Cool commercials


დღეს მთელი დღეა სახლში ვარ, ჯერ “ჰობიტის” ქართული ვერსიის კითხვა დავიწყე, მაგრამ გული ვერაფრით დავუდე, ცუდი თარგმანია ძალიან. ტოლკიენის კი არა მადონას დაწერილს უფრო გავს. მერე გამახსენდა, რომ კომპში “კანის კინოფესტივალზე” ნაჩვენები და გამარჯვებული რეკლამები მქონდა გადმოწერილი. 1994-იდან 2008 წლის ჩათვლით. ჩავუჯექი და რამდენიმე წლის ნომინანტებსა და გამარჯვებულებს ვუყურე, მსურს რამდენიმე მათგანი თქვენც გაგიზიაროთ და პლიუს რამდენიმე უბრალოდ სახალისო რეკლამის ლინკიც დავდო.

1)Fed Ex-ის ძალიან მაგარი რეკლამა. კარგია რომ კრეატიული იდეები, “ფიტომალის” პიარშიკებს გარდა სხვასაც მოსდის თავში

2) renault logan-ის რეკლამა რომელიც თავისი ფინალით თქვენს მანქანას გაგაყიდინებთ და რენოს შეგაძენინებთ. : D

3)ამ რეკლამების სერიას სახელად ჰქვია გამოიღვიძე ტაილანდო. რამდენიმე სერიის ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ საქართველოშიც არ გვაწყენდა მსგავსი სასმელი.

4)Axe ყოველთვის გამოირჩეოდა დასამახსოვრებელი და სახალისო რეკლამებით, რომელიც მამაკაცებს უქმნიდა ილუზიას, რომ დეოდორანტზე ერთი თითის დაჭერით ისინი ყველაზე სასურველი არსებები გახდებოდნენ პლანეტა დედამიწაზე. ეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მცდელობაა ამ ილუზიის შექმნისა

5)JAPP ასეთი შოკოლადი თუ არსებობდა ისიც არ ვიცოდი, მაგრამ ამ რეკლამის შემდეგ არ დამავიწყდება ნაღდად, ძალიან ბევრი ვიცინე.

6)Doritos ყველაზე მაგარი ჩიფსია, ეს კი ძალიან მააგრი რეკლამა.

7)Crest კბილის პასტა ყოფილა, სამწუხაროა რომ ქართულ ტელეკომპანიებზე მისი რეკლამა არასოდეს მინახავს, უყურეთ და დატკბით მისი რეკლამებით.

8 ) honda civic – ამ კლიპში რასაც ნახავთ ყველაფერი ნამდვილი და რეალურია.

9) და ბოლოს ყველაზე ლამაზი კლიპი რომელიც კი ოდესმე მინახავს.

Schweppes

გაგრძელება იქნება…

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

4 comments so far

  1. buda on

    ვაიმე ბოლო მართლა რაღაც სასწაულია! პირველად რო დაეხეთქა ლურჯი ბუშტი და ლურჯ ფერად გაიშალა, სუნთქვა შემეკრა

  2. Bas on

    შვეფეს რეკლამა მართლა კარგია, მაგრამ მაგათი ჯინჯერ ელი არაფრად არ ვარგა :პ

  3. unaamarga on

    ბოლო მართლა მაგარია, ძალიან მომეწონა!

  4. tatushka55 on

    wooow
    kargi postia
    kvela ar minaxavs magram AXE_ma gaascora


დატოვე კომენტარი