Archive for the ‘simpsons’ Tag

ქართული ომები ეპიზოდი VII:მე კაცი არ ვიყო თუ…

ეს ჩემი რიგით მე-100 პოსტია ჩემს ბლოგზე. 5 თვეა რაც Faukclub(საინტერესოა რამდენმა ადმაიანმა იცის რას ნიშნავს ეს სახელი :დ) არსებობს და ამ დროის მანძილზე ძალიან შევეჩვიე ჩემს პირმშოს.

მინდა ეს პოსტი გარდამტეხი მომენტი იყოს ბლოგისა და ჩემს ცხოვრებაში, ვაპირებ რაღაც-რაღაცეები შევცვალო და ამას დღეიდან დავიწყებ. ძალიან მინდა უკეთესი ადამიანი გავხდე, კი ვიცი რომ Self improvement is masturbation(ტაილერ დერდნერის სიტყვებია Fight Club-იდან) მაგრამ ექიმებს თუ დავუჯერებთ ხანდახან ჩუკენობაც კარგია თურმე.

1)Одноклассники – ფულს გადავიხდი და ყველა მეგობარს 5+-ით დავუწერ, შემდეგ ყველას დავუკომენტარებ ფოტოებს და ამით ბევრის გულს მოვიგებ. გადავიღებ სურათს სადაც ორ გოგონაზე მექნება ხელი გადახვეული, რომელსაც ამავე საიტზე განვათავსებ და შემდეგი სახლის წარწერას დავურთავ:”აუ რა დრო ვატარე უკრაინაში. ბოზიიიიიშ”

2)Facebook – ყოველდღე ძალიან ბევრ ტესტებს გავაკეთებ, რომელთა პასუხებს აუცილებლად დავაფაბლიშებ. დავტაგავ მეგობრებს ყველა სახის სურათებში – ჰოროსკოპით ვინაა, Simpsons-ის რომელ პერსონაჟს ჰგავს, რა ფერის ტრუსიკის ჩაცმისას ექნება სახეზე ღიმილი ან რომელ ფილმში ჰგავს ბრუს ლიის.  დილით და საღამოს გავაკეთებ ტესტებს სადაც დღის მეგობარს, სექსუალურ პარტნიორს, მტერს, თამადას, მეკვლესა თუ მარშუტკაში ფულის გადამხდელს გავიგებ ვინაა.

3)შეყვარებული – აუცილებლად გავიჩენ შეყვარებულს. საშინელებაა როდესაც სიჭაბუკის საუკეთესო წლებს, სრულიად მარტო ქალის სითბოსა და სიყვარულს მოკლებული, ბნელ კუნჭულში მიგდებული, სასოწარკვეთილი ვატარებ. მინდა გოგონა რომელიც სიტყვობანას თამაშისას ა ასოზე “აკულას” მეტყვის და ამით თავის გონებამახვილობას დამანახებს, მჭირდება მდედრი რომელიც მხოლოდ მანამდე მოუვლის თავს სანამ არ დარწმუნდება, რომ მიყვარს და მერე ცელულიტის მორევში ჩაეფლობა. მინდა მყავდეს გოგონა გვედით რომელთან ერთადაც აისსა და დაისს შევხვდები, ვიცინებ, ვიმხიარულებ,  კომშის კამპოტს მოვხუფავ, მოცხარის “დიროლს” ვიყიდი და… მეტი რაღა უნდა გინდოდეს ადამიანს

4) მეგობრები – თავს მათ მივუღძვნი, ვიმუშავებ რომ ბაჩოს არაფერი მოვაკლო, თსუ-ში ვივლი რომ მაგდა გავახარო, ცეკვას ვისწავლი რომ მაროს ქორწილში გავიგიჟო თავი, ლივერპულს შევიყვარებ რომ გიორგი კმაყოფილი იყოს, პორნო ვარსკვლავი გავხდები რომ დათოს ჩემი ვიდეოები მივუძღვნა,ნაითს x box-საც ვუყიდი, ახალ PC-საც და playstation-საც რომ თვითონად დაისვენოს და “მეგალაინის” გამყიდვლებიც დაასვენოს ყოველ კვირა სიარულით. ანისთვის არაფერს გავაკეთებ, მას მუდამ უხარია ძველებური ნიკას ნახვა. სხვა მეგობრებსაც არ დავივიწყებ ყველასთვის შევიცვლები, მინდა სხვა ადამიანი ვიყო.

5)მე – მორწმუნე გავხდები. სამსახურს უფრო იოლად ვიშოვი, ხალხს უფრო მეტად ვეყვარები. დიდბალთიან ქამარს ვიყიდი, ტელეფონზე პასუხისას ხმას დავიბოხებ, მარშუტიკს გაჩერებისას “ვაჟნი” გავხდები, ნაკლებ ცინიკოსი გავხდები, სამაგიეროდ უფრო მეტ ხუმრობებს ვიტყვი(მოვიგონებ თუ რაცაა) ვაგინაზე და პენისზე.

ეხლა დავფიქრდი და ეს ცვლილებები სწორად უნდა გავატარო, ერთი შეცდომა და შეიძლება დავიღუპო, თუ რათქმაუნდა ამ ყველაფრის გაკეთების შემდეგ ისედაც დაღუპული არ ვიქნები.

ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

South Park

ბევრი ამერიკული კომედიური შოუ მინახავს. მხატვრული, ანიმაციური, იდიოტური, პახაბნი, შავი იუმორით, ცინიზმით გაჯერებული თუ ძუძუებზე ხუმრობებით გაპოპულარულებული. უმეტესობას 2-3 სერიაში დავანებე თავი, თუმცა იყო(არის) გამონაკლისები Futurama-სა და Simpsons-ის სახით. მაგრამ არსებობს ერთი, 1997 წელს შექმნილი ანიმაციური სერიალი რომელიც ყველასაგან გამოირჩევა.

South Park ჩემთვის №1 კომედიური შოუა! 13! სეზონია შოუ არსებობს და დღესაც ისეთივე სასაცილოა, როგორიც 98-99 წლებში იყო. მულტფილმში არის ყველაფერი ის რაც მიყვარს. საინტერესო და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პერსონაჟები, ორიგინალური სიუჟეტები და დიდი დოზით იუმორი. ხუმრობები ყველასა და ყველაფერზე, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. არ არსებობს არანაირი შეზღუდვა არც ენობრივი ბარიერი, შოუში ნებისმიერ თემატიკაზე ხუმრობასა და ყველაზე წარმოუდგენელ უწმაწურ სიტყვებს გაიგონებთ. პახაბნი და ამაზრზენია რიგ შემთხვევებში პერსონაჟების საქციელი, თუმცა ეს იმდენად სასაცილოა, რომ სურვილი გიჩნდება კიდევ უფრო მეტი და მეტი იყოს მსგავსი სცენები. ხუმრობები ინვალიდებზე, მორწმუნეებზე, ათეისტებზე, სექსუალურ უმცირესობებსა და ფერადკანიანებზე, ებრაელებზე, იაპონელებსა და ჩინელებზე, პოპულარულ ადამიანებსა თუ ცხოველებზე. მოკლედ ყველანაირ გემოვნებას აკმაყოფილებს. ყველა ის პრობლემა თუ საკითხი, რომელიც “აწუხებს” ამერიკელ ხალხს “წამოჭრილი”, “განხილული” და “დამუშავებულია” ამ შოუში.

მულტფილმს 4 მთავარი პერსონაჟი ჰყავს. ოთხი მეგობარი, რომლებიც ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა თავად ერთმანეთი დიდად არ უყვართ(კაილსა და სტივს არ ვგულისხმობ)

კენი მაკორმიკი – ყველაზე “იდუმალი” პერსონაჟი. მუდამ თავის ტანისამოსში გახვეული. ყველაზე ღარიბი სამეგობროში და ყველაზე დაჩაგრული ღვთის მიერ. პირველი 5 სეზონის განმავლობაში თითქმის ყველა სერიაში კვდება ეს პერსონაჟი, ყოველთვის სხვადასხვანაირად, თუმცა მის სიკვდილს მუდამ ახლავს კაილისა და სტენის შეძახილები. “Oh my God, they killed Kenny!  You bastards!”.   კენის ლაპარაკის გაგება ჭირს ხოლმე, პირზე აფარებული ტანისამოსის გამო გინებასა და შეძახილებს ვარჩევ მხოლოდ :დ. ყველაზე უპრეტენზიო პერსონაჟია მაკორმიკების გვარის წარმომადგენელი, ქალები ყველაზე მეტად უყვარს და მხოლოდ ის უნდა ცოცხალი გადარჩეს ხოლმე. იმის ფონზე რომ დედ-მამა ლოთი ჰყავს და “რუმინელებზე უფრო ღარიბია”  სრულიად ნორმალური ბავშჳია

სტენ მარში –  ყველაზე ხშირად სწორედ იგი ითავსებს ხოლმე ლიდერის ფუნქციებს. ერტადერთია რომელსაც აქვს სრუვილი გოგოსთან ჰქონდეს ურთიერთობა, ყველაზე მეტი კითხვა სწორედ მას უჩნდება და ყველაზე “დიდიც” სწორედ ისაა. ყველაზე არაორდინალური ნათესავებიც სწორედ სტენლის ჰყავს, ბაბუა მარვინს სუიციდისაკენ აქვს მიდრეკილება, ბიძია ჯიმბო კი უბრალოდ იდიოტია.

კაილ ბროფლოვსკი –  კაილი სტენის საუკეთესო მეგობარია. მისი დედა ძალიან მაგონებს მართმადიდებელ მშობელთა კავშირის აქტივისტს, მამა კი ტიპური ქართული ანეგდოტის ებრაელია, კაცი რომლისთვისაც ფული ყველაზე მნიშჳნელოვანია. კაილს ძმა ჰყავს, ბედის ირონიით კანადელი(კანადა ამ სერიალში ცალკე თემაა). კანადელი იმიტომ რომ ნაშვილებია.

ერიკ კარტმენი –  იოოო. ჩემი საყვარელი პერსონაჟი. ყველაზე ცუდი და საზიზღარი ბავშჳი. გათამამებული, გაბოროტებული, გასიებული და უბრალოდ პროჭი რომელსაც თავისი თავის მეტი არაფერი აინტერესებს. 8 წლის ასაკში სადამ ჰუსეინზე უფრო ვერაგი და ოსამა ბენ ლადენზე უფრო საზიზღარია. მაგრამ God damn it ძალიან სასაცილოა. კაილსა და ერიკს ერთმანეთში მუდამ ჩხუბი აქვთ. ერიკს ყველა სიკეთესთან ერთად ებრაელები არ უყვარს და მუდამ იმის მცდელობაშია კაილი დაამციროს. უი ჰო ჰიპები არ უყვარს კიდევ :დ  მამა არ ჰყავს ჰერმაფროდიტმა დედამ შეძლო და თავისი თავი თვითონ გაინაყოფიერა. ამ 4 პერსონაჟის გარდა სერიალში უამრავი სხვა გმირია.  მისტერ გერისონი თავისი სექსუალური და მენტალური პრობლემებით, მისტერ მაკი თავისი Ok-ითი, შეფი საოცარი რჩევებითა და უამრავი ცნობილი ადამიანი, რომლებიც ეპიზოდურ როლებში ჩნდებიან, თან ყველაზე წარმოუდგენელ რაღაცეებს აკეთებენ.

3 სეზონი თავიდან ბოლომდე ვნახე უკვე, წინ 10 სეზონი მელის და მიხარია, რომ რამდენიმე წლის წინ ნანახი ეპიზოდები არ მახსოვს კარგად და ამ ეპიზოდებზე ისევ ისე ვიცინი როგორც ადრე მეცინებოდა.

ყველაზე კარგი ისაა, რომ ოფიციალურ საიტზე პირდაპირ შეიძლება ყველა ეპიზოდის ნახვა და არ მიწევს არაფრის გადმოწერა, ტორენტების წვალება და ა.შ

აქ რამდენიმე ეპიზოდის ლინკს დავაგდებ რომლებიც პირველ სამ სეზონში ძალიან მომეწონა.

Cartman’s mom is a dirty slut

Merry Christmas Charlie Manson

Are you there God?It’s me, Jesus

The brown noise

Cartman’s silly hate crime

და ბოლოს… ეს ნახატი მომწონს ძალიან. არ ვიცი ვინ დახატა და რატომ, მაგრამ ფაქტია ძალიან კარგად გამოუვიდა.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)