Archive for the ‘muse’ Tag

2009 წლის 10 საუკეთესო ალბომი

2009 წელი მიიწურა თითქმის. უკვე თამამად შემიძლია წლის საუკეთესო ალბომები დავასახელო. კარგი წელი იყო, ბევრი იმედისმომცემი შემსრულებელი გამოჩნდა სცენაზე, ბევრმა ჩემა ფავორიტმა ბენდმა ახალი ალბომი გამოუშვა, მიუხედავად იმისა რომ უმეტესობამ იმედები გამიცრუა მაინც დადებითი მოვლენა იყო.
წარმოგიდგენთ წლის 10 საუკეთესო ალბომს, ბოლოს კი სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს.
ძალიან გამიჭირდა 10 საუკეთესოს ამორჩევა 17–20 ძალიან მაგარ ალბომთან მომიწია შეტაკება.

10)Telepathe – Dance Mother
Telepathe – Chrome’s on It

ამ ჯგუფს 2–3 წელია ვიცნობ. კარგი EP-ები ჰქონდათ და სადებიუტო ალბომიც არ გააფუჭეს. ეს დუეტი აქცენტს electronics–ზე აკეთებს, საერთოდ წელს თითქმის ყველა კარგ ალბომში არა გიტარა არამედ electronic დომინირებს. დრამის ხმა “სანატრი გახადა” 2009 წელმა. ალბომი ძალიან კარგად იწყება, პირველივე ტრეკიდან(So fine) მელისა ლივოდაისი(იმედია ამ ვოკალისტის გვარს სწორად ვწერ) გაინტერესებს თავისი ხმით და 40 წუთის შემდეგ ხვდები რომ მთელ ალბომს ერთი ამოსუნთქვით მოუსმინე. Dance mother ნამდვილად ღირს მოსმენად They can feel the real bang bang ბოლოს და ბოლოს.

9)The Horrors – Primary Colours
The Horrors – Who Can Say

ეს არის 45 წუთი უკან მომავალში. Bauhaus, Ramones, Stranglers დამატებული XXI საუკუნის სუნელები და შედეგად მიღებული გემრიელი ალბომი. 2–3 დაბალი დონის ტრეკია Horrors–ის ახალ ალბომში, თუმცა მთლიანობაში ეს არაფერს ვნებს ნამუშევარს.

8)Florence & the Machine – Lungs
Florence And The Machine – Drumming song

ლილი ალენმა მუსიკიდან მივდივარო, ხოდა კარგადაც მოიქცა ბრიტანეთს ამიერიდან ახალი დედოფალი ჰყავს, ფლორენს უელჩის სახით. ეს გოგონა თავისი ბენდითა და სადებიუტო ალბომით, წლის ერთ–ერთი ყველაზე დიდი მოულოდნელობა და სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. ფლორენსის ძლიერი ხმა და არაჩვეულებრივი მუსიკა ალბომს წლის ერთ–ერთ საუკეთესო ნამუშევრად აქცევს. “This is a gift it comes with a price” მღერის ფლორენსი და მართალიცაა. ვნახოთ როგორ გამოიყენებს ამ “საჩუქარს” ინგლისელი გოგონა.

7)The Big Pink – A Brief History of Love


The Big Pink – Velvet

Dominos! სწორედ ეს ტრეკი მოვისმინე პირველი ამ ჯგუფის შემოქმედებიდან და WOW.Dominos შემდეგ მთელი ალბომი გადმოვიწერე და უცებ Velvet–ს შევეჯახე. საოცარი ტრეკია, ერთდროულად კოსმიური ჰარმონიის მატარებელი და ერექციის გამომწვევია. კიდევ ერთი დებიუტანტების ნახელავი ჩემს ათეულში.

6)Wild Beasts – Two Dancers


Wild Beasts – Hooting & Howling

მულტივოკალური ჯგუფი გასცდა indie rock–ისა და electronic–ის ჩარჩოებს. ეს აღარც Dream pop–ია და არც indie pop. საკმარისია ერთი ტრეკის Hooting & Howling-ის მოსმენა რომ შეგიყვარდეთ ბენდი. ეხლაც ყურში ჩამესმის

“A crude art, a bovver boot ballet equally elegant and ugly
I was as thrilled as I was appalled, courting him in fisticuffing waltz”

5)Phoenix – Wolfgang Amadeus Phoenix

Phoenix – Lisztomania

ეს ბენდი ალბათ ყველამ იცით. If I Ever Feel Better მაინც გექნებათ მოსმენილი. ძალიან მაგარი ფრანგული ბენდია ფენიქსი. რიგით მეოთხე სტუდიურ ალბომში ტომას მარსსა(ვოკალი) და კომპანიას მუზის “შემოტევა” ჰქონდათ. ალბომში 2 ისეთი ტრეკია დეკადის საუკეთესოებში შესაყვანად არ დაგენანება ადამიანს. Lisztomania და 1901 არის ნათელი მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა დაამტკიცო ადამიანმა საკუთარი გენიალურობა.

4)Air – Love 2

Air – Love

ნიკოლას გოდინისა და ჯან ბენუა დუ(ა)ნკელი დუეტი, რომელმაც თავი ჯერ კიდევ 90–იანები ბოლოს დაიმკვიდრა. ფრანგი ელექტრონავტების ახალ ალბომს ძლიერ ველოდი და… ღირდა ამად. მე 46 წუთი ალისა ვიყავი, საოცრებათა სამყაროში დავძრწოდი და სიყვარულს ვეძებდი. მე ის თითოეულ ტრეკში ვიპოვე და დღემდე მიყვარს.

3)The xx – xx

The xx – Night time

დებიუტანტების ცვენაა წელს ჩემს ათეულში. ჯგუფი არც ძლიერი ვოკალისტებით გამოირჩევა და არც მუსიკაა რევოლუციური ან ინსტრუმენტალურად რთულად შესასრულებელი. გოგო და ბიჭი ჩურჩულებენ 45 წუთის განმავლობაში, უბრალოდ ეს ჩურჩული მიმზიდველია და გინდა ჭორიკანა გახდე, უსმინო მათ მუდამ. Crystalized, Shelter, Night Time ჩემი ფავორიტი ტრეკებია ალბომიდან. დიდი იმედი მაქვს როგორც The XX–ის ასევე სხვა დებიუტანტი ბენდებისა, რომ არ გაიუფეჭებენ თავს და ამავე დონეზე განაგრძობენ მოღვაწეობას.

2)White lies – To Lose My Life…


White lies – Death

პირველივე ტრეკზე Joy Division გამახსენდა, შემდეგ იყო Franz Ferdinand, Interpol და The Cure. წარმოიდგინეთ ნამუშევარი სადაც ეს მუსიკოსები არიან გაერთიანებული და გიყვენიან სიცოცხლის დაკარგვის ისტორიას, შენ იღიმი დასაწყისსი, შემდეგ იცინი, ტირი, ყვირი, გიჟდები და ბოლოს სთხოვ შენი სიცოცხლე წაიღონ. ოღონდ კიდევ ერთხელ მოგასმენინო Death-ს, The price of love–სა ან To lose my life–ს. ესენიც დებიუტანტები არიან და იმედია post-punk revival–ისა და post rock–ის პირმშო თავს არ შეირცხვენს მომავალში.

1)Yeah yeah yeahs – It’s Blitz!



9 ძალიან კარგი ალბომის შესახებ დავწერე მაღლა, ერთი მაგდენი საერთოდ ვერ მოხვდა სიაში, თუმცა Yeah yeah yeahs–ის “დაბომბვასთან” შედარებით ყველა ეს ალბომი ერთად აღებულიც კი არაფერია. Muse, Kasabian, Arctic Monkeys ამ ჯგუფებმა წელს ძალიან გამიცრუეს იმედები, არადა მათგან უფრო მეტად ველოდი საოცრეაბს ვიდრე კარენ ოუსა, ნიკ ზინერისა და ბრაიან ჩეისისაგან. ამ ჯგუფს ორი გენიალური ალბომი ჰქონდა It’s Blitz–ამდე და რატომღაც მცირე ჩავარდნას ველოდი, ვერ წარმომედგინა რომ ბენდი შეძლებდა Fever to Tell–სა და Show Your Bones–ის სიმაღლეების კიდევ ერთხელ დალაშქვრას. სამკაციანი ბენდი აქამდე ერთი გიტარითა და დრამით გადიოდა ფონს, ზინერი მიხვდა რომ საჭირო იყო სიახლე წარსულიდან. YYY–სთვის კლასიკურ Indie pop–ს, art punk–ს დაემატა dance punk, 70–80–იანების დისკოს “რექვიემები”. შედეგი უნიკალურია.
წლის საუკეთესო ალბომი.

“Flow sweetly, hang heavy
You suddenly complete me
You suddenly complete me”

წლის საუკეთესო ალბომი :Yeah yeah yeahs – It’s Blitz!

წლის დებიუტანტი :White lies – To Lose My Life…

წლის საუკეთესო hip hop ალბომი : Jay-Z – The Blueprint 3
წლის საუკეთესო პოპ ალბომი :Florence & the Machine – Lungs
წლის საუკეთესო electronic ალბომი :MSTRKRFT – Fist of God
MSTRKRFT – Heartbreaker (feat. John Legend)


წლის ზედმეტად დაფასებული ალბომი :Animal Collective – Merriweather Post Pavilion. Lady Gaga(The Fame/The Fame Monster). Dirty Projectors – Bitte Orca. La Roux – La Roux.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Editors-ის იმედად

წელს ალბომების უმეტესობამ რომელსაც ველოდი ან იმედები გამიცრუა. ან საერთოდ არ ვარგოდა, ანდა წინა ნამუშევრებს ბევრად ჩამორჩებოდა. Kasabian, Muse, Arctic Monkeys სწორედ ასე “მომექცნენ”. Editors წლის ერთ-ერთი უკანასკნელი იმედია.

ეს ჯგუფი 2007 წელს აღმოვაჩჲნე. ნუ ჩემთვის იყო ეს აღმოჩენა, თორემ მანამდე 2005 წლის ალბომით The Back Room ჯგუფს უკვე ჰქონდა პოპულარობა მოპოვებული.  მე ისინი 2007 წლის ალბომით An End Has a Start გავიცანი. ეს ალბომი დღემდე ერთ-ერთ საუკეთესოდ მიმაჩნია XXI საუკუნის indie rock სამყაროში. რამდენიმე თვე შეუჩერებლად ვუსმენდი თითოეულ კომპოზიციას, ყველა ტრეკი ძალიან კარგი იყო.

An End Has A Start

წელს, ოქტომბრის დასაწყისში In This Light and On This Evening გამოდის. პირველი სინგი უკვე გამოჩნდა რომელსაც  Papillon(პეპელა) ჰქვია. ჟღერადობით საერთოდ არ ჰგავს Editors-ის ძჳელ ნამუშევრებს, თუმცა კარგი მოსასმენია. გამიხარდება თუ ბიჭები თავიან თავში არ ჩაიციკლებიან, მაგრამ ამავდროულად წინ ისე წავლენ რომ ის მუღამი არ დაკარგონ რომელიც აქამდე ჰქონდათ, თავიანთი ნიშა რომლითაც იზიდავენ მსმენელს(პირადად მე). Papillon-ის მისამღერი ტრადიციულ სტილშია ნამღერი, ვოკალი ტომ სმიტი კვლავაც შეუდარებელია. ძალიან კარგი ხმა აქვს ტომს.

Papillon

ველი ალბომს  მოუთმენლად.

ბანი WordPress-ზე, მეკობრეობა და მუსიკა

გუშინ მთელი დღე ჩემს ბლოგზე დაწერა არ შემეძლო. WordPress-მა დამვორნა :დ

მიზეზი არ ეწერა, Dashboard-ში მაღლა, დიდი შრიფტით ეწერა, რომ რაღაც ერორია და უნდა მიმეწერა ადმინისტრაციისთვის. დავიწყე ძებნა და სულ მალე მივაგენი ჩემს პოსტს Arctic Monkeys ახალ ალბომზე. პოსტს თან მოჰყვებოდა ალბომის გადმოსაწერილი ლინკი, იმ ალბომის რომელიც ოფიციალურად 24 აგვისტოს გამოდის გაყიდვაში. მე კი პოსტი სადღაც 2 კვირის წინ დავწერე. მოკლედ პოსტს თუ წაშლი კარგი იქნებაო, თუ არადა დააედიტე მაინცო.

არა ვიცი რომ არ უნდა დავდო ლინკები, მითუმეტეს ისეთი ალბომების რომლებიც ჯერ არ გამოსულა ან სულ ახლხანს ჰქონდა რელიზი ეს მეკობრეობაა და ამ საქციელით მე მეტ-ნაკლებად ვაზარალებ შემსრულებელსა და მის ლეიბლს, მაგრამ აქ სხვა ამბავია კიდევ. ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც მე ალბომის გადმოსაწერი ლინკი დავდე. 4-5 ალბომი მექნება ჩემს ბლოგზე დაგდებული, მაგრამ მარტომსხვილი კომპანიების კონკრეტულად კი Warner Bros-ის ალბომებზე ჰქონდა მხოლოდ პრეტენზია ვორდპრესს.  თუ თავად მუსიკალური ლეიბლი აწვება და იმიტომ მთხოვენ მე ლინკის აღებას მაშინ გასაგებია, მაგრამ თუ თვითონ იღებენ მსგავს გადაწყვეტილებებს მაშინ მგონია ყველაფერი თანაბრად უნდა აკრძალონ. ვითომ Mum-მა რა დააშავა ანდა Florence and the machine-მა.

მოკლედ მე ლინკებს აღარ დავდებ თორემ დავიღუპები :დ მარტო რეცენზიებითა და რევიუებით შემოვიფარგლები.

პ.ს არადა Muse-ს ახალი ალბომი გამოდის მალე :დ

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

5 most anticipated albums of 2009

მუსიკაზე საკმაოდ ხშირად ვწერ ჩემს ბლოგზე, მიზეზი მარტივია ხელოვნების ეს სფერო კინოს შემდეგ უმთავრესია ჩემს ცხოვრებაში. 2009 წლის დასაწყიში რომ გადავხედე მომავალ რელიზებს დორბილი მომადგა პირზე, თითქმის ყველა ჩემი ფავორიტი ბენდი უშვებდა ალბომს ამ წელს, უმეტესად ისინი “ისვენებდნენ” რომლებმაც 2008 წელს გამახარეს. 2009 წელი კარგად დაიწყო yeah yeah yeah-ის ალბომი გამოვიდა რომლის რევიუც ჩემი ბლოგერად ქცევის პირველ ნაბიჯად იქცა, YYY-ს It’s Blitz-ს მოჰყვა Iamx-ის Kingdom of Welcome Addiction და PJ Harvey-ის A Woman A Man Walked By(უახლოეს მომავალში ამ ალბომების გადმოსაწერ ბმულებსა და რევიუებსაც დავაგდებ). შემდეგ იყო kasabian თავისი ახალი ალბომით, რომელიც ვერ აღმოჩნდა ისეთი როგორსაც ველოდი. რამდენიმე დღის წინ რეჯინა და ფლორენსზეც დავწერე. ეს ალბომები 2009 წლის პირველი ნახევრის გავაყოლე, მეორე ნახევარში “მძჲმე არტილერია” ერთვება საქმეში და მეც 5 ყველაზე საინტერესო(imho) პროექტს გაგაცნობთ.

5)múm – Sing Along to Songs You Don’t Know (გადმოწერე)

ეს მუმის რიგით მეხუთე სტუდიური ალბომი იქნება რომელიც ზაფხულის ბოლოს გამოვა და იმედს ვიქონიებ, მინიმუმ წინა ალბომების დონის იქნება, წინა ალბომებში Finally We Are No One-სა და Go Go Smear the Poison Ivy-ს ვგულისხმობ. ამ ჯგუფს ახასიათებს ექსპერიმენტები და ვნახოთ იქნებ რაიმე ახალით გამაოცონ(გამახარონ მაინც)

4)Muse – The Resistance ( 14 September 2009)

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრიტანული ბენდი, სექტემბერში უშვებს თავის ახალ ალბომს. Muse იმ იშვიათ ჯგუფების რიცხვს მიეკუთვნება რომელთა პოპულარობაც და მუსიკის ხარისხიც ალბომიდან ალბომამდე იზრდება. 2006 წელს გამოსული მათი უკანასკნელი ალბომი Black Holes and Revelations წლის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი იყო. მეთიუ ბელამი(ვოკალი/გიტარა) და კომპანია გამორჩეულია იმითაც, რომ ძალიან ძლიერი live ფერფომანსები აქვთ, რაც ამ ბოლო ხანებში სანატრი გახდაახლადგამოჩეკილი მუსიკოსების ხელში.

3)Editors – In This Light and On This Evening (21 September 2009)

ამ ჯგუფის 2007 წელს გამოსული ალბომი An End Has a Start ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესოა XXI საუკუნის ინდი სამყაროში. ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული ნამუშევარი(არც განსხვავებული ჟღერადობაა, არც ექსპერიმენტებთან ან სუპერ სოლოებთან გვაქვს საქმე) კარგი ვოკალისა და ლირიკების წყალობით ერთ-ერთ ჩემს ფავორიტ ალბომად იქცა. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ Editors-ის ახალ ალბომს ასე ძიერ ველოდები. სიმართე ითქვას ცოტა პესიმისტურად ვუყურებ და ვეჭვობ შეძლონდა გაიმეორონ იგივე რაც An End Has a Start-ში გააკეთეს, მაგრამ ერთხელ მოსმენა ჩემგან გარანტირებული აქვს.

2)Arctic Monkeys – Humbug (19 August 2009)

ბრიტანელი გენიოსები ბრუნდებიან. აგვისტოს ბოლოს ალექს ტერნერი(ვოკალი/გიტარა) ისევ თავის უაზრო, მაგრამ მიმზიდველ ლირიკებს მომახვევს თავზე, იმედია ისევ ისეთი გიჟური მუსიკა და დრაივი იქნება ამ ალბომში როგორიც წინა ორ ნამუშევარშია. ალექსი 19 წლის იყო როდესაც Arctic Monkeys-მა პირველი ალბომი გამოუშვა. Whatever People Say I Am, That’s What I’m Not-ს მე პირადად ვაფასებ 10/10-იდან. ძალიან იშვიათად ვწერ მაქსიმალურ შეფასებას და აქედან გამომდიანრე მეტ-ნაკლებად კარგად ჩანს თუ როგორ ველი ახალ ალბომს.

1)Klaxons – (სათაური უცნობია)

თავისუფლად შეიძლებოდა აქ ტერნერი და კომპანია ყოფილიყო, მაგრამ ორიოდე წლის წინ Klaxons-მა რევოლუციური ალბომი გამოუშვა, Myths of the Near Future -მა new rave-ის პოპულარიზაციისთვის დაახლოებით იმდენი გააკეთა, რამდენიც Beatles-მა როკ მუსიკისთვის. ეს არანორმალური ნამუშევარი შეიძლება დახასიათდეს ერთი წინადადებით Future music. წესით ალბომი შემოდგომაზე უნდა გამოსულიყო, მაგრამ პროდიუსერებმა ბიჭებს ტრეკების ნახევრის გადამუშავება სთხოვეს, ზედმეტად ექსპერიმენტულობისდაგამო. : D

აი ესაა ალბომები რომლებზე რევიუებიც გარანტირებულია ჩემს ბლოგზე.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)