Archive for the ‘სამსახური’ Tag

Dream On

5 ოცნება ეს თემა რამდენიმე კვირის წინ შემოგორდა ქართულ ბლოგსამყაროში, დაიტაგა ბევრი ბლოგერი, მათ შორის მეც(ჩორვენმა დამტაგა) ხოდა დავწერ ჩემი ოცნებების შესახებ.

1)Super power –  ბავშვობაში ძალიან მიყვარდა კომიქსები. განსაკუთრებით Marvel–ის სამყარო. პრინციპში ეხლაც სიამოვნებით წავიკითხავდი დრო, რომ მქონდეს. მუდამ მინდოდა რაიმე სუპერძალა მქონოდა და სიმართლე ითქვას არც ეხლა ვიტყოდი უარს. ყველაზე მეტად მაგნიტოს შესაძლებლობები მიზიდავს. ამ მუტანტს ყველანაირი ლითონის მართვა შეუძლია. ეუფ რას გაასწორებდა :დ

2) Dream job – ნუ პირველი სურვილი ფენტეზის სფეროა, პრინციპში ჩემი ოცნების სამსახურიც თითქმის უტოპიურია.

მინდა დაახლოებით ესეთი სამსახური. ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფთან ერთად ვუყურებ ფილმს(რომელსაც მე ვურჩევ), შემდეგ კი ვარჩევთ ფილმს, ნუ ისინი ჩაინიკები არიან და დეტალებში ჩაღრმავებაში გიდობას მე ვუწევ. წარმოიდგინეთ ამაში რომ ფულს გიხდიან.

3)My greatest creation – ჩემი ოცნებაა South Park–ის ქართული ვერსია შევქმნა. სტილის გადმოტანა მინდა მხოლოდ დანარჩენს ყველაფერს ქართულს გავაკეთებდი, პერსონაჟებს, სიუჟეტს, იუმორს. 3–4 სერიის სიუჟეტი დაწერილიც კი მაქვს :დ მინდა ანიმაციური სერიალი რომელსაც არანაირი საზღვრები არ ექნება.

4)Home sweet home – ჩემი საკუთარი სახლი მინდა. უფრო ზუსტი თუ ვიქნები ბინა. დაე იყოს შანხაის დასახლებაში. ორ–ოთახიანზე მეტი არ მინდა. არც რემონტი და გამოწყობაა საჭირო. მე თვითონ მოვუვლი.

5) fortune – ეს ოცნება რომ ყველაზე ზედა ოცნება ამიხდეს :დ ნუ ჯანდაბას ერთი მაინც. ჯამრთელობაც იქნება მერე და ბედნიერებაც.

მე ვტაგავ:

დათო გორგილაძე

Kubrick

Clown

Je m’appelle Eka

ყვავა

დაბეჩავებული ანუ ფრიად დაღლილი

ვძევარ სახლში.  დავიღალე უზომოდ, მეძინება მაგრად, მშიოდა მთელი დღე, თავი მტკიოდა დილიდან, ტვინი დამეღალა ძლიერ.

19 წელი არსად მიმუშავია, ოქტომბრიდან შეიძლება 3 სხვადასხვა საქმე ვაკეთო, ერთი თვეა ყველაფრისგან სასაცილო მასალის მიღებას ვცდილობ, 34 თვეა წვერი არ გამიპარსავს.

ამწუთას ვუსმენ Cardigans -Carnival, გუშინ ვნახე Bienvenue chez les Ch’tis, ხვალ მაგრად გამოვიძინებ.

ასათიანს “პროფილისთვის” ვაგინე(უკვე მერამდენედ), კომედი სენთრალი ვადიდედე(ესეც არ მომხდარა პირველად) South Park-ისთვის , რადიო “არ დაიდარდო” დავწყევლე,   სტივენ სპილბერგი კი დავლოცე არსებობისთვის.

მაგრად მკიდია საქართველოს ფეხბურთის მომავალი, გული შემტკივა ამ სიცხეში შაურმის გამყიდვლებზე, ძალიან მაინტერესებს ოქტომბერში “იმედიდან” რა პასუხები მივიღებ.

ეხლა წავედი სპილბერგზე რამდენიმე კოხტა(:დ) ფილმი ამომიტივტივდა გონებაში და ვუყურებ ბარემ.

ამაყი მამაკაცის დღიურებიდან

დღეს ჩორვენას ბლოგზე სახალისო პოსტს წავაწყდი. “კაცებო გშურდეთ, ქალებო იამაყეთ!”, პოსტი იმის შესახებ, თუ რითი ჯობია სუსტი სქესის წარმომადგენლობა მამაკაცად ყოფნას.

გადავწყვიტე მომეძიებინა რაიმე მასალა რომელიც საპირისპირო სიას შემადგენინებდა და 2 წუთიანი ძჳების შემდეგ სასურველ მიზანს მივაღწიე. ვიპოვე რამდენიმე ლისტი იმ უპირატესობებისა, რომლებიც ადამის შთამომავლებს გვაქვს. ყველას არ ჩამოვწერ, უაზრო არის უმეტესობა მხოლოდ საუკეთესოებზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას და პლიუს რამდნეიმე ჩემს აზრსაც გაგაცნობთ.

1) შენი სატელეფონო საუბარი გრძელდება 30 წამი.

2)რიგი საპირფარეშოში 80 %-ით მოკლეა.

3)სამსახურში მისაღებად არავის არ აინტერესებს შენი უკანალი და მკერდი

4)შენი ყველა ორგაზმი ნამდვილია

5)არ გჭირდება მძიმე ჩანთის თრევა რომელშიც ყრია ”საჭირო” ნივთები

6)შენი 3 ცალი ტრუსი არ ჯდება 6 ლარზე მეტი

7)არ გჭირდება არაფრის გაპარსვა რაც იღლიის ქვემოთაა

8)შენ არ მოგიწევს ძილი ყოველ ღამე ბანჯგვლიან უკანალთან

9)თუ 34 წლის უცოლო ხარ, არავინ აქცევს ამას ყურადღებას

10)რაც გაქვს სახეზე ყველაფერი ნატურალურია და ბუნებრივი ფერის

11)თავისუფალ დროს 90 %-ს ატარებ სექსზე ფიქრში

12)უხამსი ანეგდოტის მოყოლას არავინ არ წყვეტს როცა ოთახში შედიხარ

13)შეგიძლია გაიხადო მაისური როცა გცხელა

14)მთელი თვის მანძილზე გინარჩუნდებათ ერთნაირი ხასიათი

15)საუბრის დროს არავინ აშტერდება შენ მკერდს ან ფეხებს

16)თუ არ დაურეკავ მეგობარს დათქმულ დროს, ის არ გამოაქვეყნებს სახალხოდ რომ შენ შეიცვალე და სხვანაირი გახდი(გაფუჭდი)

17)არ გაუშვებ სექსის შანსს ხელიდან

18)სილიკონი არ გჭირდება საერთოდ, ის შენ უფრო მიმზიდველს ვერ გაგხდის

19) 9 თვე მუცლით არაფრის ტარება არ გიწევს

20)შეგიძლია სექსი გქონდეს კვირაში 4-5 სხვადასხვა პარტნიორთან და შენ ბოზს კი არა მაგარ როჟას დაგიძახებენ.

update:

21)ლუდის დალევისას არ ფიქრობ რომ ხვალ 1 ზომით დიდი კაბა დაგჭირდება

22)მანქანის გაფუჭებისას არ მოგიწევს დამცინავი მზერის(ების) ატანა ხელოსანთან, საკუთარი უცდინრობის გამო

ზოგიერთს მეც კი არ ვეთანხმები, მაგრამ მაინც ჩვენ, მამაკაცებს, უფრო მეტი უპირატესობა გვაქვს ვიდრე ქალებს.

ისე კი ქალებს ერთი დიდი უპირატესობა აქვთ, რომელიც აგერ ამ სურათზეც ძალიან კარგად ჩანს

ეს ფოტო კი ისე უბრალოდ განწყობისთვის 😀

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)