Archive for the ‘Trailer’ Tag

ზაფხულის ცუდი რიმეიქი

დღეს მომინდა რაიმე დამეწერა ჩემს ბლოგზე. ბევრი არ მიფიქრია, პოსტის იდეა თავისით მოვიდა. 2010 წლის ფილმებზე დავწერ, იმ ნამუშევრებზე რომლებიც უკვე გამოვიდა.

დავიწყებ იმით, რომ საშინელი წელია. ცუდი, ძალიან, ცუდი ან თვაილაითი ფილმები გამოდის. ჰოლივუდი იდეების კრიზისშია და რა ეშველება არ ვიცი, ხსნა არ ჩანს. რამდენი წელია კინო ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია და მე არ მახსოვს ჰოლივუდში ამაზე სუსტი ზაფხულის სეზონი. კარგი ან სუპერ ფილმი ძალიან ძალიან ცოტა გამოვიდა.

უკეთესია მემგონი მივყვე და მეტ–ნაკლებად ყველა ფილმზე ვთქვა რამე.

1) Shit რიმეიქები

ჰოლივუდში რომ იდეების ნაკლებობაა ეს მარტო ჩემი სიტყვები არაა და არც რაიმე ახალს ვამბობ. რიმეიქი “დიდებული” გამოსავალია. აიღებ რაიმე ძველს, ოდესღაც პოპულარულ ფილმს, ერთ–ორ ნაცნობ სახეს ათამაშებ, სპეცეფექტებით გაძეძგავ და პროდუქტიც მზადაა.

2010 წელს უკვე გამოვიდა რამდენიმე ძალიან ცუდი ფილმის რიმეიკი. უპირველეს ყოვლისა Alice in Wonderland და Robin Hood მინდა აუგად მოვიხსენიო. ტიმ ბარტონი ადგა და კეროლის პერსონაჟები 3D ფორმატში კინომოყვარულების თვალწინ გააუპატიურა. ალისა კინო მოკლებულია ყველაფერ იმას რაც ლუის კეროლის გენიალურ წიგნს აქვს. არც მაგიურობა, არც ბრწყინვალე ატმოსფეროს შეგრძნება, პერსონაჟების მიმზიდველობაც დაკარგულია. ფილმი არის ვინმე ალისაზე რომელსაც კრიტიკული დღეები აქვს და ჯონი დეპის ცანცარით ტკბება. დიახ ცანცარი არის ყველაზე თავშეკავებული გამოხატულება იმისა, რასაც დეპი ეკრანზე აკეთებს. მისი ერთ–ერთი ყველაზე საშინელი როლია მედჰეთერი. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჯონი კაპიტანი ჯეკ ბეღურას როლშია დარჩენილი ან ბარტონმა თხოვა იქ დარჩენილიყო. მოკლედ ფილმი ნაგავია. ჩეშირის კატაც კი ბანძია. ამ ფილმის ნახვას წინა საუკუნის დასაწყისში დისნეის გენიალური მულტფილმით ტკბობა ჯობია. აი იქ სულ სხვა კაიფი აქვს ყველაფერს, სიტყვა კაიფის ყველანაირი გაგებით.

როგორ შეიძლება “რობინ ჰუდი” დახასიათება?! რიდლი სკოტი დაბერდა. სკლეროზი აქვს და ეგონა “ზეციური სამეფოს” გაგრძელებას იღებდა. რასელ ქროუს პერსონაჟს რობინ ჰუდთან სახელის გარდა იმდენივე აქვს საერთო, რამდენიც კუპატის დამზადების ტექნოლოგიასთან. მეზარება ამ ფილმზე წერა. ქეით ბლანშეტის გარდა ყველაფერი ყარს ფილმში :სცენარი, ქროუ, რეჟისურა.

ამ ორი “დიდებული”  რიმეიქის გარდა Karate Kid, Clash of the Titans,  Nightmare on Elm Street, Wolfman, Crazies, და Predators გამოვიდა წელს.

ფრედი კრუგერის განახლებული თავგადასავალი და “მე ედრიან ბროუდის ვიხმარ” მტაცებლები არ მინახავს(ჯერ–ჯერობით). დანარჩენი ყველა ფილმი ცუდი იყო.

კარატისტი პაცანი არაფრისმომცემი  90 წუთი. გადაღეჭილ, მონელებულ, ფეკალიად ქცეული სიუჟეტით. ეს არის ფილმი სადაც ყველა დიალოგი predictable არის. ერთადერთი რამაც ფილმში გამხარა არის ის, რომ დავრწმუნდი უილ სმიტს ნიჭიერი ბიჭი ჰყავს.

“ტიტანთა ჯახის”  სცენარი სავარაუდოდ 14 წლის ბავშვებმა დაწერეს. გარდატეხის ასაკში მყოფმა ჩუკენებმა. ღმერთების ომზე ფილმზე რომ ოცნებობდნენ, თან მაგარი ნაშა რომ უნდათ ფილმში. სამწუხაროდ ეს “ბავშვები” მითოლოგიის ცოდნით ვერ დაიკვეხნიან. ჯინი და კრაკენი ოლიმპოს ღმერთებთან და ბერძნულ მითოლოგიასთან ისეთვე სასაცილოა, როგორც ფილმის დასასრული და სემ უორინგტონის პერსონაჟის დებილური(მთელი ფილმი თან) საუბარია.

ჯო ჯონსტონმა კაპიტან ამერიკაზე უნდა გადაიღოს ფილმი და უკვე მეშინია. “ადამიანი მგელი” ისეთი უსულო ნამუშევარია, რომ სტივ როჯერსიც არ მიაფუჭოს ამ რეჟისორმა.  ფილმში ძალიან მაგარი ატმოსფეროა, იგრძნობა რომ სადღაც ახლოს მაქცია დაძრწის, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი უგემოვნოდაა გაკეთებული. არადა შესაშური სამსახიობო ანსამბლი ჰყავდა რეჟისორს. ბენისიო დელ ტორო, ენტონი ჰოპკინსი, ემილი ბლანტი და ჰიუგო იუინგი. ფილმი კიდევ 100 წუთიანი წვალებაა.

“შეშლილნი” ყველაზე ნორმალური ფილმია ამ სიაში.  კარგი დასაწყისი აქვს. წარმოიდგინეთ ქალაქში ნელ–ნელა ყველა როგორ გიჟდება და ზომბის მსგავს საშინელებად იქცევა. რომ არა საშინელი ფინალი და ბოლოსკენ რამდენიმე ჩასვრილი სცენა ფილმი კარგი იქნებოდა, სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა.

2) იმედგაცრუებები

ყოველ წელს უამრავი რეჟისორი, მსახიობი, ფილმი მიცრუებს იმედს. ხანდახან ტრეილერი არის გასაგიჟებელი და შემდეგ ფილმი ნაგავი, ხან არცერთი არაფრად არ ვარგა. შევეცდები მოკლედ 2010 წლის პირველი ნახევრის ყველაზე დიდ იმედგაცრუებებზე დავწერო.

Shrek Forever After – სად გაქრა ის ყველაფერი რისთვისაც შრეკი, ფიონა, ვირი, კატა, ჯინჯი ან პინოქიო მიყვარდა? ძალიან დამწყდა გული მეოთხე, დასკვნით შრეკზე.მიმაჩნია რომ ფრენჩაიზის მეორე ნაწილი არის სანიმუშო მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს მულტფილმი. კარგი ანიამცია, დიდებული პერსონაჟები, ძალიან სასაცილო სცენარი და სუპერ სიუჟეტი. შრეკი 2 დღემდე ჩემი ერთ–ერთი უსაყვარლესი მულტფილმია. “სკოტი” ნამდვილად არ იმსახურებდა ასე გაუბედურებას მეოთხე ნაწილით.

Last Airbender – შამალანი მეზიზღება.  ერთ–ერთი უნიჭიერესი რეჟისორი წლების მატებასთან ერთად ერთ–ერთი უპრეზერვატივესი გახდა. მისი ფილმები წინ წასვლის ნაცვლად, სულ უფრო ემსგავსება ვარსიმაშილის ნამუშევრებს.

Percy Jackson & The Olympians – ვიფიქრე ახალი პოტერი მოევლინება ქვეყანასთქო. მაგრად შევცდი. საშუალოზე დაბალი დონის ფენტეზია პერსი ჯექსონის თავგადასავალი.

Legion – ახალ კონსტანტინს ველოდი. პოლ ბეტანი ყველაზე ახლოს დგას ჯონ კონსტანტინის ტიპაჟთან(კომიქსებს ვგულისხმობ) და გამიხარდა როცა მისტიკური ჟანრის ფილმში თამაშს დასტანხმდა. აღმოჩნდა რომ ჯობდა უარი ეთქვა. ამ ფილმის ცქერაზე უკეთესია ჩრდილოეთ კორეის საფეხბურთო ნაკრების ვარჯიშის ვიდეოჩანაწერის ყურება.

Daybreakers – ეს იმ ფილმთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც ჯობდა ტრეილერად დარჩენილიყო. ძალიან კარგი ტრეილერი, რომელიც ვამპირებზე სიანტერესო ფილმს გვპირდებოდა და სამწუხაროდ სრულმეტრაჟიანი ფილმი.

Repo Men – ამ ფილმზე საუბარი არც მინდა.  OLDBOY და Brazil მოსწონს ამის რეჟისორს,ეს არის ერთადერთი კარგი რისი თქმაც ფილმზე შემიძლია.

Greenberg – ორჯერ ვნახე. ერთი სანამ ფილმის რეჟისორს ნოა ბაუმბახის შეყვარებამდე და ერთი შეყვარების შემდეგ. გული მწყდება რომ ბაუმბახის ფილმია ეს უაზრობა.

3) ნათელი წერტილები

საბედნიეროდ რამდენიმე კარგი ფილმი გამოვიდა 2010 წელს, რომლებმაც შემინარჩუნეს ადამიანობა :დ

Iron Man 2 –  ყველაფერი საჭირო დოზით იყო ფილმში. მადლობა ფავროს რომ არ გააფუჭა პირველი ნაწილის შემდეგ ფილმი.

How to Train Your Dragon – ძალიან მაგარი მულტფილმი დრიმუორკისაგან. შესანიშნავი ფინალით და 3d იქსპირიენსით.

Shutter Island – სკორსეზემ იმდენი ქნა, რომ მეგობრები ორ ნაწილად “გაგვხლიჩა”. ძალიან დიდიხანს ვმსჯელობდით ფილმის ფინალზე და ვერაფრით ვერ შევთანხმდით. ლეონარდო დი კაპრიოს დიდებული წელი აქვს. მარტინ სკორსეზე კი ისევ ის მამაძაღლია რაც იყო.

Knight & Day/Kick-Ass/Get Him to the Greek/Date Night

მშვენიერი კომედიები. სხვადასხვა სტილში გადაღებული, აბსოლუტურად განსხვავებული სიუჟეტით და იუმორით, მაგრამ საერთო ნიშნით – გემოვნებით გაკეთებული.

P.S

კინო ზაფხული დასასრულს უახლოვდება და ერთადერთი ადამიანი ვისაც შეუძლია გადაარჩინოს  სეზონი არის კრისტოფერ ნოლანი და მისი Inception(22 ივლისიდან ჩვენს კინოთეატრებში). ამ ფილმზე ახლა არაფერს არ დავწერ, ისედაც ძალიან დიდი პოსტი გამომივიდა. ჟურნალ “ტაბულას” ორშაბათის ნომერში იქნება ჩემი პრევიუ და შეგიძლიათ წაიკითხოთ. მხოლოდ ერთს ვიტყვი ეს ფილმი კინოთეატრში უნდა ნახოთ.

Georgian movie SeaZone

არ ვიცი მე მეჩვენება, თუ მართლა ესეა ბოლო ხანებში(უკანასკნელი 6 თვის მანძილზე) მემგონი იმაზე მეტი ქართული მხატვრული ფილმი გამოვიდა კინოთეატრებში ვიდრე მთელი 90–იანი წლების მანძილზე.

შემოდგომაზე მთლად გაიგიჟეს თავი რეჟისორებმა. “ყველაფერი კარგად იქნება”, “თბილისური lovestory”, “გაღმა ნაპირი” და “ნაზარეს უკანასკნელი ლოცვა” გამოვიდა “ამირანისა” და “რუსთაველის” ეკრანებზე.  ჰარლინი ჩამოვიდა და გადარია ქართველი ხალხი, აგერ მადლიერი ქართველი ერი ყველა დროის საუკეთესო რეჟისორებში ასახელებს ამ ხელოვანს. რამდენიმე დღის წინ პენელოპა კრუსისა და ხავიერ ბარდემის ჩამოსვლის ამბავი გაირკვა… აპოგეას მიაღწია ქართული კინემატოგრაფის წარმატებამ ან პოპულარული ქართულით რომ ვთქვა გვეშველა მემგონი.

“ყველაფერი კარგად იქნება”–ზე ჩემი აზრი დავაფიქსირე ერთ–ერთ წინა პოსტში, ეს მხატვრული ფილმის გარდა ყველაფერია. “გაღმა ნაპირზე” უახლოეს დღეებში დავწერ. დანარჩენი ორი ფილმი კი არ მინახავს ჯერ.

ჩემი პოსტი კი Seazone–ს ეძღვნება ფილმს, რომლის ტრეილერმაც მომხიბლა. არა სიმართლეს ვიტყვი ტრეილერი როგორც ასეთი ბანძია, 3 წუთი გრძელდება და აქედან 1,5 მოსაჭრელია, უბრალოდ იდეა მომეწონა მაგრად. 4 ქართველი ბიჭი რომელიც ბათუმში, ზღვაზე დასასვენებლადაა ჩასული ერთ დღესაც იღვიძებს და სრულიად მარტონი არიან აჭარის დედაქალაქში.   კარგია რომ ნარკომანებზე და კაი ბიჭებზე არაა ფილმი, უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. თან ჭორის დონეზე გავიგე, რომ ფილმის ბიუჯეტი 1,5 მილიონი დოლარია, რაც ძალიან კარგი ფულია ქართული ფილმისთვის. ნამუშევრის პრემიერა მარტისთვისაა დაგეგმილი.

 

Seazone–ს ტრეილერი.

სამწუხაროდ youtube–ზე ვერ ვნახე ტრეილერი, myvideo–დან კი ვერ დავდე ლინკი.

 

 

წლევანდელი ოსკარის მაძიებლები და სირობები

ეს პოსტი “კინო შემოდგომის” გაგრძელებაა. თუ სექტემბერ-ოქტომბერში გამოსული ფილმების უმეტესობა არაფრისმომცემი ნაგავია, სამაგიეროდ ნოემბერ-დეკემბერი ოსკარის მთავარ ფავორიტებს “ახურებს” ხოლმე.

კინოაკადემიაში რატომღაც მხოლოდ იმ ფილმებს ანიჭებენ უპირატესობას რომელიც შემოდგომაზე გამოდის, ძალიან ძალიან იშვიათად რომ ზაფხულის რელიზი დააფასონ. გაზაფხულზე გამოსული ფილმი კი საერთოდ არ მინახავს რომელიმე მთავარ ნომინაციაზე. არ ვიცი რატომ ხდება ასე. ალბათ ავიწყდებათ წლის დასაწყისში რას უყურეს და მხოლოდ იმ ფილმებიდან ირჩევენ საუკეთესოს რომელსაც ცერემონიის წინ უყურებენ :დ

გაგაცნობთ რამდენიმე ფილმს, უმეტესობა ოსკარისთვის იბრძოლებს დანარჩენი კი კინოგაქრიავებაში მსუყე(:დ) თანხის მოგროვებას შეეცდება.

ნოემბერი:

Christmas Carol(NOVEMBER 6th)

რობერტ ზემეკისი კიდევ ერთი მცდელობა სრულყოფილი ანიმაცი შექმნას. აქ ვიზუალური მხარე ითვლება, თორემ ზემეკისს ტვინი არ ეყოფა და არც რეჟისორული შესაძლებლობები  თუნდაც PIXAR-ის დონის მულტფილმი გააკეთოს. სრულიად ახალი ტექნოლოგიებისა და ჯიმ ქერის დახმარებით, ზემეკისი ჩარლზ დიკენსის Christmas Carol-ის ეკრანიზაციას შეეცდება. იმედი მაქვს Beowulf -ითსუსტი ნამუშევარი არ იქნება.

The Box (NOVEMBER 6th)

სიუჟეტმა ძალიან დამაინტერესა. ახალგაზრდა წყვილს ჩუქნიან ყუთს, რომელშიც წითელი ღილაკია რომლის დაჭერის შემთხვევაშიც ვიღაცა მოკვდება(ვინ იქნება ეს ამას არ უმხელენ) სამაგიეროდ კი 1 მილიონ დოლას მიიღებენ. ფრენკ ლანჯელა, ჯეიმს მედსენი და კამერონ დიასი ეს ტრიო ძალიან კარგად გამოიყურება ტრეილერში და იმედი მაქვს დიასის უნიჭობა ფილმს არ გააფუჭებს.

The Men Who Stare at Goats (NOVEMBER 6th)

ისეთი პირი უჩანს ჯორჯ კლუნის ამ ფილმში ნათამაშები როლისთვის ოსკარზე თუ არა ოქროს გლობუსზე მაინც წარადგენენ. არ გამიკვირდება ჯეფ ბრიჯესი, ევან მაკგრეგორი ან კევინ სპეისიც რომ ვიხილო რომელიმე მნიშჳნელოვანი კინოდაჯლიდოების ნომინანტთა შორის. როგორც ხედავთ  ძალიან მაგარი მსახიობთა ანსამბლია შეკრებილი ამ ფილმში, რომლის სახელიც უკვე სასაცილოა, აღარაფერს ვამბობ თავად ტრეილერზე. ჩემთვის წლის ერთ-ერთი ყველაზე most anticipanted ფილმია.

2012(NOVEMBER 13th)

რონალდ ემერიხი მაიკ ბეის მსგავსი რეჟისორია. ოღონდ უფრო უნიჭო და გონებაჩლუნგი. ზუსტად ერთმანეთის მსგავს ფილმებს იღებს მუდამ და არ ვიცი რატომ ყველა ფილმს მაგარი შემოსავალი მოაქვს(ბეისთან კიდევ ერთი მსგავსება).  2012 ერთი-ერთზე ჰგავს The Day After Tomorrow-ს ტრეილერით და რათქმაუნდა არც ფილმებს შორის იქნება დიდი სხვაობა. ისევ დედამიწის დაქცევა და განადგურება, ისევ კატაკლიზმები და უბედურებები.

The Young Victoria(NOVEMBER 13th)

ჩემთვის სრულიად უცნობი რეჟისორის ჟან მარკ ვალეეს ფილმი. ეს რეჟისორი კანადელია მემგონი წარმოშობით, აი ეს ფილმი კი წმინდა წყლის ბრიტანული ნამუშევარია. ინგლისის დედოფალს ემილი ბლანტი თამაშობს, ფილმი ერთობ კარგი ჩანს. მთავარია ზედმეტად სენტიმენტალური და “აი ამ მომენტე უნდა იტირო” ფილმი არ იყოს.  მე ძალიან დამაინტერესა და თუ მომეწონება ვალესს ერთ-ერთ ფილმს C.R.A.Z.Y-ს ვნახავ :დ რომელსაც კანადურ კინოდაჯილდოებებზე, თავის დროზე ყველა პრიზი მოუგია თუ რამე არის.

p.s ემილი ბლანტი ძალიან ლამაზია. ფილმი კი მინიმუმ საუკეთესო კოსტუმებისთვის იქნება ოსკარზე ნომინირებული

Fantastic Mr. Fox(NOVEMBER 13th)

საერთოდ სურათიც რომ არ მქონდეს ნანახი, სათაურიც რომ არ ვიცოდე და  არც ტრეილერი მომწონებოდა ამ მულტფილმს მაინც ვნახავდი, რადგან მისი რეჟისორი უეს ანდერსონია. ძალიან მაგარი რეჟისორი რომელიც პირველად ცდის ბედს ანიმაციაშია. Rushmore, Darjeeling Limited ან Royal Tenenbaums ნანახი გექნებათ, თუ არა მაშინ ჯობია უყუროთ. იცის ამ კაცმა როგორ უნდა გადაიღოს ფილმი.

Twilight Saga: New Moon (NOVEMBER 13th)

MTV movie awards-ზე ისევ ყველაფერს ეს მოიგებს, ისევ გადარევს უამრავ თინეიჯერს და ზუსტად ისეთივე უაზრობა იქნება როგორიც წინა ნაწილია. 4-5 წელიწადში ერთხელ აუცილებლად გამოდის რაღაც დებილობა, რომელზეც ხალხი აფეტიშებს და თავს იგიჟებს. არადა ამაზე საცოდავი fantasy არც მინახავს მემგონი. ბრჭყვიალა ვამპირები, ადამიან-ვამპირის სიყვარული და ბლა ბლა ბლა. კოპოლას Dracula მაინც არ უნახავთ, უაინონა რაიდერისა და გარი ოლდმანის დასაწყისი ეპიზოდი ღირს მთელ ამ ფილმად. წიგნი არ წამიკიტხავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ნორმალური იქნება ეკრანიზაციასთან შედარებით.

Nine(NOVEMBER 27th)

რობ მარშალმა იცის მიუზიკლის გადაღება. დენიელ დეი ლუისმა კი რომელ პროექტში უნდა მიიღოს მონაწილეობა. ფედერიკო ფელინის 8 1/2 მუსიკალური ადაპტაცია სადაც არაერთი ულამაზესი ქალი იღებს მონაწილეობას(ნუ ფელინის რომ ჰყავდა იმათ ვერ შევადარებ), გუიდო კონტინის კი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი დენიელ დეი ლუისი თამაშობს. წელს ოსკარების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება ეს ფილმი.

Ninja Assassin (NOVEMBER 27th)

ჯეიმს მაკტეგიუს ახალი ფილმი. ამ კაცს V for Vendetta აქვს გადაღებული. მაშინ მისი პროდიუსერები ძმები ვაჩოვსკები იყვნენ(Matrix-ის შემქმნელები), ამ პროექტშიც იგივე მეორდება და ფილმის მაღალი ხარისხი გარანტირებულია. მაგრად მაინტერესებს რა გამოვია ისე. ვაჩოვსკებს ძალიან უყვართ იაპონური კულტურა და არ გამკვირვებია ამ პროექტს, რომ მოჰკიდეს ხელი.

Brothers(DECEMBER 4th )

ტობი მაგუაერს დიდი შანსი იყო მეორე Spider man-ში ვერ ეთამაშა. ზურგი აწუხებდა და ჯეიკ გილენჰაალით აპირებდნენ მის შეცვლას, საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მაგუაერმა შეძლო თამაში.  ამ ფილმში ეს მსახიობები ძმებს ითამაშებენ. ფილმი Pearl Harbor-ის სიუჟეტს წააგავს თავიდან, ძმა დაღუპული ჰგონია გილენჰაალის პერსონაჟს და მის ქვრივთან რომანს გააბამს, მას სემდეგ რაც მაგუაერი დაბრუნდება სახლში ყველაფერი იცვლება და აქ იწყება ყველაზე საინტერესო… “სპაიდერ მენი” არასოდეს მიმაჩნდა ნიჭიერ მსახიობად, პირიქით მისი უაზრო გამომეტყველება ბევრ ფილმს აფუჭებს, მაგრამ ამ პროექტში ძალიან ძალიან მაგრად ზის პერსონაჟში. ვნახოთ რა იქნება, შეიძლება ტობი ოსკარის ნომინანტთა შორის ვიხილოთ

The Princess and the Frog(DECEMBER 11th)

Disney ფესვებს უბრუნდება და დეკემბრის შუაში უშვებს მულტფილმს, რომლის პერსონაჟები კვლავ ხელითაა დახატული და 90-იანი წლების “ოქროს ხანის” მულტფილმების სტილშია გადაღებული. ძალიან მაინტერესებს რა გამოუვათ, ისე კი მომენატრ ერთი ტრადიციული cartoon.

Invictus (DECEMBER 11th)

კლინტ ისტვუდი სანამ ცოცხალია ფილმს მუდამ გადაიღებს. კინოაკადემიაში მაგრად ევასებათ და მინიმუმ ნომინაციებს ისევ მისცემენ. ისე საინტერესო პროექტი ჩანს. ფილმი სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის რეჟიმის გადავარდნის შემდეგ ნელსონ მანდელას გაპრეზიდენტებასა და რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზეა უფრო სწორედ. ნელსონ მანდელასა(მორგან ფრიმენი) და სამხრეთ აფრიკის რაგბის ნაკრების კაპიტნის, ფრანცის პიენაარის(მეთ დეიმონი), ურთიერთობაზეა .

The Lovely Bones (DECEMBER 11th)

2 წელიწადზე მეტია ამ ფილმს ველოდები. პიტერ ჯექსონი გენიოსია, უბრალოდ არ შეუძლია ამ კაცს ცუდი ფილმის გადაღება. ბევრს არაფერს დავწერ ამ ფილმს პოსტი მაქვს უკვე მიძღვნილი მისი ტრეილერისათვის და შეგიძლიათ ნახოთ.

Avatar(DECEMBER 18th)

ჯეიმს კამერონის ახალი ფილმი რომელიც ალბათ ყველაზე რეკლამირებული და აჟიტირებული პროექტია კინოს ისტორიაში. კამერონი იფიცება(და ვინც ნახა პრომო ჩვენებები) ფილმი კი არა სასწაულიაო. ფილმის სცენარი 14 წლის წინ ჰქონდა მზად Titanic-ის რეჟისორს, მაგრამ მაშინ საჭირო ტექნოლოგიების არ არსებობის გამო გადადო 15 წლით ფილმის გადადება და აი 2009 წელს visual stunning პროექტს გვპირდება ჯეიმსი. იმედი არ გვატყუებს.

It’s Complicated(DECEMBER 25th)

წარმოიდგინეთ ფილმი სადაც ორ მამაკაცს ერთი და იგივე ქალი უყვარდება. ეს მამრები ალეკ ბოლდუინი და სტივ მარტინია, ქალი კი მერილ სტრიპი. არცაა საჭირო მეტი ინფორმაცია ამ ფილმზე რომ უყურო კინოში. კარგი romantic comedy გარანტირებულია ისედაც.

Sherlock Holmes ((DECEMBER 25th)

გაი რიჩიმ თავისი რეჟისორული კარიერა ისე დაიწყო ბევრს შეშურდებოდა, მერე მადონას ქმრობამ თავისი ხელი დაატყო და ზედიზედ რამდენიმე ცუდი ფილმი გადაიღო, ცუდი არა საშჲნელი უფრო, მაგრამ შარშან გამოსწორების გზას დაადგა rocknrolla გადაიღო წელს კი რობერტ დაუნი უმცროსი შერლოკ ჰოლმსის როლზე მიიწვია და მაგრად გამიკვირდება ცუდი ფილმი რომ გამოუვიდეს. პლიუს ჯუდ ლოუ და რეიჩელ მაკადამსი იქნება ფილმშჲ. ბრიტანულ სტილში გაკეთებულ კარგ სათავგადასავლო კომედაის ველი მე პირადად.

Update:

Single man(2009)

უკომენტაროდ!

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

The Imaginarium of Burton and Gilliam/ჰიტ ლეჯერის უკანასკნელი როლი

თანამედროვე კინოში თუ ვინმეს ფილმში ჯადოსნური ატმოსფეროს შექმნა შეუძლია, მათ რიგებში უეჭველი მოწინავე რიგები ეჭირებათ ტიმ ბარტონსა და ტერი გილიამს. ამ ორ რეჟისორს აქვს თავისი ნიშნა რომლითაც ისინი განუმეორებლები არიან.

ტიმ ბარტონი რიგით მეშვიდეჯერ ათამაშებს თავის ფილმში ჯონი დეპს და თუ გავითვალისწინებ მათ წინა, ერთობლივ, ნამუშევრებს

Edward Scissorhands 7/10

Charlie and the Chocolate Factory 7/10

Ed Wood 8/10

Sweeney Todd 7.5/10

Sleepy Hollow 7/10

Corpse Bride 9/10

ნამდვილად შემიძლია მქონდეს იმედი, რომ ეს ფილმიც კარგი იქნება.  უი ხო ფილმის სათაური ALICE IN WONDERLAND-აა და როგორც მიხვდით ლუის კეროლის უკვდავი და ჩემი ერთ-ერთი უსაყავრლესი წიგნის ეკრანიზაციასთან გვაქვს საქმე.

ჯერ მხოლოდ ტიზერი არის გამოსული, ფილმი მთლიანად დამუსავების პროცესშია და 2010 წლის გაზაფხულზე გამოვა კინოგაქირავებაში. ერთის თქმა თამამად შეიძლება, ვიზუალურად ბრწყინავლედაა ყველაფერი გაკეთებული.

Vodpod videos no longer available.

more about “Alice in the wonderland“, posted with vodpod

ტერი გილიამი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი რეჟისორია. მართალია ბოლო წლებია ისეთ ფილმებს ვეღარ იღებს როგორსაც 10-20 წლის წინ ქმნიდა, მაგრამ იმედი მაქვს ძველი ტერი დაბრუნდება. ამ ფილმში გადაღება დაიწყო და დაიღუპა კიდევაც ჰიტ ლეჯერი. არა ფილმი არაფერ შუაშჲა, უბრალოდ ეს მისი როლია. შუა პროექტი აღარ შეწყვიტა გილიამმა და ლეჯერი სამი მსახიობით შეცვალა:ჯონი დეპი, კოლინ ფარელი და ჯუდ ლოუ. როგორ და რანაირად ამას ფილმიდან გავიგებთ. თუმცა ტრეილერის ნახვის შემდეგ ვგონებ გასაოცარი არ იქნება მთავარი გმირის ტრანსფორმაცია. ტერი გილიამმა ვგონებ მთელი თავისი ფანტაზიასა და ოცნებებს ფრთები შეასხა და ყველაზე არაამქვეყნიური სამყარო შექმნა.

დატკბით ტრეილერით. ფილმი წლის ბოლოს გამოვა შეერთებულ შტატებში. ჩვენთან ღმერთმა იცის როდის.

Vodpod videos no longer available. more about “The Imaginarium of Doctor Parnassus“, posted with vodpod

The Angry Sheep

რევოლუციური ფილმი. კინოკომპანია G.G.N films-ისა და Vazisubani entertainement-ის პირველი საკულტო ნამუშევარი. მხატვრული ესკიზი რომელმაც შეძრა კინოსამყარო.  ფილმის Underground-ში წარმატების შემდეგ, Warner Bros.-მა იყიდა ფილმე ყველა უფლება და ა.შ.შ-ის კინოგაქირავებაში ჩაუშვა ფილმი.

ეს არის ნამდვილი ქართული ისტორია მამა-შვილის ურთიერთობასა და პრობლემებზე. შვილის როლს მე ვასრულებ და თუ გავითვალისწინებთ იმ ჯილდოებსა და პრემიებს რომელიც ამ როლისათვის მივიე ერთობ წარმატებულად გამომდის გონებაშეშლილი(მიზეზთა და მიზეზთა გამო) ყმაწვილის თამაში. ჩემი ეკრანული პარტნიორი, ნამდვილ ცხოვრებაში ჩემი ახლო მეგობარი და ძმაკაცია. მას ამ ამპლუაში ადაპტირებისათვის, ასე ვთქვათ სხვა ტყავში გახვევისათვის, 4 თვე დაჭირდა. მან ეს 16 კვირა პედოფილებთან გაატარა  ორგანიზაციაში სახელწოდებით NAMBLA (North American Man/Boy Love Association).

სანამ ფილმს წარმოგიდგენდეთ მინდა რამდენიმე ნაწყვეტი შემოგთავაზოთ სხვადასხვა კინოკრიტიკოსის ინტერვიუდან. მე, თქვენმა მონა-მორჩილმა(ყველაზე ყ*ე ფრაზა)  ვთარგმნე ინგლისურიდან, შეძლებისდაგვარად ზუსტად.

“უცნაური, საზარელი ამბავი შურისძიებისა, მსახიობების ძლიერი პერფომენსი და რეჟისორის ბნელი ხედვა ჩვენი სამყაროსი ქმნის ბოლო წლების ერთ-ერთ საუკეთესო ფილმს”

Chicago Reader

“პროვოკატიული, შოკისმომგვრელი, შვაიუ იუმორითა და თავბრუდამხვევი სცენარით. ოსკარის ღირსი ფერფომენსი და მუსიკა რომელიც მთელი ფილმი ტანში გივლის”

Dubai today

ეს არ ვთარგმნე

“Bold performances and sensitive, spot-on direction make watching this difficult tale of trauma and abuse a thought-provoking, resonant experience.”

Daily Xoni

“რამაშკის პირშიგამოვლებსავით უსიამოვნო, ზვიად გამსახურდის სიკვდილივით მძჲმე და ნუგზარ ერგემლიძის სიმღერებივით საზარელი. Movie of ages. უცხოს შემდეგ ყველაზე “ჟუტკი” ატმოსფეროსმქონე ნამუშევარი, “კოსმოსური ოდისეის” სიდიადითა და  “კრიმინალური საკითხავისებრი” იუმორით.

“ასავალ დასავალი”

ეს კი თავად ფილმი

პ.ს ტიტრებში Sun სპეციალურად წერია.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

The Lovely Bones

მე და პიტერ ჯექსონი პირველად ერთმანეთს 2001 წელს დავეჯახეთ. 2002 წელს უკეთესად გავიცანი, 2003-ში კი საბოლოოდ შემიყვარდა.

ეს ახალ ზელანდიელი რეჟისორი The Lord of the Rings ტრილოგიის, King Kong-ისა და Heavenly Creatures შემქმნელია.  ის იმ იშვიათი რეჟისორების რიცხვში შედის რომელთაც შეუძლიათ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ჟანრებში, ერთნაირი სიძიერი ფილმები გადაიღონ. Meet the Feebles გიჟური შავი კომედიაა,  Heavenly Creatures კარგი დრამა, King Kong ერთ-ერთი საუკეთესო რიმეიკი რაც კი ოდესმე მინახავს, The Lord of the Rings კი…. რამდენიმე ხნის წინ შევპირდი ჩემს თავს, რომ არ ვისაუბრებდი ხოლმე ამ ფილმზე, საყავრელ ფილმებშიც კი არ ვახსენებ ხოლმე. რაღაც სრულიად სხვა მოვლენაა ჩემთვის ჯექსონის ტრილოგია.

2005 წლის შემდეგ პიტერის ნამუშევარი არ მინახავს მე. 2 წლის წინ გავიგე, რომ  The Lovely Bones მუშაობდა. ეს ფილმი კიდევ ერთი ნაბიჯია რეჟისორის კარიერაში, კიდევ ერთი მცდელობა, კიდევ ახალ ჟანრში მოსინჯოს თავი. ფილმის მთავარი პერსონაჟები სალმონსების ოჯახის წევრები არიან. 14 წლის სუზი სალმონსს 1973 წლის 6 დეკემბერს უცნობი პიროვნება კლავს, აქ იწყება ჯექსონის ისტორია, რომელიც 2009 წლის დეკემბერს გამოვა კინოთეატრებში.

როგორც იქნა ვეღირსე პირველ ტრეილერს და კმაყოფილი ვარ. თან უბრალოდ ვიცი, რომ არ გამიცრუებს პიტერ ჯექსონი იმედებს.

მაშ ასე უყურეთ ტრეილერს ფილმისა, რომელსაც წელს ყველაზე მეტად ველოდები.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

პოპკორნის სეზონი ანუ როდის ჯობია კინოში ზასაობას ფილმის ცქერა IV- August

ეს გახლავთ Popcorn movies რიგით მეოთხე და უკანასკნელი ნაწილი.  იმედია ჩემს მიერ ჩამოთვლილი ფილმებიდან, ნებისმიერი სიიდან რომელიმემ მაინც დაგაინტერესათ და გაგიჩინათ სურვილი კინოთეატრს ეწვიოთ ან სახლში ცხელი ზაფხულის რომელიმე დღეს ეკრანს მიეჯაჭვოთ.

აგვისტო:

G.I. Joe: The Rise of Cobra(AUGUST 7th) – ბავშვობაში G.I. Joe-ს სათამაშოებზე ვოცნებობდი ხოლმე. ეჰჰ რა დრო იყო. აგერ დრო მოვიდა და ფილმსაც იღებენ უკვე. რეჟისორი სტივენ სომერსი იქნება, მუმიებისა და ვან ჰელსინგის გადაღებით გამოწრთობილი პიროვნება. სამსახიობო ანსამბლი ისეთია ერთხელ ნახვის სურვილს ნამდვილად ტოვებს. ჩანინგ ტატუმი, მარლონ უეინსი, სიენა მილერი, კრისტოფერ ეკლესტოუნი და ა.შ. ტრეილერი მომეწონა თორემ ამ ფილმს არც დავდები აქ, თუმცა CGI(კომპიუტერული ეფექტები) საკმაოდ ნურმალური ჩანს და თუ ფლოთი არ იქნება სტივენ სიგალის ფილმების მსგავსი ღირს ერთხელ ნახვა.

Final Destination: Death Trip(AUGUST 14th) – დარწმუნებული ვარ ბევრს ამ ფრენჩაიზის პირველი სამი ნაწილიდან ერთ-ერთი მაინც გინახავთ. ფილმები საკმაოდ საინტერესო იდეით. სიკვდილს გადარჩენილ ადამიანებს როგორ დასდევს სიკვდილი რათა დაამტკიცოს ქართული გამონათქვამი:”რაც შუბლზე გაწერია ვერ აცდები”. რამდენად ხარისხიანია ფილმები ეს უკვე სხვა საკითხია. მესამე ძალიან ცუდი იყო და დიდი იმედი მაქვს, რომ მეოთხეში რაიმე ახალს და საინტერესოს შემოგვთავაზებენ ფილმის შემქმნელები. უიჰ სულ დამავიწყდა ფილმის 3D იქნება და სრული ეფექტის მისაღებად სათვალეებით, კინოთეატრებში ცქერა იქნება აუცილებელი.

Taking Woodstock(AUGUST 14th) – სიტყვა ვუდსტოკი ალბათ ყველასთვის თავისუფლებასთან, ჰიპებთან, როკენროლის ღმერთებთან და უბრალოდ გენიალურ მუსიკასთან ასოცირდება. ენგ ლი დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი რეჟისორია. ამ კაცს თანაბარი სიძლიერით შეუძლია გადაიღოს დრამა, ფენტეზი, ექშენი და უბრალოდ რაც მოუნდება ის. მოკლედ აგვისტოს ცხელ დღეებში ამ ფილმით გაგრილება არავის არ აწყენს.

Inglourious Basterds(AUGUST 21st) – იოოოოოოოოოოო. კვენტინ ტარანტინო ბრუნდება. 90-იანების საკულტო პიროვნებად ქცეული ტარანტინო თავისი ოცნების ფილმით გვიბრუნდება. ეს არის პროექტი რომელზედაც კვენტინი არაერთი წელია მუშაობს და როგორც იქნა დაადგა საშველი მის გადაღებას. ფილმში მთავარ როლს ბრედ პიტი შეასრულებს. რაღაც აფეთქების მოლოდინში უნდა ვიყოთ. გული მიგრძნობს ან ძალიან მაგარი ფილმი შემრჩება ხელში, ანდა ტარანტინოს ყველაზე ნაგავი ნამუშევარი.

H2(AUGUST 28th) – რობ ზომბი ჰელოუინით ბრუნდება. პახმელიაზე სანახავი ფილმი იქნება. ბევრი სისხლი და შეშის ემოციით მსახიობები.

The Boat That Rocked(AUGUST 28th) – 28 აგვისტოდან ბრიტანელი “ამხანაგები” გვიწვენ თავიანთ კატერზე. სადაც ყველაფერი არის რაც ადამიანს სურს. სექსი, მუსიკა, როკი, მოსაწევი, თავისუფლება, გარყვნილება, ფილიპ სეიმურ ჰოფმანი და გემა არტენტონი. უბრალოდ ბრიტანული კომედია რომელიც მინიმუმ 90 წუთით გაგვიხალისებს ცხოვრებას და დაგვასევდიანებს იმაზე ფიქრით როგორი უნდა იყოს ნამდვილი რადიოს წამყვანი. ესეც ზაფხულის ცხელი სეზონის ანონსი. შემოდგომის დადგომასთან ერთად ოსკარების ციებ-ცხელებით დაგიბრუნდებით.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

ანუ როდის ჯობია კინოში ზასაობას ფილმის ცქერაIII-July

როგორც კინომანს ივლისი მიყვარს ძალიან. სანამ შემოდგომაზე “დავიტვირთები” დრამებითა და “მე ოსკარი მინდა” ფილმებით, მანამდე ზაფხულში დადებითან ვიმუხტები ხოლმე. ივლისი კი ყველაზე მეტად მახარებს ხოლმე სუპერ ბლოკბასტერებით.

Public Enemies(JULY 3rd) – მაიკ მანს ყველაზე კარგად კრიმინალური დრამების გადაღება ეხერხება და გამიხარდა რომ სწორედ ამ ჟანრში აპირებდა ფილმის გადაღებას. სიხარულის გრძნობამ კიდევ უფრო მოიმატა როდესაც გავიგე, რომ ფილმში მთავარ როლებს ჯონი დეპი და კრისტიან ბეილი შეასრულებდნენ. ეს იქნება ფილმი 30-იანი წლების ყველაზე ცნობილ ამერიკელ მძარცველზე ჯონ დილინჯერზე, რომელის საოცარ ისტორიას იმედია არანაკლებ საოცრად გადმოგვცემენ ამ პროექტის საშუალებით.

Ice Age: Dawn of the Dinosaurs(JULY 3rd) – იოოო. დიდი გამყინვარების “სასტავი” ბრუნდება. მანი, დიეგო, ელი და რათქმაუნდა სკრატი ყველაზე მაგარი მღრღნელი მსოფლიოში. საძმო იურულ პერიოდში ხვდება, სადაც დინოზავრებთან მოუწევთ “ჭიდილი”. მთავარია მულტფილმი სასაცილო იყოს და ვისაც უნდა იმას ებრძოლონ. რათქმაუნდა ჩვენს კინოთეატრებში ეს ანიმაციური ფილმი გამოვა ამაზრზენად ნათარგმნი, რათა ნებისმიერ კინომანს დაეკარგოს მისი კინოში ნახვის სურვილი.

Brüno(JULY 10th) – ალბათ ყველამ იცით ბორატი. თუ არ იცით მაშინ დაასრულეთ თქვენი სიცოცხლე თვითმკვლელობით. საშა ბარონ კოენმა იცის როგორ უნდა დასცინოს ხალხს, ჩვეულებებსა თუ ტრადიციებს და თავისი პერსონაჟით ბრუნო ის ამჯერად შეეცდება მოდის სამყაროს “მანკიერი” მხარეები დაგვანახოს. ბრუნო გეია რომელიც უახლესი მოდის ტენდეციების ძიებაში არაერთ სასაცილო ისტორიაშჳ ხვდება. ფილმი “ბორატის” სტილშია გადაღებული, ანუ ნახევრად დოკუმენტური კადრებითა და სცენებით. ეს კი ფილმს უფრო სასაცილოდ აქცევს.

Harry Potter and the Half-Blood Prince(JULY 17th) – მამაძაღლი პოტერი ბრუნდება. ტრეილერი შთამბეჭდავი აქვს. იეტისმა მემგონი მიაგნო ფორმულას რომლის მიხედვითაც წარმატებით შეიძლება პოტერის ეკრანიზება. ამ ფილმს არ ჭირდება ბევრი რეკლამირება და ა.შ fantasy-ს  მოყვარულებმა კინოში უნდა უყუროთ ასეთ სანახაობას.

(500) Days of Summer(JULY 17th) – ფილმი რომელიც “განწირულია” გოგოების გულის დასაპყრობად. ერთი შეხედვით ბანალური სიუჟეტი, რომელიც ასე ძლიერ იზიდავს სუსტი სქესის თინეიჯირებს. მიზეზი რატომაც ამ ფილმს ვნახავ არის ის, რომ მთავარი პერსონაჟი ძალიან ჰგავს ჰიტ ლეჯერს.

The Ugly Truth(JULY 24th) – წლის წინ ჯერალდ ბატლერს მამამისიც ვერ ცნობდა სახლში, დღეს კი ერთ-ერთი ყველაზე პოპულალური მსახიობია. ფილმში ქალების მუსუსის როლს ასრულებს რომელიც თავის თანამშრომელს მამაკაცის შებმაში ეხმარება. მერე როგორც მოსალოდნელია ერთმანეთი შეუყვარდებათ ალბათ. ტრეილერი სახალისო აღმოჩდა და მემგონი ღირს ყურება.

Funny People(JULY 31st) – არც ტრეილერის ნახვა არ მჭირდება, არც სიუჟეტის გაგება და არც იმის თუ ვინ თამაშობს ფილმში. მას შემდეგ რაც გავიგე რომ ფილმის რეჟისორი ჯუდ აპატოუა, ეს ფილმი ავტომატურად most anticipation ფილმთან რიცხვში ჩავწერე. ჯუდ აპატოუს დამსახურებაა რომ არსებობს ისეთი კომედიები როგორებიცაა: Step Brothers, Forgetting Sarah Marshall, Walk Hard: The Dewey Cox Story, Knocked Up, The 40 Year Old Virgin და ა.შ რა ვიცი რომელიმე თუ არ გაქვთ აქედან ნანახი აუცილებლად ნახეთ, რაღაც არანორმალურად სასაცილო ფილმებია. “ტონკი” ხუმრობებითა და წარმოუდგენელი სიტუაციებით.

გაგრძელება იქნება… აგვისტო და ტარანტინო გველოდება წინ.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Popcorn Season ანუ როდის ჯობია კინოში ზასაობას ფილმის ცქერა II- june

ბევრს არ ვილაპარაკებ და პირდაპირ საქმეზე გადავალ. მაისის შემდეგ გაგაცნობთ ივნისში გამოსასვლელ ფილმებს რომელთა ნახვა ჩემი აზრით ღირს(ან ეღირება, ასე უფრო სწორია)

ივნისი:
Land of the Lost(JUNE 5th)
ფილმი სადაც უილ ფერელი ასრულებს მთავარ როლს ხშირ შემთხვევაში გარანტირებული სიცილის ნაკადია, რომელიც მთელი ფილმის განმავლობაში არაერთხელ მოგაწყდებათ. ეს ძალიან სასაცილო კომიკოსი ყოველთვის ახერხებდა ჩემს გაცინებას და ვეჭვობ არც ეხლა გაუჭირდება დიდად.
Away We Go(JUNE 5th)
ტრეილერი მომეწონა ძალიან ძალიან. სემ მენდესმა შარშან გული დამწყვიტა თავისი Revolutionary road-ით და იმედი მაქვს American Beauty-ს დონის ფილმს თუ მაღალხარისხოვან ოჯახურ დრამას(კომედიის ელემენტებით) მაინც შემოგვთავაზებს. indie ფილმები ამ დონის რეჟისორების გადაღებით ძალიან ხშირად გაცილებით უკეთესია ვიდრე მეგა კომპანიების დიდი ბიუჯეტით გადაღებული.

The Hangover(JUNE 5th)
რაღაც კარგი კომედია ჩანს. ზედმეტი კითვები, რომ არ გაგიჩნდება უბრალოდ 80 წუთი უყურებ და იცინებ კარგად. პოპკორნს და კოკა-კოლას დააგემოვნებ და ნასიამოვნები წამოხვალ კინოდან. რათქმაუნდა არ მაქვს იმის ილუზია, რომ ეს ფილმი ჩვენს კინოთეატრებში გამოვა ეს უბრალოდ წარმოვიდგინე. 😀
Moon(JUNE 12th)
ოოოჰ. ამ ზაფხულის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფილმი. სემ როკველი იდიოტია. ნიჭიერი მსახიობია და არასწორად მართავს თავის კარიერას. არადა თავისუფლად შეუძლია ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი იყოს მეორეხარისხოვან როლებში. ამ ფილმით იმედია მისი “წონა” ერთი-ორად მომიმატებს. რაღაც საინტერესო sci-fi ჩანს, ატმოსფერო ძალიან დამთრგუნველია, ისტორია შემზარავი. ადამიანი რომელიც მთავარეზე სრულიად მარტოა და თავის თავს მკვდარს აღმოაჩენს.

Year One(JUNE 19th)
ქრისტეს შობიდან პირველი წელი. სუპერ კომიკოსი ჯეკ ბლექი და სუპერ ლუზერი მაიკლ სერა იწყებენ თავიანთ მოგზაურობას სამყაროში სადაც ძალიან ბევრი ნაცნობი სახე და პერსონაჟია. აბელი და კაენი მაგალითად.
Whatever Works(JUNE 19th)
უბრალოდ ვუდი ალენის ფილმია. ამ კაცმა კი ნმადვილად იცის როგორ უნდა გადაიღოს ფილმი.
Transformers: Revenge of the Fallen(JUNE 26th)
რამდენიმე წლის წინ როდესაც პირველი ტრანსფორმერები ვნახე კინოში, უზომოდ კმაყოფილმა დავტოვე დარბაზი. არნახული სანახაობა, დიდი დოზით იუმორი და ექშენი, მეგან ფოქსი, მეგატრონი, ბამბელბიი და უბრალოდ ფილმი რომლის გამოც ადამიანს გიხარია კინოში ბლოკბასტერების ყურება. დიდი იმედი მაქვს, რომ მეორე ნაწილი იგივე ემოციებს დამიტოვებს. ტრეილერი შთამბეჭდავი აქვს ნამდვილად, მთავარია ფილმი აღმოჩნდეს იმავე დონის.

გაგრძელება იქნება… ივლისი გველის წინ

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Popcorn Season ანუ როდის ჯობია კინოში ზასაობას ფილმის ცქერა

ზაფხული კარს მოგვადგა თუ როგორც ვამბობთ ხოლმე ქართველები. მაისი მიყვარდა ყოველთვის ბევრი დასვენების დღე არის და სკოლაში მოღვაწეობისას სწორედ ამ თვის ბოლოს იწყებოდა თავისუფლება.
გაგიკვირდებათ მაგრამ მაისი მარტო ამით არ არის ცნობილი. ამ თვეს ა.შ.შ-ში ტრადიციად იქცა ბლოკბასტერების სეზონის გახსნა რომელიც აგვისტოს შუამდე გრძელდება ხოლმე. მაღალბიუჯეტიანი ფილმების 85% სწორედ ამ სეზონში გამოდის ხოლმე. popcorn movie მოყვარულების ზეიმი 1 მაისს იწყება და იმედი მაქვს რომ არაერთ კარგ, ხარისხიან გასართობ ფილმს ვიხილავთ. ასევე იმედი მაქვს ამგრამ ალბათ უტოპიური იმასთან დაკავშირებით, რომ ბლოკბასტერების უმეტესობას კინოთეატრში ვნახავ. საქართველო-რუსეთ ომის შემდეგ კინოში 3-4 ჯერ ვიყავი და ეხლა ვერც კი ვიხსენებ რაზე. მსოფლიო პრემიერები ძვირი ჯდება და ამიტომ ის ფილმები გადის კინოთეატრებში რომელიც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში უკვე DVD და Blue ray დისკებზე იყიდება.
ასეა თუ ისეა ფილმების ნახვას მაინც მოვახერხებთ, დალოცვილი(დალოცვა – ქართველებში სუფრაზე მშობლების ანდა დედმამიშვილების პათოსით მოხსენიება. ავტორის შენიშვნა) ინტერნეტის წყალობით.
ჰოდა გადავწყვიტე ჩამომეწერა ის ფილმები რომლებსაც აუცილებლად ვნახავ და თქვენც გირჩევთ. კადნიერებაში არ ჩამომართვათ უბრალოდ გამეგება ხელოვნების ეს სფერო მცირედ. თუ ვინმე არის გოლ.გე-ს ფორუმზე(Leito გახლავართ) დარეგისტრირებული და წაუკითხავს ჩემი პოსტები კინოს განყოფილებაში იმედი მაქვს დამეთანხმება(იმედი მაქვს ხაზგასმით :D).
მაშ დავიწყოთ!
მაისი:
X-Men Origins: Wolverine(MAY 1 th)
კომიქსების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გმირზე ცალკე ფილმის გამოვლა გასაკვირი არ არის ნამდვილად. მითუმეტეს X-men-ის წარმატების შემდეგ. ჰიუ ჯეკმანი ნიჭიერი ბიჭი, რომ არის ეს ჯერ კიდევ 2006 წელს ვირწმუნე Fountain-ისა და Prestige-ს შემდეგ. ამას საკმაოდ ნორმალური ქასთი მივუმატოთ რომელიც ფილმშია და იმედი ვიქონიოთ რომ ეფექტები და ფლოთი ნორმალური იქნება. იყო დრო Wolverine-ს კომიქსებს ვეცნობოდი და არაერთი კარგი ისტორია შემხვედრია რომელიც ფილმში შეეძლო რეჟისორს გამოეყენებინა.
The Limits of Control(MAY 1 th)
ჯიმ ჯარმუში ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი indie რეჟისორია და შესაბამისად მის ახალ ნამუშევას ველოდები სულგანაბული. ქასთი ბრწყინვალეა: ტილდა სვინტონი, გაელ გარსია ბერნალი, ჯონ ჰარტი და რათქმაუნდა ბილ მიურეი. ჯამუშის ფავორიტი მსახიობი. trailer მომეწონა ძლიერ, ლინჩი მომაგონა რატომღაც. Dead man-ის რეჟისორი იმედი მაქვს არ დამწვეტს გულს.

Star Trek(MAY 8th)
ბოლოს ნორმალური sci-fi როდის ვნახე? ვერ ვიხსენებ. მემგონი ბოილის Sunshine იყო უკანასკნელი ფანტასტიკა რომელიც ღირებული პროდუქცია გამოდგა.ტრელერი მომეწონა, თითქოს ყველაფერი რიგზეა. ატმოსფერო შესანიშნავია, ეფექტები 2009 წლის შესაბამისი, მსახიობებიც ფიცრებივით არ არიან მოკლედ ბევრს არაფერს დავწერ ამ ფილმზე უბრალოდ ძალიან მინდა, რომ კარგი გამოვიდეს.
Rough and Vulgar(Rudo y Cursi) (MAY 8 th)
ალფონსო კუარონის ძმის კარლოს კუარონის ფილმია რომელმაც პირველ რიგში იმით დამაინტერესა რომ ფილმში დიეგო ლუნა და ბერნალი თამაშობენ. ალფონსო კარგი რეჟისორია და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფილმის პროდიუსერი არის ალბათ თავის ხელს დაატყობდა ფილმს.
Angels & Demons(MAY 15th)
დენ ბრაუნის რიგით მეორე წიგნის ეკრანიზაცია. Da vinci code-ის საოცარი წარმატების შემდეგ გასაკვირი არ არის რომ რონ ჰოვარდმა სიქველის გადაღება გადაწყვიტა. იმედი ვიქონიოთ რომ მართმადიდებელ მშობელთა ასოციაცია ამ ფილმის ნახვას აცდის უბრალო კინომოყვარულებს და ჯვარს არ აცვამს კინოთეატრში მიმავალ “ბარაბებს”. როგორც პილატე პონტოელი იტყოდა:” მაჩვენეთ მე ეს ფილმი და მერე მესროლეს კვერცხები”.
The Brothers Bloom(MAY 15th)
აჰმ ამ ზაფხულს ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფილმი. მიყვარს სხარტი და სასაცილო კრიმინალური კომედიები, დრაივითა და ექშენი. დიდ სიამოვნებას მგვრის როცა ნიჭიერ მსახიობების შესრულებით ვუყურებ მსგავს ფილმს. ნიჭზე თუ მიდგა საქმე რეიჩელ უაისი, ედრიან ბროუდი და მარკ რუფალო მოწოდები სიმაღლეზე არიან. რინკო კიკუჩი მესიმპატიურება ძალიან(მომწონს იაპონელი ქალები). მოკლედ კარგი ქინება ფილმი სადაც იუმორი, ძარცვა და აფიორა საჭირო დოზითაა.

Terminator Salvation(MAY 22nd)
პირველად ამ პროექტის შესახებ, რომ ავიღე ერთადერთი გულისრევიშ შეგრძნება გამიჩნდა. ფულის გამო რას არ გააკეთებენ კინოკომპანიებითქო ვიფიქრე. თან არნოლდ შვარცნეგერი არ ითამაშებსო. მიუხედავად იმისა რომ შვარცნეგერი ჩემთვის ისეთივე “მსახიობია” როგორიც კიმ კარდაშიანი ქალიშვილი, მაინც ტერმინატორი მთლიანად მასთან ასოცირდება ჩემთვის. მაგრამ შემდეგ პირველი ტრეილერი ვნახე, მერე მეორეც და მივხვდი, რომ შეიძლება სულაც არ იყოს ფილმი ასეთი საშინელი როგორიც წარმომედგინა. საინტერესო იქნება პოსტ-აპოკალიფსური დედამიწის ხილვა, კრისტიან ბეილი კარგი მსახიობია ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით. მთავარია სიუჟეტი იყოს ნორმალური. ეჰჰ არნოლდ რა დრო იყო შენ ასტალავისტა ბეიბიზე რომ ომობანას ვთამაშობდი. მომენატრები, სიყვარულით შენი ნიკა.
Night at the Museum: Battle of the Smithsonian(MAY 22nd)
Night at the Museum-ზე ბევრი ვიცინე, კარგი კომედია გამოდგა. ბენ სტილერი როგორც ყოველთვის საოცრად კარგად თამაშობს სულელ ტიპებს. ეხერხება ამ კაცს ასეთი როლები. იმედია ფილმის გაგრძელება ასეთივე სასაცილო იქნება. ტრეილერიდან აკრგი ჩანს, მაგრამ ტრეილერებმა იმდენჯერ გამიცრუეს იმედები, რომ მიჭირს ვენდო.
Up (MAY 29th)
Pixar-ის
პროდუქციაა!!! იმ ხალხის შექმნილია ვინც Wall-e, Incridibles, Finding Nemo, Toy Story, Ratatouile და უამრავი სუპერ მუტფილმი შექმნა. აგერ უკვე 15 წელია Pixar ანიმაციებს ვუყურებ და შედეგი ყოველთვის ერთნაირია. GROUNDBREAKING and STUNNING. ერთადერთი კომპანია რომელიც მართლა უნაკლო პროდუქციას უშვებს ხოლმე. აუცილებლად უნდა ნახოთ.

Drag Me to Hell(MAY 29th)
Spider man-ის რეჟისორი სემ რეიმი თავის ფესვებს უბრუნდება და საშჳნელებათა ჟანრის ფილმის რეჟისორად მოგვევლინება. ესმის ამ კაცს ეს საგანი(როგორი გამოთქმაა იჟოგა მომცა ეგრევე). საშიში თუ არა იმედია “ჟუტკი” მაინც იქნება ფილმი.

მაისის თვეში მეტი თითქოს არაფერია ისეთი ნახვა, რომ ღირდეს თუმცა ვინ იცის იქნებ სხვა ფილმებმა უფრო გაამართლონ.
ივნისის თვეზე შემდეგ პოსტში დავწერ
გაგარძელება იქნება ანუ.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)