Archive for სექტემბერი 10th, 2009|Daily archive page

წლევანდელი ოსკარის მაძიებლები და სირობები

ეს პოსტი “კინო შემოდგომის” გაგრძელებაა. თუ სექტემბერ-ოქტომბერში გამოსული ფილმების უმეტესობა არაფრისმომცემი ნაგავია, სამაგიეროდ ნოემბერ-დეკემბერი ოსკარის მთავარ ფავორიტებს “ახურებს” ხოლმე.

კინოაკადემიაში რატომღაც მხოლოდ იმ ფილმებს ანიჭებენ უპირატესობას რომელიც შემოდგომაზე გამოდის, ძალიან ძალიან იშვიათად რომ ზაფხულის რელიზი დააფასონ. გაზაფხულზე გამოსული ფილმი კი საერთოდ არ მინახავს რომელიმე მთავარ ნომინაციაზე. არ ვიცი რატომ ხდება ასე. ალბათ ავიწყდებათ წლის დასაწყისში რას უყურეს და მხოლოდ იმ ფილმებიდან ირჩევენ საუკეთესოს რომელსაც ცერემონიის წინ უყურებენ :დ

გაგაცნობთ რამდენიმე ფილმს, უმეტესობა ოსკარისთვის იბრძოლებს დანარჩენი კი კინოგაქრიავებაში მსუყე(:დ) თანხის მოგროვებას შეეცდება.

ნოემბერი:

Christmas Carol(NOVEMBER 6th)

რობერტ ზემეკისი კიდევ ერთი მცდელობა სრულყოფილი ანიმაცი შექმნას. აქ ვიზუალური მხარე ითვლება, თორემ ზემეკისს ტვინი არ ეყოფა და არც რეჟისორული შესაძლებლობები  თუნდაც PIXAR-ის დონის მულტფილმი გააკეთოს. სრულიად ახალი ტექნოლოგიებისა და ჯიმ ქერის დახმარებით, ზემეკისი ჩარლზ დიკენსის Christmas Carol-ის ეკრანიზაციას შეეცდება. იმედი მაქვს Beowulf -ითსუსტი ნამუშევარი არ იქნება.

The Box (NOVEMBER 6th)

სიუჟეტმა ძალიან დამაინტერესა. ახალგაზრდა წყვილს ჩუქნიან ყუთს, რომელშიც წითელი ღილაკია რომლის დაჭერის შემთხვევაშიც ვიღაცა მოკვდება(ვინ იქნება ეს ამას არ უმხელენ) სამაგიეროდ კი 1 მილიონ დოლას მიიღებენ. ფრენკ ლანჯელა, ჯეიმს მედსენი და კამერონ დიასი ეს ტრიო ძალიან კარგად გამოიყურება ტრეილერში და იმედი მაქვს დიასის უნიჭობა ფილმს არ გააფუჭებს.

The Men Who Stare at Goats (NOVEMBER 6th)

ისეთი პირი უჩანს ჯორჯ კლუნის ამ ფილმში ნათამაშები როლისთვის ოსკარზე თუ არა ოქროს გლობუსზე მაინც წარადგენენ. არ გამიკვირდება ჯეფ ბრიჯესი, ევან მაკგრეგორი ან კევინ სპეისიც რომ ვიხილო რომელიმე მნიშჳნელოვანი კინოდაჯლიდოების ნომინანტთა შორის. როგორც ხედავთ  ძალიან მაგარი მსახიობთა ანსამბლია შეკრებილი ამ ფილმში, რომლის სახელიც უკვე სასაცილოა, აღარაფერს ვამბობ თავად ტრეილერზე. ჩემთვის წლის ერთ-ერთი ყველაზე most anticipanted ფილმია.

2012(NOVEMBER 13th)

რონალდ ემერიხი მაიკ ბეის მსგავსი რეჟისორია. ოღონდ უფრო უნიჭო და გონებაჩლუნგი. ზუსტად ერთმანეთის მსგავს ფილმებს იღებს მუდამ და არ ვიცი რატომ ყველა ფილმს მაგარი შემოსავალი მოაქვს(ბეისთან კიდევ ერთი მსგავსება).  2012 ერთი-ერთზე ჰგავს The Day After Tomorrow-ს ტრეილერით და რათქმაუნდა არც ფილმებს შორის იქნება დიდი სხვაობა. ისევ დედამიწის დაქცევა და განადგურება, ისევ კატაკლიზმები და უბედურებები.

The Young Victoria(NOVEMBER 13th)

ჩემთვის სრულიად უცნობი რეჟისორის ჟან მარკ ვალეეს ფილმი. ეს რეჟისორი კანადელია მემგონი წარმოშობით, აი ეს ფილმი კი წმინდა წყლის ბრიტანული ნამუშევარია. ინგლისის დედოფალს ემილი ბლანტი თამაშობს, ფილმი ერთობ კარგი ჩანს. მთავარია ზედმეტად სენტიმენტალური და “აი ამ მომენტე უნდა იტირო” ფილმი არ იყოს.  მე ძალიან დამაინტერესა და თუ მომეწონება ვალესს ერთ-ერთ ფილმს C.R.A.Z.Y-ს ვნახავ :დ რომელსაც კანადურ კინოდაჯილდოებებზე, თავის დროზე ყველა პრიზი მოუგია თუ რამე არის.

p.s ემილი ბლანტი ძალიან ლამაზია. ფილმი კი მინიმუმ საუკეთესო კოსტუმებისთვის იქნება ოსკარზე ნომინირებული

Fantastic Mr. Fox(NOVEMBER 13th)

საერთოდ სურათიც რომ არ მქონდეს ნანახი, სათაურიც რომ არ ვიცოდე და  არც ტრეილერი მომწონებოდა ამ მულტფილმს მაინც ვნახავდი, რადგან მისი რეჟისორი უეს ანდერსონია. ძალიან მაგარი რეჟისორი რომელიც პირველად ცდის ბედს ანიმაციაშია. Rushmore, Darjeeling Limited ან Royal Tenenbaums ნანახი გექნებათ, თუ არა მაშინ ჯობია უყუროთ. იცის ამ კაცმა როგორ უნდა გადაიღოს ფილმი.

Twilight Saga: New Moon (NOVEMBER 13th)

MTV movie awards-ზე ისევ ყველაფერს ეს მოიგებს, ისევ გადარევს უამრავ თინეიჯერს და ზუსტად ისეთივე უაზრობა იქნება როგორიც წინა ნაწილია. 4-5 წელიწადში ერთხელ აუცილებლად გამოდის რაღაც დებილობა, რომელზეც ხალხი აფეტიშებს და თავს იგიჟებს. არადა ამაზე საცოდავი fantasy არც მინახავს მემგონი. ბრჭყვიალა ვამპირები, ადამიან-ვამპირის სიყვარული და ბლა ბლა ბლა. კოპოლას Dracula მაინც არ უნახავთ, უაინონა რაიდერისა და გარი ოლდმანის დასაწყისი ეპიზოდი ღირს მთელ ამ ფილმად. წიგნი არ წამიკიტხავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ნორმალური იქნება ეკრანიზაციასთან შედარებით.

Nine(NOVEMBER 27th)

რობ მარშალმა იცის მიუზიკლის გადაღება. დენიელ დეი ლუისმა კი რომელ პროექტში უნდა მიიღოს მონაწილეობა. ფედერიკო ფელინის 8 1/2 მუსიკალური ადაპტაცია სადაც არაერთი ულამაზესი ქალი იღებს მონაწილეობას(ნუ ფელინის რომ ჰყავდა იმათ ვერ შევადარებ), გუიდო კონტინის კი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი დენიელ დეი ლუისი თამაშობს. წელს ოსკარების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება ეს ფილმი.

Ninja Assassin (NOVEMBER 27th)

ჯეიმს მაკტეგიუს ახალი ფილმი. ამ კაცს V for Vendetta აქვს გადაღებული. მაშინ მისი პროდიუსერები ძმები ვაჩოვსკები იყვნენ(Matrix-ის შემქმნელები), ამ პროექტშიც იგივე მეორდება და ფილმის მაღალი ხარისხი გარანტირებულია. მაგრად მაინტერესებს რა გამოვია ისე. ვაჩოვსკებს ძალიან უყვართ იაპონური კულტურა და არ გამკვირვებია ამ პროექტს, რომ მოჰკიდეს ხელი.

Brothers(DECEMBER 4th )

ტობი მაგუაერს დიდი შანსი იყო მეორე Spider man-ში ვერ ეთამაშა. ზურგი აწუხებდა და ჯეიკ გილენჰაალით აპირებდნენ მის შეცვლას, საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მაგუაერმა შეძლო თამაში.  ამ ფილმში ეს მსახიობები ძმებს ითამაშებენ. ფილმი Pearl Harbor-ის სიუჟეტს წააგავს თავიდან, ძმა დაღუპული ჰგონია გილენჰაალის პერსონაჟს და მის ქვრივთან რომანს გააბამს, მას სემდეგ რაც მაგუაერი დაბრუნდება სახლში ყველაფერი იცვლება და აქ იწყება ყველაზე საინტერესო… “სპაიდერ მენი” არასოდეს მიმაჩნდა ნიჭიერ მსახიობად, პირიქით მისი უაზრო გამომეტყველება ბევრ ფილმს აფუჭებს, მაგრამ ამ პროექტში ძალიან ძალიან მაგრად ზის პერსონაჟში. ვნახოთ რა იქნება, შეიძლება ტობი ოსკარის ნომინანტთა შორის ვიხილოთ

The Princess and the Frog(DECEMBER 11th)

Disney ფესვებს უბრუნდება და დეკემბრის შუაში უშვებს მულტფილმს, რომლის პერსონაჟები კვლავ ხელითაა დახატული და 90-იანი წლების “ოქროს ხანის” მულტფილმების სტილშია გადაღებული. ძალიან მაინტერესებს რა გამოუვათ, ისე კი მომენატრ ერთი ტრადიციული cartoon.

Invictus (DECEMBER 11th)

კლინტ ისტვუდი სანამ ცოცხალია ფილმს მუდამ გადაიღებს. კინოაკადემიაში მაგრად ევასებათ და მინიმუმ ნომინაციებს ისევ მისცემენ. ისე საინტერესო პროექტი ჩანს. ფილმი სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის რეჟიმის გადავარდნის შემდეგ ნელსონ მანდელას გაპრეზიდენტებასა და რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზეა უფრო სწორედ. ნელსონ მანდელასა(მორგან ფრიმენი) და სამხრეთ აფრიკის რაგბის ნაკრების კაპიტნის, ფრანცის პიენაარის(მეთ დეიმონი), ურთიერთობაზეა .

The Lovely Bones (DECEMBER 11th)

2 წელიწადზე მეტია ამ ფილმს ველოდები. პიტერ ჯექსონი გენიოსია, უბრალოდ არ შეუძლია ამ კაცს ცუდი ფილმის გადაღება. ბევრს არაფერს დავწერ ამ ფილმს პოსტი მაქვს უკვე მიძღვნილი მისი ტრეილერისათვის და შეგიძლიათ ნახოთ.

Avatar(DECEMBER 18th)

ჯეიმს კამერონის ახალი ფილმი რომელიც ალბათ ყველაზე რეკლამირებული და აჟიტირებული პროექტია კინოს ისტორიაში. კამერონი იფიცება(და ვინც ნახა პრომო ჩვენებები) ფილმი კი არა სასწაულიაო. ფილმის სცენარი 14 წლის წინ ჰქონდა მზად Titanic-ის რეჟისორს, მაგრამ მაშინ საჭირო ტექნოლოგიების არ არსებობის გამო გადადო 15 წლით ფილმის გადადება და აი 2009 წელს visual stunning პროექტს გვპირდება ჯეიმსი. იმედი არ გვატყუებს.

It’s Complicated(DECEMBER 25th)

წარმოიდგინეთ ფილმი სადაც ორ მამაკაცს ერთი და იგივე ქალი უყვარდება. ეს მამრები ალეკ ბოლდუინი და სტივ მარტინია, ქალი კი მერილ სტრიპი. არცაა საჭირო მეტი ინფორმაცია ამ ფილმზე რომ უყურო კინოში. კარგი romantic comedy გარანტირებულია ისედაც.

Sherlock Holmes ((DECEMBER 25th)

გაი რიჩიმ თავისი რეჟისორული კარიერა ისე დაიწყო ბევრს შეშურდებოდა, მერე მადონას ქმრობამ თავისი ხელი დაატყო და ზედიზედ რამდენიმე ცუდი ფილმი გადაიღო, ცუდი არა საშჲნელი უფრო, მაგრამ შარშან გამოსწორების გზას დაადგა rocknrolla გადაიღო წელს კი რობერტ დაუნი უმცროსი შერლოკ ჰოლმსის როლზე მიიწვია და მაგრად გამიკვირდება ცუდი ფილმი რომ გამოუვიდეს. პლიუს ჯუდ ლოუ და რეიჩელ მაკადამსი იქნება ფილმშჲ. ბრიტანულ სტილში გაკეთებულ კარგ სათავგადასავლო კომედაის ველი მე პირადად.

Update:

Single man(2009)

უკომენტაროდ!

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)