ქართული ომები ეპიზოდი V: ავოიეე მიშას Wedding-ია


დღეს ქორწილს გადავრჩი. არა მე არ მომყავდა ცოლი და არც ჩემს მოტაცებას აპირებდა ვინმე. უბრალოდ ნათესავს მოუყვანია ცოლი და ოჯახი დაპატიჟებული ვართ. ჩემი დაჟინებული მოთხოვნით მე ქორწილში წამსვლელთა სიის მიღმა დავრჩი. ჯერ ეს ერთი “ოფიციალური” ქართული ქორწილები არაა ჩემი სტიქია,მეორეც ცეკვა არ მიყვარს, მესამე წვერის გაპარსვას ვერ ვიტან, ბოლოს სწორედ ქორწილში, რომ ვიყავი მაშინ გავიპარსე(2007 წლის ნოემბერი), ასე რომ მიზეზები მრავლად მაქვს, რომ სახლში დარჩენა მერჩივნოს “ვაგონი მიქრისზე” ცეკვას ან “ნათიას დაგარქმევზე” ნუგზარის გოგოს გამოცეკვებას.
გავკადნიერდები და მათ ვისაც უყვარს ტრადიციული ქორწილები მივცემ რამდენიმე რჩევას, თუ რა და როგორ უნდა გააკეთოს ქორწილში, რა წესები არ უნდა დაარღვიოს და რომლები ზედმიწევნით ზუსტად უნდა შეასრულოს.

რჩევები მამაკაცებს:
1) თეთრი პერანგი
აუცილებელია მამაკაცს ეცვას თეთრი პერანგი. მიზეზი ისაა, რომ როდესაც ალკოჰოლი ტვინში მიაწვება და გაწითლდება რიგითი მსმელი, თეთრ ფონზე კარგად გამოჩნდება მისი სახე. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ქალის გამოცეკვების დროს გაშმაგებულ სახემიღებული, თეთრი პერანგით ანგელოზისა და ეშმაკის სინთეზს მოახდენს.
2) ორი ცხვირსახოცი
აუცილებელია ჯიბით ორი ცხვირსახოცის წაღება. ერთი ცხვირს მოემსახურება, მეორე კი დასველებისა და გაწურვის შემდეგ კისერს გააგრილებს და შეხსნილ პერანგს ერთგვარ აქსესუარად მოემსახურება. პიროვნების გაგრილებასთან ერთად, ასეთი სველი ცხვირსახოცი, პატრონს კისრის ადგილას, “საროჩკის” გაშავებისგანაც დაიცავს.
3) კასტეტი
კასტეტი წაიმძღვარეთ ქორწილში უცილობლად. დამიჯერეთ თქვენს დეიდაშვილს ვინმე აუცილებლად შეხედავს ფეხებზე, რომელიც მოკლე კაბიდან უჩანს, ან საერთოდ შეურაცხადი გამოჩნდება ვინმე რომელიც მას საცეკვაოდ გამოიწვევს და თქვენ როგორც ნამდვილ ქართველს მოგიწევთ ეს პიროვნება სამაგალითოდ დასაჯოთ. რათქმაუნდა ეს გარჩევა მხოლოდ თქვენსა და იმ პიროვნებას შორის არ მოგვარდება, ეს პრობლემა გლობალურად იქცევა და მასების ჩართვას გამოიწვევს. რესტორნის(ან სეფის. გააჩნია ფული რამდენი აქვთ სიმამრ-მამათილს) უკან პრობლემის მოგვარებისას, კი კასტეტი დიდ სამსახურს გაგიწევთ.
4) პრეზერვატივი

თავდაცვის ეს საშუალება სასურველია წაიყოლო ქორწილში. თუ სიძის მხრიდან ხარ პატარძლის ბანაკში, თუ პატარძლის დაახლოებული პირი ხარ მაშინ სიძის “სასტავში”, აუცილებლად გამოჩნდება ვინმე მსუბუქი ყოფაქცევის მანდილოსანი, რომელსაც ორ ჭიქაში მოუყომარებ ყველაფერს, ერთს “მშვიდობითზე” ეცეკვები და მერე ტუალეტში გაიყვან. ხოდა ბავშვის მამობა არ გინდა მემგონი.
5) ცეკვა
ცეკვაზე უარი არ თქვათ. ჯერ ეს ერთი ვიდეო სელებრითი ვერ გახდები, მეორეც საოცარ შანს უშვებ ხელიდან სასიძო ნომერი 1-ის სახელი მოიპოვო.
ცეკვის ცოდნა არ არის ყველაფერი, მთავარია იცოდე როდის იცეკვო, ვის ეცეკვო და როგორ დაიწყო ცეკვა.
ელოდები ყველაზე ცეცხლოვან მელოდიას. დგები სკამიდან უახლოვდები მარტო მჯდომ მანდილოსანს რომელსაც არავინ ეცეკვება და მის წინ ხელებს შლი, კეცავ, ხტუნავ, ბორგავ, მოკლედ კრუნჩხვების შეტევა გემართება პლიუს თვალები გადმოყრილი გაქვს და პირი დაფჩენილი. ქალი ტაშს უკრავს და არ ტოკდება, შენ კვლავ აგრძელებ დაწოლას. ქალს სხვა მდედრები უახლოვდებიან და წამოაგდებენ. ოპაა. აქ უკვე ტაშს შემოკრავთ და როკვას იწყებთ, ძალიან ნუ იაქტიურებთ ქალსაც მიეცით შანსი შლაკების განთავისუფლდეს, ცელულუტის “მოერიოს”. ამ ცეკვის შემდეგ 15 მაგიდიდან 13-ზე თქვენზე საუბრობენ. 3 მაგიდაზე “აუ რა ბიჭი იყო, მემგონი სუხიშვილებში ცეკვავს” საუბარი მიდის. 5-ზე “ეს ბიჭი ჩემი ლალისთვის მინდა” დიალოგია გამართული. 4 მაგიდაზე “იცნობ? აუ გამაცანი რა მეც” ბაასია. უკანასკნელ მაგიდაზე კი “ეს გიას ბიჭია, ნამდვილი ვაჟკაცი ქართველია ენაცვალოს მურთაზი ბიძია”.

რჩევები მანდილოსნებს:
1) კარგი ბიჭის დაა-ს ინსტიტუტი

თუ ვინმე მოგიახლოვდებათ და ცეკვას გთხოვთ, ძალიან მაგრად აცემინეთ რომელიმე ნათესავს თუ თქვენი კავალერი კვლავ დაბრუნდები ე.ი ნამდვილად მოსწონხართ და სერიოზულად გიყურებთ, თუ არადა არ ყოფილა თქვენი ღირსი.
2) ხელთათმანი
როდესაც თქვენი მეუღლე, შეყვარებული, მამა ან უბრალოდ ნაცნობი რწყევას დაიწყებს შუბლის დაჭერა მოგიწევთ, ხოდა ათასი ბაქტერია და მიკრობია, თან ღმერთმა იცის რამდენი ასეთი შუბლის დაჭერა მოგიწევთ და ჯობია თავი დაიცვათ.
3) უცხო სიტყვათა ლექსიკონი
როდესაც ის ვიზეც გული შეგტკივათ გატყვრება მის მიწასთან გასასწორებლად ახალი ფრაზებისა და გამოთქმების გამოყენება დაგჭირდებათ. აბა ეხლა ვისღა ააგდებ ნამუსზე quote-ეებით “შენ გაგისკდა მუცელი” , “ჭირი ჭამა შენმა პირმა” და ა.შ
იმედია ცოტა დაგეხმარეთ. მე კი ჩემს თავს ვუსურვებ ისეთ ქორწილებში მეაროს როგორსაც მე გავაკეთებდი.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Advertisements

13 comments so far

  1. tiny on

    აააა
    ლოლ ლოლ

    აუ ყველაზე ბევრი ხელთათმანზე ვიცინე :დ :დ :დ

  2. ლილიანი on

    http://busuna.blogspot.com/2008/07/blog-post_13.html

    ai msgavsi poti romelic metad agresiuli danaklebad cinikuria tumca po teme

    ise momcons cinizmis da iumoris nazavi shens postebhi :up:

  3. Gvantsa on

    ჩემი მტკივნეული თემაა ქორწილები. ჯერ ჩაცმა-დახურვა-ვარცხნილობა-სამკაულებზე ფიქრი. მერე წუხილი, არ ვიცნობ-ვერ ვჭამ-არ მინდა ცეკვა. გაოფლილი-გამოყეყეჩებული ტიპები რომ ერთმანეთს ეცეკვებიან, ღვინო რომ უჭირავთ ხელში და რომ ესხმებათ შადრევანივით აქეთ-იქით.
    აუუუუ, ჩემთვის ტანჯვაა ქორწილში წასვლა.
    P.S. სულ 3 ქორწილში ვარ ნამყოფი 🙂

  4. თაზო on

    “ტრადიციულ” ქორწილებზე ზუსტად ასეთი წარმოდგენა მაქვს. ოდესმე თუ მეღირსა ქორწილი, იამაჰიან დამკვრელებს არ გავაჭაჭანებ. მუს. ცენტრი და მისი ჯანი. ნუ, ქორწილის ფორმატიც სხვაგვარად წარმომიდგენია. ალბათ, მე რომ მინდა ისეთ ქორწილიში მამაჩემი პროტესტის ნიშნად არ მოვა :))))))))))))))
    .

  5. CheshireCat on

    🙂 შელბი, жжешь 🙂

    ოხ, ერთი პოსტი მეც უნდა დავწერო ქორწილებზედ )

  6. zina on

    ისიც დაამატე,ახლა მოდაში რომ დაქირავებული თამადები არიან,ლექსებით, ბრტყელ-ბრტყელი სადღეგძელოებითა და თანაშემწეებით,რომლებიც სიძე-პატარძლის ”ბებია-ბაბუას” აცნობს. 😦 🙂

  7. tatushka55 on

    arc me ar davdivar qorcilebshi. magram ai tavis aridebac mteli temaa. uaris tqma qartvelebs iseve agizianebt rogorc xars citeli feri. magram erti kai tviseba gamomimushavda : daikide mogeshveba. 🙂

  8. Natia on

    მესამე ცხვირსახოცი დაგავიწყდა – შალახოს ცეკვისას რო უნდა აიღო პირით…
    თუ გამოგივიდა და თან შარვალიც ცოცხალი დარჩა გმირი ხარ იმენნა

  9. nacarqeqia on

    მაგარია, ძაან მაგარი, საკაიფო იყო. ისე არც ის უნდა დაგვავიწყდეს რომ ქართველებს თეფშებში ბანაობაც უყვართ ქორწილის დასასრულს…

  10. dagicheren on

    nikush 😀 im dges shens statiebs ganvixilavdit da eset daskvnamde mivedit rom sapatriarqoshi albat ukve anatemaze gadasacemad gamzadeben 😀 😀

  11. doh! on

    nu es posti sruli simartlea,shen chemi qorwili dzaan magrad dagevaseboda imitom rom yvelaze uprosi stumari 30 wlis iyo da sul 40 kaci viyavit
    ase rom girchevt yvelas mogvbazot greoba martla texavs

  12. rebel on

    doh! kide moyevi ra rame shen qorwilze:D vatyob magari ponti iyo,sad rogor ra musikit da ravi yvelaperi midi ra dawvrilebit moyevi iqneb gamomadges:)

  13. 18202288 on

    :):);)


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: