Archive for სექტემბერი 22nd, 2009|Daily archive page

სასურველია გაიღიმო

მაგარი მშიერი შესვენებაზე გამოვარდი “იმედიდან”, იქვე “ნიკორას” fast food ჯიხურია, მაგარს აქებდნენ მსახიობები და სცენარისტები და ვიფიქრეთ(მე და ირაკლიმ A.k.A ანტონა პაპა) ვეწვიოთ და დავაგემოვნოთ რამეთქო.

15 წუთი ველოდეთ ორ ჰამბურგერს და გამყიდველი ისეთი სახით მიყურებდა ეს დრო მეგონა თავის სისხლსა და ხორცს მიხვევდა პურში.

მომსახურების დონე ჩვენს ქვეყანაში რომ ძალიან დაბალია ეს არავისთვის არ იქნება სიახლე. საუბარი არ მაქვს იმაზე ვინ რამდენად იცის თავისი საქმე(კონსულტანტები გვყავს ხშირ შემთხვევაში ინტელექტით შეშის დონის), მე მინდა ყურადღება გავამახვილო კლიენტისადმი დამოკიდებულებაზე.

თბილისში მომღიმარი და თბილად მოსაუბრე გამყიდველი, რომ ნახო ან აფთიაქში უნდა შეხვიდე(PSP ან Aversi) ანდა McDonald’s-ში. დანარჩენი რა ადგილსაც არ უნდა ეწვიო ყველაფრის სურვილს დაგიკარგავენ. კაფეებში მენიუ ზლაზვნით მოაქვთ, კითხვებზე პასუხის გაცემა ოფიციანტებს მაგრად ეზარებათ, არადა ფულს სწორედ მაგაში უხდიან და ვგონებ “ვაჟნობა” საჭირო არ არის.

ტანსაცმლის მაღაზიებში საერთოდ ქვის ხანაა. პეკინზე განსაკუთრებით. ვერაფერს ვერ შეეკითხები კონსულტანტ/გამყიდველს. “ზედ აწერია ფასი”, “ვერ ხედავ რომ არ გვაქვს” და ასეთი ფრაზები გიშორებენ თავიდან, არადა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სამუშაოდ იმიტომ აიყვანეს რაღაცა გაყიდოს და არა იმიტომ კლიენტს თავი და მაღაზია შეაზიზღოს.

რატომ უნდა ყველას უზრდელი ითამაშოს, მაშჲნ როცა ეს საჭირო საერთოდ არ არის. რა საჭიროა სერიოზული და “90-იანი წლების ძველი ბიჭი” ვარ ხმით საუბარი მაშჲნ როცა ეს ანტირეკლამას გიკეთებს.  საქართველოში როგორ ემსახურებიან ისე, რომ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში გამყიდველმა გააკეთოს სასამართლოში უჩივლებენ ალბათ და მინიმუმ სამსახურს დააკარგვინებენ. ან უფროსები არ ჰყავთ რომ შეამოწმონ როგორ მუშაობენ მათი ქვეშევრდომები ან ვინმე ნაცნობი, არა ჰომო ერექტუსი ან ნეანდერტალერი რომ თანამედროვე ადამიანი ასე არ უნდა იქცეოდეს, რომ ჯერ კლიენტს უნდა მომესახურო და მესიჯის წერა მერე უნდა დაამთავრო, უნდა შეეცადო საქონელი მისთვის მიმზიდველი გახადო და არა “ხო ხედავ არ გვაქვს” უპასუხო.

ხო ნუ მარტო მაკდონალდსი და აფთიაქებში არ არის ნორმალური მომსახურება, პოსტის ბოლოსკენ რამოდენიმე მაღაზია და კაფეც გამახსენდა, თუმცა მთლიან სურათს ეს ვერაფერს შველის.