Archive for the ‘ცვლილებები’ Tag

ქართული ომები ეპიზოდი VII:მე კაცი არ ვიყო თუ…

ეს ჩემი რიგით მე-100 პოსტია ჩემს ბლოგზე. 5 თვეა რაც Faukclub(საინტერესოა რამდენმა ადმაიანმა იცის რას ნიშნავს ეს სახელი :დ) არსებობს და ამ დროის მანძილზე ძალიან შევეჩვიე ჩემს პირმშოს.

მინდა ეს პოსტი გარდამტეხი მომენტი იყოს ბლოგისა და ჩემს ცხოვრებაში, ვაპირებ რაღაც-რაღაცეები შევცვალო და ამას დღეიდან დავიწყებ. ძალიან მინდა უკეთესი ადამიანი გავხდე, კი ვიცი რომ Self improvement is masturbation(ტაილერ დერდნერის სიტყვებია Fight Club-იდან) მაგრამ ექიმებს თუ დავუჯერებთ ხანდახან ჩუკენობაც კარგია თურმე.

1)Одноклассники – ფულს გადავიხდი და ყველა მეგობარს 5+-ით დავუწერ, შემდეგ ყველას დავუკომენტარებ ფოტოებს და ამით ბევრის გულს მოვიგებ. გადავიღებ სურათს სადაც ორ გოგონაზე მექნება ხელი გადახვეული, რომელსაც ამავე საიტზე განვათავსებ და შემდეგი სახლის წარწერას დავურთავ:”აუ რა დრო ვატარე უკრაინაში. ბოზიიიიიშ”

2)Facebook – ყოველდღე ძალიან ბევრ ტესტებს გავაკეთებ, რომელთა პასუხებს აუცილებლად დავაფაბლიშებ. დავტაგავ მეგობრებს ყველა სახის სურათებში – ჰოროსკოპით ვინაა, Simpsons-ის რომელ პერსონაჟს ჰგავს, რა ფერის ტრუსიკის ჩაცმისას ექნება სახეზე ღიმილი ან რომელ ფილმში ჰგავს ბრუს ლიის.  დილით და საღამოს გავაკეთებ ტესტებს სადაც დღის მეგობარს, სექსუალურ პარტნიორს, მტერს, თამადას, მეკვლესა თუ მარშუტკაში ფულის გადამხდელს გავიგებ ვინაა.

3)შეყვარებული – აუცილებლად გავიჩენ შეყვარებულს. საშინელებაა როდესაც სიჭაბუკის საუკეთესო წლებს, სრულიად მარტო ქალის სითბოსა და სიყვარულს მოკლებული, ბნელ კუნჭულში მიგდებული, სასოწარკვეთილი ვატარებ. მინდა გოგონა რომელიც სიტყვობანას თამაშისას ა ასოზე “აკულას” მეტყვის და ამით თავის გონებამახვილობას დამანახებს, მჭირდება მდედრი რომელიც მხოლოდ მანამდე მოუვლის თავს სანამ არ დარწმუნდება, რომ მიყვარს და მერე ცელულიტის მორევში ჩაეფლობა. მინდა მყავდეს გოგონა გვედით რომელთან ერთადაც აისსა და დაისს შევხვდები, ვიცინებ, ვიმხიარულებ,  კომშის კამპოტს მოვხუფავ, მოცხარის “დიროლს” ვიყიდი და… მეტი რაღა უნდა გინდოდეს ადამიანს

4) მეგობრები – თავს მათ მივუღძვნი, ვიმუშავებ რომ ბაჩოს არაფერი მოვაკლო, თსუ-ში ვივლი რომ მაგდა გავახარო, ცეკვას ვისწავლი რომ მაროს ქორწილში გავიგიჟო თავი, ლივერპულს შევიყვარებ რომ გიორგი კმაყოფილი იყოს, პორნო ვარსკვლავი გავხდები რომ დათოს ჩემი ვიდეოები მივუძღვნა,ნაითს x box-საც ვუყიდი, ახალ PC-საც და playstation-საც რომ თვითონად დაისვენოს და “მეგალაინის” გამყიდვლებიც დაასვენოს ყოველ კვირა სიარულით. ანისთვის არაფერს გავაკეთებ, მას მუდამ უხარია ძველებური ნიკას ნახვა. სხვა მეგობრებსაც არ დავივიწყებ ყველასთვის შევიცვლები, მინდა სხვა ადამიანი ვიყო.

5)მე – მორწმუნე გავხდები. სამსახურს უფრო იოლად ვიშოვი, ხალხს უფრო მეტად ვეყვარები. დიდბალთიან ქამარს ვიყიდი, ტელეფონზე პასუხისას ხმას დავიბოხებ, მარშუტიკს გაჩერებისას “ვაჟნი” გავხდები, ნაკლებ ცინიკოსი გავხდები, სამაგიეროდ უფრო მეტ ხუმრობებს ვიტყვი(მოვიგონებ თუ რაცაა) ვაგინაზე და პენისზე.

ეხლა დავფიქრდი და ეს ცვლილებები სწორად უნდა გავატარო, ერთი შეცდომა და შეიძლება დავიღუპო, თუ რათქმაუნდა ამ ყველაფრის გაკეთების შემდეგ ისედაც დაღუპული არ ვიქნები.

ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)