Archive for სექტემბერი 12th, 2009|Daily archive page

His Airness

მაიკლ ჯორდანი NBA-ს დიდების დარბაზში შეიყვანეს. გაგიკვირდებათ კალათბურთი მეფე აქამდე მანდ რატომ არ იყოო, მაგრამ NBA-ს თავისი წესები და კანონები აქვს, ერთობ უცნაური და შესაბამისად “მისი უჰაერესობა” მხოლოდ 2009 წელს გახდა დიდების დარბაზის წევრი.  ეს მხოლოდ ფურცელზე და ფორმალურად, თორემ ემჯეი დიადია 1984 წლიდან, როგორც კი NBA-ში პირველი თამაში ითამაშა, უკვდავი კი 2003 წელს გახდა როდესაც საბოლოოდ წავიდა კალათბურთიდან.

მაიკლი არც ფიზიკური მონაცემებით გამოირჩეოდა და არც ძალიან რეკლამირებადი კალათბურთელი იყო. დრაფტზე მესამე ნომრად აირჩია ჩიკაგო ბულსმა და ალბათ მისი ყველაზე ტავგადაკლული ფანიც ვერ წარმოიდგენდა, რომ ეს ბიჭი თავის ეპოქას შექმნიდა ილინოისის შტატში.

ჯორდანმა 6-ჯერ მოიგო NBA-ს ჩემპიონის ბეჭედი, ექვსივეჯერ სუპერფინალების უძვირფასესი მოამაშე გახდა. ამას გარდა არაერთხელ იყო NBA-ს ბომბარდირი და სხვადასხვა ჯილდოს მფლობელი მათ შორის რეგულარული ჩემპიონატის MVP(5-ჯერ). ემჯეის არ ჰქონდა ისეთი სტატისტიკა როგორიც ოსკარ რობერტსონს ან უილტ ჩემბერლენს, ამის მიზეზი არის ეპოქაში სხვაობა. უილტი და ოსკარი დაცვაზე აცრილ კალათბურთით ერთობოდნენ 60-70-იანებში, მაშინ როდესაც ჯორდანს ნიუ-იორკის, იუტას, სიეტლისა და პორტლენდის დაცვის ბარიერის დაძლევა უწევდა.

დღეს მაიკლი სცენაზე ასვლისას ატირდა. ეს მსახიობის ცრემლები არ იყო, ეს იმ ადამიანის სიხარული და სევდა იყო რომელმაც შეძლო და მეფის ტიტული დაიმსახურა. ძნელად მოიძებნება ადამიანი რომელსაც შეუძლია ემჯეიზე ცუდი თქვას. ჰოკეის ჰყავს თავისი მეფე უეინ გრეცკი რომელსაც ნახევარი NHL ვერ იტანდა, ფეხბურთში პელეა რომელის მეფობაც მუდამ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რაგბს ჰქონდა შანსი ჰყოლოდა თავისი ჯორდანი, მაგრამ ჯონა ლომუს თირკმლებმა უმტყუნეს.

ვუყურებდი მაიკლს და ვგრძნობდი რომ კალათბურთში რაღაც ძალიან კარგი სრულდებოდა,მიდიოდა და ეს კარგი თავად ემჯეი იყო. ვისაც ჩემსავით უყვარს კალათბურთი ალბათ დაახლოებით იგივე იგრძნო, მნიშჳნელობა არ აქვს ვისი გულშემატკივარი იყო ჩიკაგოსი თუ ვაშინგტონის, თუნდაც იუტასი ან ფინიქსის გუნდების რომლებიც “ჯორდანის გამო ვერ გახდნენ ჩემპიონები”, სწორედ მაიკლმა დატოვა ჩარლზ ბარკლი, ჯონ სტოქსტონი, კარლ მელოუნი, შონ კემპი და კიდევ ბევრი დიდი მოთამაშე ჩემპიონის ბეჭდის გარეშე. ყველასთვის ერთობ სენტიმენტალური მომენტი იყო მისი უჰაერესობის დღევანდელი გამოსვლა. ბევრი კობის ადარებს ჯორდანს, აგერ ლებრონი მოდისო რომელიც ემჯეიძე დიდი იქნებაო, მაგრამ მხოლოდ კალათში ბურთის სროლა და ჩემპიონის ბეჭდების მოგროვება არ არის კალათბურთი, კობისაც და ლებრონსაც ჯორდანამდე ბევრი უკლიათ ძალიან ბევრი.

წელს ჯორდანის გარდა დიდების დარბაზში სან-ანტონი სპურსის ლეგენდა დევიდ “ადმირალ” რობინსონი, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი ჯონ სტოქსტონი და იუტას ლეგენდარული მწვრთნელი ჯერი სლუნი შეიყვანეს.

ალბათ არაფერს ისე არ უხდება თავისი სლოგანი(ერთ-ერთი) როგორც NBA-ს. place Where amazing happens ბლინ ხორცშესხმული amazing არის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია.