Archive for the ‘TV On The Radio’ Tag

ტრეკები რომლებიც ორგაზმს უდრიან

ეხლა ჯეოსტარს ვუყურებდი. მოვკვდი სიცილით, უფრო სწორედ სიკვდილთან ძალიან ახლოს ვიყავი, მაგრამ ამაზე ხვალ დავწერ. დღეს მე მინდა რადიკალურად განსხვავებული მუსიკალური დონის შემსრულებლები, თუ ტრეკები შემოგთავაზოთ.

ვაგრძელებ ჩემი დეკადის ათეულების კეთებას და ამჯერად XXI საუკუნის 10 საუკეთესო სიმღერას(ჩემი ვერსიით რათქმაუნდა) წარმოგიდგენთ.

10)Jay Z  –  99 Problems

შევეცადე ათეული შეძლებისდაგვარად მრავალფეროვანი გამეკეთებინა, ამიტომაც Hip-hop-ის დავიწყება არ გამოვიდოდა და  Jay Z-ის 99 Problems-ზე უკეთესი კანდიდატურა არ მეგულებოდა დეკადის საუკეთესო რეპ სიმღერის პოზიციაზე.

9)Nick Cave & The Bad Seeds – There she goes my beautiful world

ეს სიმღერა ერთი დიდი სიმფონიური შედევრია. მულტი ინსტრუმენტალური საოცრება. ნიკ ქეივის საოცარი ხმით, ძალიან მაგარი ბექ ვოკალითა და სუპერ ლირიკებით. მარტო ეს რად ღირს

I will kneel at your feet
I will lie at your door
I will rock you to sleep
I will roll on the floor
And I’ll ask for nothing
Nothing in this life
I’ll ask for nothing
Give me ever-lasting life

8)UNKLE  – Reign

ტრეკის დასაწყისში  უბრალო მოკვდავი ხარ, 4 წუთის შემდეგ კი შენ წვიმა ხარ, სამყაროს მმართველი.

7)Digitalism  –  Pogo

ჯადოსნური ტრეკია. პარალელური სამყაროდან გამოგზავნილ მუსიკალური ჩანაწერია.  Electronic  Pogo of our life.

6)Outkast  –  Hey Ya!

სიმღერის გარდა ყველაფერია ეს. ანდრე ბენჟამენი ერთ-ერთი უნიჭიერესი მუსიკოსია რომელიც XXI საუკუნეს უნახავს, Outkast კი ძალიან მრავალმხრივი და საინტერესო  დუეტი.

5)interpol – Obstacle 1

სრულყოფილი ტრეკი. ბასი, ლიდ გიტარა, რითმი, დრამი, ვოკალი, მისამღერი, ჯგუფი, ღომი, ყველი, დრამინა, ვაკო ავალიანი, ნუკრი კაპანაძე ყველაფერი ძალიან გემოვნებითაა გაკეთებული და შერჩეული.

4)Strokes – Someday

In many ways they’ll miss the good old days

Someday, someday

ასე  დაიწყო XXI საუკუნეში Indie. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში  ამ ტრეკით(სიტყვები) დაიწყო ყველაფერი.

3)Klaxons  –  Two Receivers

ჩართეთ სიმღერა?! გრძნობთ შორიდან რაღაც, ახალი, ამოუცნობი,  საოცარი როგორ გიახლოვდებათ?! ეს new rave-ია მეგობრებო. უფრო სწორედ Klaxons თავისი 22-ე საუკუნის სიმღერით. ბიჭები მომავლიდან დაბრუნდნენ და ეს ტრეი მოგვიძღვნეს. მე პირადად მადლობელი ვარ მათი.

2)Xiu Xiu –  I Luv The Valley Oh!

სიმღერა რომელიც გრძნობებითაა სავსე, გრძნობებით რომელიც 3 წუთი შენს გულში იჭრება, გონებას გიბინდავს და… დანარენი გემოვნების მიხედვით

1)TV on the Radio – Staring at the Sun

ვინც მიცნობს ეს არ გაუკვირდებოდა. ეს სიმღერა ჩემს პოსტებშიც არაერთხელ მიხსენებია. “ჩემი სულის მუსიკასაც” ვეძახი ხოლმე. ტრეკი არის ზუსტად ჩემი ოცნების სიმღერა. თითოეული სიტყვა, აკორდი, გიტარის ჩამოკვრა თუ ადებიმპეს ბგერა ყველაფერი გენიალურია.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

ჩემი მუსიკალური საუკუნე

ადრე დავწერე რომ წლის ბოლოსკენ ნელ-ნელა დავიწყებდი საუკუნის საუკეთესოების ჩემეული ვერსიების გამოვლენა/დასახელებას.  სანამ ფილმებს, სპორტსმენებსა თუ სხვა რამეს შევეხები მუსიკით მსურს გავხსნა სეზონი.

ამ პოსტში წარმოგიდგენთ ჩემი აზრით 2000-2009 საუკეთესო ალბომებს. ეს რეიტინგი ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სუბიექტურ გემოვნებაზეა დაფუძნებული.იმის გამო რომ მხოლოდ Top 10-ის გაკეთება გადავწყვიტე ძალიან ბევრი კარგი(ჩემთვის) ალბომი დამეჩაგრა, თუმცა არაუშავს ჩემი საყვარელი ალბომები მაინც ყველა ადგილზეა :დ

უახლოეს მომავალში 10 საუკეთესო სიმღერასა და მუსიკალურ ჯგუფს შემოგთავაზებთ. შემდეგ კი როგორც პოსტის დასაწყისში აღვნიშნე სხვა სფეროებში გადავინაცვლებ.

12)UNKLE – War stories(2007)

When things explode

UNKLE, Venetian Snares და Amon Tobin ერთ წელს გავიცანი. გადაწყვეტილი მქონდა electronic-ის სხვადასხვა განხრა შემესწავლა, უფრო სწორედ რაიმე ახალი მეპოვა საკუთარი თავისთვის რადგან ერთფეროვნებით ძალიან დაღლილი ვიყავი. სწორედ მაშინ გამოჩნდა ეს ჯადოსნური ალბომი. ალბომიერთმანეთისაგან სრულიად გასხვავებული ტრეკებისაგან შედგება, ყოველი მომდევნო კომპოზიცია “უცხო ხილია”. სხვადასხვა ვოკალებითა და ჟღერადობით, ნამუშევარი თითქმის უნაკლოა. უდაოდ დეკადის ერთ-ერთი საუკეთესო ალბომია. Burn My Shadow UNKLE.

11)Grinderman – Grinderman(2007)

No Pussy Blues

ნიკ ქეივი მაიკლ პეტონთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი მუსიკოსია. მუდამ რაღაცა ახლის ძიებაშია და თავს არაერთ ჟანრსა თუ მუსიკალურ მიმართულებაში ცდის ხოლმე.  სოლო ალბომები, მუსიკა ფილმებისათვის(უორენ ელისთან ერთად), Bad Seeds-თან მრავალწლიანი ისტორია და ა.შ

თუმცა პროექტ Grinderman ვერაფერი შეედრება. არამქვეყნიური სიმღერების კრებულია. ალბომი პატარა ბავშვივითაა,  ორი ძალიან “ხმაურიანი” ტრეკით იწყება, მერე კი თითქოს ნელ-ნელა იზრდება და სერიოზულდება ბოლოში მელოდიური და რიგ მომენტებში მელანქოლიური ხდება. პოსტ-კლიმაქსური განწყობა შეინიშნება შიგადაშიგ. :დ ქეივი კი ყველგან შეუდარებელია

I wrote a song with a hundred lines,
I picked a bunch of dandelions,
I walked her through the trembling pines,
But she just even then didn’t want to. She just never wants to.

10)Radiohead  –  In rainbows(2007)

Radiohead-ის თაყვანისმცემელი არასოდეს ვყოფილვარ, ვერც იმას ვიგებდი რატომ ჰქონდა მოზარდ-ახალგაზრდობას ასე ტომ იორკზე და მის საძმოზე გაჭედილი. ერთადერთი რაც მუდამ მომწონდა ამ ჯგუფის შემოქმედებაში ეს ჯონი გრინვუდის way of playing guitar იყო. ამ ბიჭმა იცის როგორ უნდა დაუკრას და 2-3 კაცი თუ შეედრება სულ ნიჭსა და იმპროვიზაციში.

თუმცა დადგა 2007 წელი და  In rainbows-მა მომნუსხა. ერთი ამოსუნთქვით მოსასმენი ალბომია, სულ რომ გეზიზღებოდეს ეს ბრიტანული ჯგუფი მაინც ძალიან გაგიჭირდება 15 Step-ის მოსმენის დაწყების შემდეგ გამორთო ფლეერი, შემდეგ ნელ-ნელა შეყვები Radiohead-ს ალისას სამყაროში ჯერ Weird Fishes/Arpeggi დაგამუშავებს, შემდეგ Reckoner ახალ სიცოცხლეს გაჩუქებს და ბოლოს Jigsaw Falling into Place დედამიწაზე დაგაბრუნებს, მხოლოდ კი არ დაგანარცხებს არამედ დაგანახებს თუ რატომაა Radiohead ბოლო ოცწლეულის ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფი.

9)Red Hot Chili Peppers – By the way(2002)

ამ ჯგუფს ჩემი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის. ეს არის ბენდი რომელიც ლაივშჲ ჩემი აზრით საუკეთესოა. ჯონ ფრუშანტიმ(გიტარა), ენტონი კიედისმა(ვოკალი), ჩად სმიტმა(დრამი) და ფლი ბალზარიმ(ბასი)   ერთად ძალიან დიდი გზა გამოიარეს. ყველაფერს გაუსინჯეს გემო, პოპულარობას, დაცემას, ტკივილილს, ნარკოტიკებს, rehab-სა და საუკეთესო მეგობრების დაკარგვას.

By the way პირველი alternative ალბომია RHCP-ისასაგნ. უფრო სწორედ თავიდან ბოლომდე სწორედ ამ მუსიკალური განხრის საუკეთესო ტრადიციებში გაწყობილი ნამუშევარია. Californiacation-ის წარმატების შემდეგ ბიჭებმა ტემპი არ დააგდეს და სწორი მიმართულებით განაგრძეს მუშაობა. თავიანთი ახალგაზრდობისაგან განსხვავებით ნაკლებს მღერიან ვაგინაზე, სექსა და ნარკოტიკებზე. მეტი კომპოზიცია ეძღვნება სიყვარულსა და მეგობრობას. By the way ერთგვარი დღიურია რომელშიც პეპერსების ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები წერია.

8)Bloc Party – Silent alarm(2005)

I can’t eat, I can’t sleep,I can’t sleep, I can’t dream ასე იწყება ალბომი და დეკადის ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფის ისტორია.

Bloc Party-ის პირველი და ყველაზე სრულყოფილი ნამუშევარი. კელე ოკერეკემ(ვოკალი), რასელ ლისაკმა(გიტარა),  დრამერმა მეტ ტონგმა და ბასისტმა გორდონ მოუქსმა აიღეს ყველაფერი საუკეთესო რაც The Strokes ჰქონდა, დაამატეს ცოტა “წარსულის მუსიკა” და ცოტა “მომავლის ჟღერადობა”, შედეგად მიიღეს 13 ბრწყინვალე ტრეკი. ლირიკები დიდი სიღრმითა და ფილოსოფიით არ გამოირჩევა, არც მუსიკააა უშანგის დამთრგუნველი, მაგრამ იმდენად მელოდიური და სასიამოვნო ჟღერადობისა რომ ნებისმიერს მოაწონებს თავს.
7)Yeah Yeah Yeahs – It’s Blitz(2009)

ძალიან გამიჭირდა YYY-ს რომელიმე ალბომებიდან რომელიმე ერთის დაწერა საუკეთესოდ. სამივე ალბომი თითქმის ერთნაირად მომწონს და ყველას თავისი ხიბლი აქვს. თუმცა წლევანდელი ალბომი მაინც გამორჩეულია. Dance punk-ისა, indie rock-ისა და Pop-ის ჩჳეულ ელემენტებს 60-70-იანების ჟღერადობა დაემატა და ჯგუფმა კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა სრულყოფილებისაკენ. თუ Heads Will Roll-ში კერენ ოუ ცეკვის ხასიათზე გაყენებს, Hysteric-ში მისი ვოკალი მთლიანად იცვლება, კერენთან ერთად “ჩუმ ჲსტერიკაში” ვარდები რომელსაც ალბომის მოწონებით გამოწვეული ეიფორია ჰქვია. ამ ალბომზე ჩემი რევიუ შეგიძლიათ აქ ნახოთ.

6)Klaxons – Myths of near future(2007)

It’s Not Over Yet

ერთადერთი მიზეზი რატომაც New rave მიყვარს არის Klaxons. ლონდონში ჩამოყალიბებულმა ბენდმა რევოულიცა მოახდინეს ბრიტანეთის electronic music world-ში. ექსპერიმენტების ჟგუფმა ის შედეგი გამოიღო, რომ Klaxons-მა სრულიად ახალ მიმდინარეობას მუსიკაში, New rave-ს, დაუდო საფუძველი, რომელიც დღეს-დღეობით ერთ-ერთი ყველაზე “პაპსა” განხრაა მუსიკაში.

Myths of near future ჯერ-ჯერობით ერთადერთი სრულფასოვანი ალბომია Klaxons-ის შემოქმედებაში. ნამუშევარი სრულიად ამართლებს თავის სახელს, ტრეკები თითქოს მართლაც მომავლიდანაა გამოგზავნილი, XXI საუკუნის ჰომოსაპიენსისთვის გაუგებარ სემანტიკაში გაწყობილი, მაგრამ ამავედროს საოცრად ჰარმონიულად შერწყმული ჩვენს სამყაროს.

5) Arctic Monkeys – Whatever People Say I Am, That’s What I’m Not(2006)

2006 წელს ცინგლიანმა ბავშვებმა შეფილდიდან შეძრეს დიდი ბრიტანეთი, შემდეგ კი მთელი მსოფლიო. ალექს ტერნერი 20 წლის იყო  როდესაც Oasis-ის რეკორდი დაამხო მისმა ბენდმა და ყველაზე სწარაფ-გაყიდვადი სადებიუტო ალბომი წარუდგინა სამყაროს. ალბომი ყველაზე დრაივიანი ნამუშევარია, ჩემს საყვარელ კრებულებში. I Bet You Look Good on the Dancefloor-ის, The View from the Afternoon-ისა ან From the Ritz to the Rubble მოსმენისას ერთ ადგილას გაჩერება შეუძლებელია.  სამწუხაროა რომ Arcit Monkeys-მა მიატოვა თავისი ფესვები და სრულიად სხვა მიმართულებით ეძებს განვითარებას, არადა სწორედ ეს ალბომია ამ ჯგუფის ნამდვილი სახე.

4)Arcade Fire – Neon bible(2007)

Neon Bible live in an elevator

Funeral-ს თავისუფლად შეეძლო ამავე პოზიციაზე ყოფილიყო, უბრალოდ მაინც Neon Bible ვამჯობინე. ამ ალბომის live ვერსია მაქვს მოსმენილი და კინაღამ ინსულტი მივიღე სიამოვნებისაგან.  ძალიან მრავალფეროვანია Arcade Fire-ს მუსიკა. ეს ჯგუფი კი არა ოკესტრია რომელიც ყველაზე “ადამიანურ” სიმღერებს მღერიან. სიკვდილზე, ნეონის ბიბლიაზე, შავ სარკეებსა და ოკეანის ხმაურზე.

My body is a cage
That keeps me from dancing with the one I love
But my mind holds the key

მღერის უინ ბატლერი და ამას ისე აკეთებს რომ თავს სწორედ მის ადგილას წარმოიდგენ, სწორედ შენ ხარ ის ვინც ვენც თავისი სხეულიდან გამოთავისუფლებას ცდილობს, მაგრამ ვერ პოულობს გასაღებამდე მისასვლელ გზას, იმ გასაღებამდე რომელიც მის გონებაშია.

3)Interpol – Turn on the Bright Lights (2002)

Obstacle 1

ერთ-ერთი პირველი ჯგუფი რომელსაც Indie სამყაროდან მოვუსმინე. ეხლაც მახსოვს ის დღე ეს ალბომი რომ გადმოვწერე,  ჩავრთე და პირველი ტრეკის მაგივრად რატომღაც  მეშვიდე სიმღერა Obstacle 2 ჩავრთე და…

ალბომში ორი Obstacle არის, ეს ორი “დაბრკოლება” post punk revival-ის ნამდვილი შედევრებია. ჯგუფის სიმღერები ეგრევე Joy Division-ს გაახსენებს მსმენელს, თუმცა ჩემთვის პირადად Joy-ს  “ნავაროჩენი” ვარიანტია Interpol, უფრო ახლობელი და საყავრელი მუსიკით.

2)The strokes – Roon on fire(2003)

What Ever Happened

კასაბლანკასი, ვალენსი, ფრაიტური, ჰემონდი და მორეტი. ეს არის ხუთეული რომელსაც ყველაზე დიდი Influence აქვს ჩემს მუსიკალურ გემოვნებაზე. ისევე როგორც XXI საუკუნის ბენდების ძალიან დიდი ნაწილზე. Indie rock-ის გაპოპულარულება სწორედ ამ ჯგუფს უკავშირდება და მის ალბომს Is This It(2001). თუმცა მე მათი მეორე ნამუშევარი Roon on fire უფრო მეტად მომწონს, არ ვიცი რატომ მაგრამ ყველაფერი უფრო მიმზიდველია ჩემთვის Kiss me now that I’m older, I won’t try to control you ამბობს კასაბლანკასი და ვინ იცის რამდენ გოგოს ატყუებს :დ

1)Tv on The Radio – Desperate Youth, Blood Thirsty Babes

არც დავფიქრებულვარ პირველ ალბომზე. მიუხედავად იმისა, რომ Tv on the radio-ს ყველა ნამუშევარი ძალიან მნიშჳნელოვანი და ძჳირფასია ჩემთვის, ჩემი სუბიექტური აზრით 21-ე საუკუნის საუკეთესო ნამუშევარი მაინც ეს ალბომია.  არანაირი ჩარჩოები, ჟანრი, რაიმე ფორუმულა ან ფაბულა რომელსაც მიჰყვება  ტუნდე ადებიმპე, დეივ სიტეკი, კიპ მელოუნი, ჯალილ ბენტონი და ჯერარდ სმიტი. ყოველი ახალი კომპოზიცია ახალი გამოწვევაა, ახალი სიტყვა და ნაბიჯი მუსიკაში. ყოველგვარი კომეციის ფეხებზე დაკიდებით, დისკების გაყიდვის უკანა პლანზე გადაწევით და art rock-ის ზეიმის მოსაწყობად ყველაფერს აკეთებს ეს ბენდი. ეს ალბომი არის 48 წუთიანი ნირვანა ჩვენს საცოდავ სამყაროში.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

რამდენიმე ტრეკი ჩემი ცხოვრებიდან

მუსიკას მუდამ დიდი დოზით ვუსმენ. ეს ასეა დაახლოებით 6-7 წელია. მუდამ სიახლის ძიებაში ვარ. სხვადასხვა ჟანრებსა და მიმდინარეობებსი ვიქექები ხოლმე, რაიმე საინტერესოს მოლოდინში. ხანდახან ისეთი მომღერლის სიმღერას წავაწყდები, რომ მემგონი თვითონაც არ იცის რომ მღერის.

ამ რამდენიმე ხნის წინ pitchfork-მა(არის ასეთი მუსიკალური საიტი) XXI საუკუნის პირველი დეკადის 500 საუკეთესო სიმღერა გამოავლინა. სიას თავიდან ბოლომდე გავეცანი, ყველა ტრეკს მოვუსმინე რომელიც მოსმენილი არ მქონდა და რბილად რომ ვთქვა ძალიან არ ვეთანხმები მათ Top 500-ს. არც პირველ ადგილს, არც ათეულს და საერთოდ არაფერს. ყოველთვის მიმაჩნდა რომ ასეთი გამოკითხვები თუ სიები დებილობა იყო. იმდენად სუბიექტური რამაა საუკეთესო სიმღერის დასახელება, რომ კმაყოფილი ვერ იქნება შემქმნელის გარდა ვერავინ.

ვიფიქრე ჩემთვისაც გავაკეთებ რაღაც ამდაგვარ მაიმუნობასთქო, მაგრამ დამეზარა 500 კი არა 100 ტრეკის ჩამოწერაც კი. თან ვიცი რაღაც გამომრჩება, რაღაც სხვაზე წინ მომინდება და ა.შ

სამაგიეროდ ამ პოსტში რამდენიმე(ყველას ვერა:დ) ისეთ ტრეკს გაგაცნობთ, რომლებიც ბოლო წლებია ჩემი თანმდევი სიმღერებია და მობეზრების ნაცვლად სულ უფრო და უფრო მეტად ვაფასებ.

******The Strokes – Heart In a Cage ***

აქ ძალიან ბევრი Strokes-ის ტრეკი შეიძლებოდა ყოფილიყო  Heart In a Cage-ის ნაცვლად. 20-მდე სიმღერა აქვს ამ ჯგუფს რომელიც განუმეორებელი და შეუცვლელია ჩემთვის, უბრალოდ ამ წამს ამ სიმღერამ და მისმა ძალიან მაგარმა კლიპმა დამარტყა თავში და შესაბამისად ის დავწერე.

***Xiu Xiu – I Luv The Valley Oh!***

Xiu Xiu არასოდეს შედიოდა ჩემი ფავორიტი შემსრულებლების რიცხვში, მაგრამ ეს ტრეკი რაღაც საოცრებაა. მთელი არსებით ნამღერი სიმღერაა, რომელიც მთელ ტკივილს 3 წუთში გადმოგცემს. სიმღერას მთელი არსებით გრძნობ, გინდა არ გინდა გითრევს და გაგიჟებს.

***Klaxons – Two Receivers***

New Rave-ს მამების ყველაზე სრულყოფილი კომპოზიცია. სიმღერა რომელიც იმპოტენტშიც კი ერექციას გამოიწვევს.

***TV on the Radio –  Dreams***

ეს ჯგუფი ჩემთვის ზენიტია ყველა იმ საოცრების რომელიც მუსიკით სეიძლება გააკეთო. Staring at the sun საყვარელი ტრეკია, თუმცა მასზე უკვე მაქვს დაწერილი და ამიტომაც ამ პოსტში სხვა ტრეკი ჩავსვი, სიმღერა რომელიც ასევე ძალიან მომწონს.

***Jaymay  – Autumn Fallin***

ამ გოგონას სხვა სიმღერა არც კი ვიცი. ეს კლიპივით რაღაცაც ძლივს ვიპოვე იუტუბიზე. რამდენიმე წლის წინ მეგობარმა გამომიგზავნა ეს სიმღერა და მას შემდეგ რამდენჯერაც არ უნდა მოვუსმინო მუდამ ძალიან კარგ განწობაზე მაყენებს ხოლმე.

***Flowers From the Man Who Shot Your Cousin – Lay Down Your Arms***

ეს კიდევ ერთი ისეთი მომღერალია, რომელის მხოლოდ ერთ ტრეკს ვიცნობ. უფრო სწორედ ადრე რამდნეიმე სიმრერა მქონდა, მაგრამ არ მომეწონა და მხოლოდ ეს დავიტოვე. ძალიან ლამაზი სიმღერაა. მშვენიერი ლირიკებითა და მუსიკით.

***Arcade Fire – Black Wave, Bad Vibrations***

Arcade Fire დეკადის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბენდია. მათი ორი ალბომიდან მიჭირს გავიხსენო თუნდაც ერთი სიმღერა, რომელიც არ მომწონს.  Black Wave, Bad Vibrations სხვა სიმღერებზე მეტად არ მომწონს(ერთნაირად მომწონს 4 ტრეკი), უბრალოდ ეს იმიტომ დავლინკე, რომ რაღაც ყველაზე “დაჩაგრული” სიმღერაა ალბომ Neon Bible-დან, თითქმის არავის არ მოსწონს, არადა ბრწყინვალე კომოპოზიციაა. სრულიად სხვა სიმღერის მოსმენას იწყებ და აბსოლიტურად სხვა ნოტაზე ასრულებ ბოლოს ტრეკს.

***Digitalism – Pogo***

სიმღერა კი არა მუსიკოსის ცრემლებია.(ეს იმ პონტში ღვინოზე რომ ამბობენ – ღვინო კი არა ვაზის ცრემლებიაო)

წლის ბოლოსკენ ვაპირებ  დეკადის საუკეთესო 20 შემსრულებელზე პოსტის გამოცხობას, ასევე კიდევ რაცხა-რაცხებზე რაც გასულ 10 წელიწადში დავაგემოვნე. ფილმებიდან დაწყებული Tv show-ებით დამთავრებული.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Music of my soul

შეიძლება სისულელეს ვამბობ, შეიძლება ზედმეტად ჭკვიანურს, მაგრამ მგონია რომ ყველა ადამიანს შეესაბამება ერთი სიმღერა რომელიც ზუსტი ასლია მისი. უხეშად რომ ვთქვა მისი სულის სარკეა. მუსიკა, ტექსტი, ვოკალი, ზუსტად გვიხატავს ადამიანის პორტრეტს და შენს თვალწინ დგება პიროვნების ჰოლოგრამული გამოსახულება.

მეც მაქვს ჩემი “სულის კივილი”  : D. სიმღერა რომელიც არასოდეს მბეზრდება და რომელის მოსმენისასაც ვგრძნობ, რომ თავად მე ვარ ეს სიმღერა. ზუსტად ისეთია როგორიც მე ვარ. საუბარია Tv on the radio-ს კომპოზიციაზე Staring at the sun.

აგერ სიმღერაც და გამიცანით მე.

ეს Live ვერსია, რომელიც ძალიან განსხვავდება სტუდიურისაგან.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Dear Science

აი რამდენი წელია, რომ რაღაც ტოპ ლისტებს ვაკეთებ ხოლმე ჩემთვის და არასოდეს არსად არ დამიდია. ბევრი მიკიბ-მოკიბვის გარეშე პირდაპირ საქმეზე გადავალ. აგერ ჩემი აზრით გასული, 2008 წლის, ტოპ 10 ალბომი.
10) Kanye West – 808s & Heartbreak

უესტი იმაზე ნიჭიერი აღმოჩნდა ვიდრე წარმომედგინა. პირველად ეს ბიჭი 2005 წელს “აღმოვაჩინე”. ჰიპ ჰოპი არც მაშინ მიტაცება და არც ეხლაა ჩემი საყვარელი მიმდინარეობა, თუმცა რატომღაც მომეწონა, მაგრამ ვიფიქრე ესეც ერთჯერადი მომღერალი იქნება და მაქსიმუმ ერთი ნორმალური ალბომი ჰქონდესთქო. ჩემდა გასახარად შევცდი და 2007 წელს Graduation-ით დავტკბი. ძალიან ძლიერი ალბომი გამოუვიდა და კიდევ უფრო გასაკვირია ამის ფონზე რომ 808s & Heartbreak ჩემს ათეულში შედის. ამ ნამუშევარს აქვს ყველაფერი რაც მსმენელს ჭირდება. მელოდიურობა, ძველისა და ახლის ბრწყინვალე სინთეზი, 3-4 ძალიან კარგი ტრეკი და მთლიანობაში 2-3 კვირა აიფოდით სატარებელი ალბომი გამოვიდა. See You in My Nightmares, Amazing და Heartless ჩემი ფავორიტი ტრეკებია. მოკლედ ალალად ერგო ამ ჯეელს მეათე ადგილი ჩემს ტოპ ლისტში. რა გახარებული იქნება წარმომიდგენია ამას რომ გაიგებს 😀
9) Ting Tings – we started nothing ბრიტანელები რომ ნიჭიერი ხალხია ეს დიდი ხნის წინ შევიმეცნე. ამიტომაც ყველა ახალ ჯგუფს დიდი გულისყურით ვუსმენ ხოლმე, ვინ იცის რა შემრჩება ხელში. ამ ჯგუფს ისეთი სახელი ჰქვია რომ საკუთარ ხელში რაიმეს დაჭერის სურვილს გაგიქრობს ადამიანს. Ting Tings იაპონურად თურმე პატარა სასქესოს ნიშნავს. კუტუს ანალოგი ყოფილა უხეშად რომ ვთქვათ. თუმცა ჯგუფის სახელი მეორეხარისხოვანი ხდება როგორც კი მათი მელოდია ყურის ბარაბანს ელამუნება. 10 სიმღერისაგან შემდარ ალბომში არც ერთი ცუდი(ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) კომზოზიცია არ არის. Dreampop, electropop, New wave-ისა და Dance punk-ის ნაზავია ეს ალბომი. ყველაფერი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. ვოკალი, დრამი, კლავიშები, ლირიკებიც რაღაც ძალიან უბრალოა. ალბომი კარგ ხასიათზე გაყენებს, გიჩენს სურვილს ბრიტანეთში ჩახვიდე შენც დაიყენო ბრიტანული აქცენტი და დადგე წვიმის ქვეშ, იქნებ გეშველოს რამე და მუსიკოსი გახდე. we started nothing-იდან ჩემო ფავორიტი სიმღერაა Keep Your Head. ძალიან გამიკვირდა სინგლად, რომ არ გამოსცეს თუმცა კარგია ერთის მხრივ, პაპსა არ გახდება 😛
8) Elbow – The Seldom Seen Kid

ეს ჯგუფი ჩემთვის წლის აღმოჩენაა. საერთოდ არ ვიცნობდი მათ შემოქმედებას. რაღაც სახელმა არ დამაინტერესა არასოდეს(რამხელა მნიშვნელობას ვანიჭებ თურმე სახელებს). შარშან მეგობარმა ტრეკი გამომიგზავნა, ზუსტად არ მახსოვს რომელი, ამხსოვს ის რომ მთლიანი ალბომი გადმოვწერე და… სუპერ ალბომია. თითქმის ერთსაათიანი, მაგრამ მის მოსმენაში დრო ძალიან სწრაფად გადის. ალბომის მოსმენისას თითქოს სხვა სამყაროში გადადიხარ. გამორჩეულად არცერთი ტრეკი არ მომწონს, რაღაც ერთ მუშტად შეკრული ალბომია.
7) Sigur Rós – Með suð í eyrum við spilum endalaust

მახსოვს სინუ როუზის კლიპი რომ ვნახე, Vaka, პირდაღებული ვიჯექი მონიტორთან. არასოდეს მინახავს კლიპი და სიმღერა ასე ერწყმოდეს ერთმანეთს. როდესაც გავიგე, რომ ბიჭებმა ახალი ალბომი გამოუშვეს მსწრაფლ გადმოვიწერე და ერტდროულად ვიგრძენი იმედგაცრუება და სიხარული. იმედგაცრუება იმიტომ, რომ Takk-ის დონის ალბომს ველოდი, სიხარული კი იმიტომ , რომ მაინც ძალიან კარგი ალბომი აღმოჩნდა. ნაკლებ სევდიანი მელოდიებია, რაღაც თითქოს ბებიის წლისთავს მორჩნენო და ერთიანად გამხიარულდნენ. Gobbledigook ერთგვარი სახეა მთელი ალბომის მსუბუქია და ჰაეროვანი.
6) The Raconteurs – Consolers of the Lonely

ჯეკ უაითი, რომ არ იყო ადამიანი ეს White Stripes-ის ალბომების მოსმენის შემდეგ ისედაც ვიცოდი, მაგრამ თუ ამდენი უცხოპლანეტელი მეგობარი ჰყავდა მას დედამიწაზე არ მეგონა ნამდვილად. უაითმა, ბენსონმა, ლოურენსმა და კელერმა 2006 წელს პირვლეად იმუსავეს ერთად და სუპერ ალბომი Broken Boy Soldier შექმნეს, ორი წლის შემდეგ მეგობრემა კვლავ გადაწყვიტეს ერთობლივი პროექტის შექმნა, შედეგი კვლავ შთამბეჭდავია. Blues rock-ისა და Alternative rock-ის ბრწყინვალე ნაზავი, საოცარი სოლოებითა და ენერგიული რითმებით. Salute Your Solution უდაოდ საუკეთესო ტრეკია ამ ალბომიდან.
5) Crystal Castles – Crystal Castles

ამ ჯგუფს ვიცნობ 2 წელი იქნება და გამიხარდა, რომ როგორც იქნა ალბომი გამოუშვეს. new rave-ის ჟანრში ერთ-ერთი საუკეთესოები არიან და ეს ამ ალბომითაც დაამტკიცეს. ელის გლასის გიჟური ვოკალი და იტან კეიტის მუსიკა თითოეულ ტრეკს ელექტრო შოკად აქცევს მსმენელისათვის. Untrust Us, Love and Caring და xxzxcuzx Me ჩემო ფავორიტი ტრეკებია.
4) MGMT – Oracular Spectacular

ალბათ ყველაზე ცნობილი ალბომი რომელიც ჩემს ტოპ 10-ში შევიდა და შესაბამისად შევეცდები მოკლედ ვთქვა. Kids და Time to Pretend უბრალოდ არაამქვეყნიური ტრეკებია. იმედი მაქვს რომ 2009 წელს გამოსასვლელი ალბომიც ასეთივე კარგი იქნება.
3) Bloc Party – Intimacy

ეს ჯგუფი ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი ბენდია. მათი 2005 წელს გამოსული ალბომი Silent Alarm ჩემი აზრით ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია Indie-ს ჟანრში. Intimacy კარგი გამოვიდა. მითოლოგიით დატვირთული, ისევ ძველებური ლირიკებითა და კელე ოკერეიკეს სუპერ ვოკალით. ჯგუფი არ გაიყინა ერთ ადგილას და მუსიკაში სიახლეა, მეტი Post-punk და ნაკლები Indie pop-ია. 11 სიმღერიდან 11-ივე კარგია ალბომში. საერთოდ ბლოქ ფართის ჩავარდნილი ტრეკი არ მახსოვს მე. Mercury, Zephyrus და Ion Square წლის ერთ-ერთი საუკეთესო ტრეკებია.
2) Justice – A Cross the Universe

ეს ჯასთისის ლაივ ალბომია. უბრალოდ ხუჭავ თვალებს და წარმოიდგენ, რომ ამ ფრანგი ბიჭების კონცერტზე ხარ და უსმენ ამ dance მუსიკას. არ ვიცი ზუსტად რომლე ტრეკზე გავგიჟდებოდი, Genesis-ზე, Stress-ზე თუ რომელიმე Phantom-ზე. “მარშუტკაში” როდესაც ვუსმენ ამ ჯგუფს ხმას ბოლომდე ვუწევ ჩემს მპ4-ს და ვგრძნობ როგორ ვუქმნი დისკომფორტს ჩემს გვერდით მჯდომ დები იშხნელების ფანს რომელიც ამ ახალგაზრდობას აძაგებს და მე სატანის მოციქულად მასაღებს, თუმცა ღირს ჯასთისი ამად.
1)TV On The Radio – Dear Science

ეს ალბომი უბრალოდ პირველ ადგილზე კი არ არის არამედ მინიმუმ ერთი თავით მაღლა დგას 2008 წლის სხვა ალბომებთან შედარებით. ტუნდე ადებიმპე, დევიდ სიტეკი და ჯგუფის სხვა წევრები დროს წინ უსწრებენ და აგერ უკვე 8 წელია მომავლის მუსიკას ქმნიან. სიტყვა artთუ შეიძლება რომელიმე ჯგუფთან იხმარო ადამიანმა ეს პირველ რიგში სწორედ TV On The Radio-იოსთან უნდა გააკეთო. ჯგუფი Pixar-ივითაა. Pixar-ი დაბალი დონის ანიმაციებს არ იღებს კინოში, ანალოგიურად TV On The Radio დაბალი ხარისხის პროდუქციას არ ქმნის მუსიკაში. თუ რაიმე ინსტრუმენტი არსებობს ყველაფერს იყენებენ და აღწევენ ჟღერადობას რომელიც შალვა ნათელაშვის მიხელ სააკაშვილთან ჩაახუტებს. Dancing Choose, Crying, Family Tree, Stork & Owl, Lover’s Day და ა.შ თითოეული ტრეკი დასამახსოვრებელი და განუმეორებელია.

სულ ესაა. იმედია თვალს მაინც გადაავლებთ. თუ რომელიმე ალბომი უნდა ვინმეს მომწერეთ და აუცილებლად აგიტვირთავთ.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)