადმოწერე)

ეს მუმის რიგით მეხუთე სტუდიური ალბომი იქნება რომელიც ზაფხულის ბოლოს გამოვა და იმედს ვიქონიებ, მინიმუმ წინა ალბომების დონის იქნება, წინა ალბომებში Finally We Are No One-სა და Go Go Smear the Poison Ivy-ს ვგულისხმობ. ამ ჯგუფს ახასიათებს ექსპერიმენტები და ვნახოთ იქნებ რაიმე ახალით გამაოცონ(გამახარონ მაინც)

4)Muse – The Resistance ( 14 September 2009)

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრიტანული ბენდი, სექტემბერში უშვებს თავის ახალ ალბომს. Muse იმ იშვიათ ჯგუფების რიცხვს მიეკუთვნება რომელთა პოპულარობაც და მუსიკის ხარისხიც ალბომიდან ალბომამდე იზრდება. 2006 წელს გამოსული მათი უკანასკნელი ალბომი Black Holes and Revelations წლის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი იყო. მეთიუ ბელამი(ვოკალი/გიტარა) და კომპანია გამორჩეულია იმითაც, რომ ძალიან ძლიერი live ფერფომანსები აქვთ, რაც ამ ბოლო ხანებში სანატრი გახდაახლადგამოჩეკილი მუსიკოსების ხელში.

3)Editors – In This Light and On This Evening (21 September 2009)

ამ ჯგუფის 2007 წელს გამოსული ალბომი An End Has a Start ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესოა XXI საუკუნის ინდი სამყაროში. ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული ნამუშევარი(არც განსხვავებული ჟღერადობაა, არც ექსპერიმენტებთან ან სუპერ სოლოებთან გვაქვს საქმე) კარგი ვოკალისა და ლირიკების წყალობით ერთ-ერთ ჩემს ფავორიტ ალბომად იქცა. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ Editors-ის ახალ ალბომს ასე ძიერ ველოდები. სიმართე ითქვას ცოტა პესიმისტურად ვუყურებ და ვეჭვობ შეძლონდა გაიმეორონ იგივე რაც An End Has a Start-ში გააკეთეს, მაგრამ ერთხელ მოსმენა ჩემგან გარანტირებული აქვს.

2)Arctic Monkeys – Humbug (19 August 2009)

ბრიტანელი გენიოსები ბრუნდებიან. აგვისტოს ბოლოს ალექს ტერნერი(ვოკალი/გიტარა) ისევ თავის უაზრო, მაგრამ მიმზიდველ ლირიკებს მომახვევს თავზე, იმედია ისევ ისეთი გიჟური მუსიკა და დრაივი იქნება ამ ალბომში როგორიც წინა ორ ნამუშევარშია. ალექსი 19 წლის იყო როდესაც Arctic Monkeys-მა პირველი ალბომი გამოუშვა. Whatever People Say I Am, That’s What I’m Not-ს მე პირადად ვაფასებ 10/10-იდან. ძალიან იშვიათად ვწერ მაქსიმალურ შეფასებას და აქედან გამომდიანრე მეტ-ნაკლებად კარგად ჩანს თუ როგორ ველი ახალ ალბომს.

1)Klaxons – (სათაური უცნობია)

თავისუფლად შეიძლებოდა აქ ტერნერი და კომპანია ყოფილიყო, მაგრამ ორიოდე წლის წინ Klaxons-მა რევოლუციური ალბომი გამოუშვა, Myths of the Near Future -მა new rave-ის პოპულარიზაციისთვის დაახლოებით იმდენი გააკეთა, რამდენიც Beatles-მა როკ მუსიკისთვის. ეს არანორმალური ნამუშევარი შეიძლება დახასიათდეს ერთი წინადადებით Future music. წესით ალბომი შემოდგომაზე უნდა გამოსულიყო, მაგრამ პროდიუსერებმა ბიჭებს ტრეკების ნახევრის გადამუშავება სთხოვეს, ზედმეტად ექსპერიმენტულობისდაგამო. : D

აი ესაა ალბომები რომლებზე რევიუებიც გარანტირებულია ჩემს ბლოგზე.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Regina Spektor and Florence Welch(album reviews)

დააახლოებით ერთი თვის წინ ჩემს-ერთ ერთ პოსტი Regina Spektor-ისა და Florence and the Machine-ს upcoming ალბომებს მივუღძვენი. ორივეს ალბომი “დავამუშავე” უკვე და ჩემს შაბეჭდილებებსაც გაგიზიარებთ.

Regina Spektor – Far (გადმოიწერე)

ბოლო ორი კვირაა “ჩემს ჩარტებში” მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს ეს რუსული წარმოშობის მომღერალი. Far ჩემი აზრით იმ დონის ნამუშევარი არ არის როგორიც Begin to Hope-ია თუმცა Indie pop-ის მოყვარულებს მაინც დიდ სიამოვნებას მიანიჭებს. სპეკტორი არ ღალატობს საყვარელ კლავიშებს და მის მუსიკაში მთავარია დგილი კვლავაც პიანინოს უჭირავს, მელოდიებითა და ჟღერადობით წინა ალბომის მსგავსია, თუმცა ალბომის მოსმენისას სულაც არ გიჩნდება შეგრძნება, რომ რაღაც ძველსა და უკვე მობეზრებულს უსმენ. ამ გოგოს აქვს ძალა თავისი ხმით მოაჯადოოს ნებისმიერი. ალბომის პირველი ტრეკი არ მომეწონა საშინლად. ალბათ იმიტომ, რომ Fidelity-ს დონის ტრეკს ველოდი.

პირველი იმედგაცრუების შემდეგ ნელ-ნელა მომიბრუნდა გული, რეჯინამ “გაახურა” ალბომი და მეც ნელ-ნელა ჩავიძირე მასში. Eet, Blue lips, Machine, laughing with, Folding chair და ბოლოს ბუუუმ Man of a thousand Faces . კმაყოფილი დავრჩი ალბომით. იცის ამ გოგომ თავისი საქმე, მიხარია, რომ დროის სვლასთან ერთად რეჯინას სიმღერები კომეციული მუსიკის ჭაობში არ ვარდება, უფრო სწორედ სპეკტორი არ აგდებს, ის კვლავ indie-სა და alternative-ს ერთგული რჩება.

7/10

Florence and the Machine – Lungs (გადმოიწერე)

ფლორენს უელჩი(Welch) და მისი ბენდი ახალბედები არიან მუსიკის სამყაროში. Lungs მათი სადებიუტო ალბომია და მოხარული ვიქნები, თუ ამ დონის კომპოზიციებს გამოაცხობენ მომავალშიც. Rabbit Heart(Raise It Up)-ის  მოსმენის შემდეგ, რომელიც ბოლო 3 თვის ყველაზე მოსმენადი ტრეკია ჩემს “ჩარტებში”, მოუთმენლად ველოდი მთლიან ალბომს და აგერ უკვე 2 კვირაა სიამოვნებით ვუსმენ ფლორენსის გასაოცარ ხმას. სუპერ ალბომია. პოპ ალბომებისთვის არადამახასიათებელი კარგი ლირიკებითა და ფლორენსის განუმეორებელი ვოკალით, მის შესაძლებლობებში დარწმუნება თუ გსურთ პირველ რიგში Hospital Beds მოუსმინეთ(cold war kids-ის სიმღერის ქავერია). ეს ტრეკი ალბომში არ შედის, მაგრამ მე ავტვირთე მასთან ერთად.

რამდენიმე ფავორიტ სიმღერას გამოვყოფ ალბომში:Rabbit Heart (Raise It Up), Drumming Song, You’ve Got the Love, Hurricane Drunk, I’m Not Calling You a Liar. ბლინ ყველა სიმღერის დაწერა მინდა : D ერთი დონის სიმღერებითაა დაკომპლექტებული მთლიანად ალბომი. 2009 წლის ერთ-ერთი საუკეთესო ალბომია.

9/10

აუცილებლად მოუსმინეთ ორივე ალბომს.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Upcoming Women

მიყვარს როდესაც ქალი მღერის. უფრო მეტად მიყვარს თუ კარგად მღერის.  მაგ:The long blondes, PJ Harvey, The Go! Team, CocoRosie და ა.შ ეს ის ჯგუფები და შემსრულებლებია რომელთა კომპოზიციებს სიამოვნებით ვუსმენ ხოლმე. ნუ Yeah yeah yeahs და მისი ვოკალი კერენ ოუ ჩემთვის საერთოდ სხვა მოვლენაა. მოკლედ რა ხდება. დღეს გადავხედე upcoming ალბომებს და ორი ძალიან კარგი პროექტის შესახებ შევიტყვე, კიდევ უფრო კარგია ის ამბავი, რომ ეს ალბომები ივლისში გამოდის და დიდხანს ლოდინი არ მომიწევს.

Regina Spektor – Far

რეჯინა სადღაც ორი წლის წინ გავიცანი. თავისი ნაზი ხმით მომხიბლა. პიანინოზე კარგად უკრავს, როგორც წესი მისი სიმღერები მთლიანად აკუსტიკურია და ეს ერთგვარ ხიბლს ძენს მის ტრეკებს. დიდი მსმენელი ნამდვილად არ ვარ სპექტორის, მაგრამ ერთმა ტრეკმა რომელიც ახალ ალბომში შევა გადამაწყვეტინა ამ ალბომს თავიდან ბოლომდე გავეცნო, როცა გამოვა.

აგერ გთავაზობთ ამ ტრეკის, Blue Lips-ის, ლაივ ვერსიას. 4 წუთი აუცილებლად უნდა გამონახოთ, რომ ამ სიმღერით თავიდან ბოლომდე დატკბეთ.

Blue Lips

Florence and the Machine – Lungs

ეს ჯგუფი ალბათ ძალიან ცოტას თუ გეცნობათ. სულ ახალბედა ქმნილებაა. სადებიუტო ალბომს უშვებენ წელს და არც დავინტერესდებოდი საერთოდ, რომ არა ერთი ტრეკი რომელსაც აგერ უკვე მეორე დღეა შეუწყვეტლივ ვუსმენ.

Rabbit Heart(Raise It Up) სიმღერა კი არა რა ვიცი მე რა არის. საოცარი ქმნილებაა. კლიპიც ზედგამოჭრილია სიმღერაზე. მუსიკა, ფლორიანის ვოკალი რომელიც ენერგიით მავსებს, შესანიშნავი ფერები კლიპში, ეს ყველაფერი ერთად ქმნის სიმღერას რომელიც აგერ უკვე ორი დღეა “ჩემს ჩარტებში”ლიდერობს და რომლის  გულისთვისაც მე მთლიან ალბომს  გავეცნობი.

ჩემი თხოვნაა, თუ მოუსმენთ ამ სიმღერას თავიდან ბოლომდე გააკეთეთ ს საქმე. შუაში გაწყვეტით მთლიანად იკარგება შთაბეჭდილება.

Rabbit Heart(Raise It Up)

2009 წელს კიდევ უამრავი საინტერესო მუსიკალური პროექტია რომლებზეც აუცილებლად ვისაუბრებ უახლოეს მომავალში, როგორც კი გადავაგორებ გამოცდებს და კოლოკვიუმებს უნივერსიტეტში. მანამდე კი დატკბით ამ ორი ტრეკით.

ალბომები როგორც კი გამოვა, აუცილებლად ავტვირთავ და დავდებ ლინკს ბლოგზე.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)